სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეფი - უშნო გრუზინებს, უსამშობლო ნაბიჭვრებს, ვინც ფერადკანიანებზე ოცდამეერთე საუკუნის თბილისში იქაჩებიან...
დეფი - უშნო გრუზინებს, უსამშობლო ნაბიჭვრებს, ვინც ფერადკანიანებზე ოცდამეერთე საუკუნის თბილისში იქაჩებიან...

პო­ე­ტი და­ვით-დეფი გო­გი­ბე­დაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ფე­რად­კა­ნი­ა­ნი უცხო­ე­ლე­ბის მი­მართ რა­სის­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე წერს.

"ჩემი სიძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეა. ჰქვია აა­რო­ნი. ფე­რად­კა­ნი­ა­ნია. ცხოვ­რობს ლონ­დონ­ში და თბი­ლის­ში. არ­ტის­ტია. მო­ცეკ­ვა­ვე. დღეს, 28 ივ­ნისს, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრთან, მაკ­დო­ნალდსში იჯდა. რა­მო­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი მას­თან მი­ვი­და და აგ­რე­სი­ით, ყვი­რი­ლით, ზი­ზღით და ათას­ნა­ი­რი შე­უ­რა­ცხყო­ფით მაგ­დო­ნალდსი­დან გას­ვლა უბ­რძა­ნა. მან დახ­მა­რე­ბა დაც­ვას სთხო­ვა. დაც­ვის რე­აქ­ცია - ხი­თხი­თი და ზან­ტი სი­ა­რუ­ლი. მაკ­დო­ნალდსში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­აქ­ცია - "არა­ფე­რი მეს­მის, არა­ფერს ვხე­დავ, არა­ვის არა­ფერს ვე­უბ­ნე­ბი."

აა­რონ­მა პატ­რუ­ლი გა­მო­ი­ძა­ხა. პატ­რუ­ლის მოს­ვლამ­დე იმ ჯე­ე­ლებ­მა ცოფი ისევ ყა­რეს "აქ ზან­გე­ბის ად­გი­ლი არაა!" და ა.შ. და წა­ვიდ­ნენ. პატ­რუ­ლის მოს­ვლით არც არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. ოფი­ცერ­თა იგი­ვე რე­აქ­ცი­ე­ბი, რო­გორც მაკ­დო­ნალდსის დაც­ვი­სა და იქმყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის - "ჰო კაი ახლა, ეგე­თე­ბი ხდე­ბა? მა­შინ უჩივ­ლე..."პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, მონ­დო­მე­ბა, თა­ნაგ­რძნო­ბა, შეგ­ნე­ბა - ნ უ ლ ი.

იგი­ვე მოხ­და რა­მო­დე­ნი­მე დღის წინ, ოღონდ სმარ­ტში. სას­ტუმ­რო რა­დი­სონ­თან. აა­რო­ნის და­ნახ­ვა­ზე ქარ­თველ­მა ვა­ჟებ­მა მისი შე­უ­რა­ცხყო­ფა და­ი­წყეს. დაც­ვის და ხალ­ხის რე­აქ­ცია აქაც - ნ უ ლ ი. სა­ნამ ერთი ამე­რი­კე­ლი საქ­მე­ში არ ჩა­ე­რია და კაცი იქი­დან არ გა­მო­იყ­ვა­ნა.

ახლა კი თქვენ მოგ­მარ­თავთ შსს მი­ნის­ტრო, პრე­მი­ერ მი­ნის­ტრო, პრე­ზი­დენ­ტო, პარ­ლა­მე­ტის თავ­ჯდო­მა­რევ და მო­ქე­ლა­ქე ივა­ნიშ­ვი­ლო - ეს თქვენ გა­ა­კე­თეთ. ჰო, ეს თქვე­ნი გა­კე­თე­ბუ­ლია. ამ უშნო გრუ­ზი­ნებს, ამ მა­ხინჯ და უჯი­შო, უსამ­შობ­ლო ნა­ბიჭ­ვრებს, ვინც ფე­რად­კა­ნი­ა­ნებ­ზე, ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის თბი­ლის­ში ასე იქა­ჩე­ბი­ან, მა­თაც ვინც ასეთ რა­მეს ხე­და­ვენ და არა­ფერს აკე­თე­ბენ, მა­თაც ვინც არც თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლე­ბენ - თქვე­ნი სა­ხე­ე­ბი აქვთ და თქვე­ნი სა­ხე­ლე­ბი ჰქვი­ათ. ამის უფ­ლე­ბას მათ თქვენ აძ­ლევთ. ამ სი­სა­ზი­ზღრეს თქვე­ნი სა­კუ­თა­რი სი­ბილ­წით, ქლე­სო­ბით, ბოღ­მით, და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლო­ბით, უნი­ა­თო­ბით და სრუ­ლი არა­რა­ო­ბით ქმნით. ამ მა­ნი­ა­კებს ღრმად სწამთ რომ არ და­ის­ჯე­ბი­ან და ამ რწმე­ნა­საც თქვენ უღ­ვი­ვებთ. თქვენ სირ­ცხვი­ლი ხართ. მე მრცხვე­ნია თქვე­ნი. ყო­ვე­ლი თქვენ­გა­ნის მრცხვე­ნია.

ევ­რო­პა? რა ევ­რო­პა?", - წერს პო­ე­ტი.

იხი­ლეთ ასე­ვე: "და­მეხ­მა­რე, ფლიზ" - რუს­თა­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი მა­თხოვ­რის ვი­ნა­ო­ბა და ის­ტო­რია

დეფი - უშნო გრუზინებს, უსამშობლო ნაბიჭვრებს, ვინც ფერადკანიანებზე ოცდამეერთე საუკუნის თბილისში იქაჩებიან...

დეფი - უშნო გრუზინებს, უსამშობლო ნაბიჭვრებს, ვინც ფერადკანიანებზე ოცდამეერთე საუკუნის თბილისში იქაჩებიან...

პოეტი დავით-დეფი გოგიბედაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში ფერადკანიანი უცხოელების მიმართ რასისტული დამოკიდებულების ფაქტებზე წერს.

"ჩემი სიძე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. ჰქვია აარონი. ფერადკანიანია. ცხოვრობს ლონდონში და თბილისში. არტისტია. მოცეკვავე. დღეს, 28 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრთან, მაკდონალდსში იჯდა. რამოდენიმე ქართველი მასთან მივიდა და აგრესიით, ყვირილით, ზიზღით და ათასნაირი შეურაცხყოფით მაგდონალდსიდან გასვლა უბრძანა. მან დახმარება დაცვას სთხოვა. დაცვის რეაქცია - ხითხითი და ზანტი სიარული. მაკდონალდსში მყოფი ადამიანების რეაქცია - „არაფერი მესმის, არაფერს ვხედავ, არავის არაფერს ვეუბნები."

აარონმა პატრული გამოიძახა. პატრულის მოსვლამდე იმ ჯეელებმა ცოფი ისევ ყარეს „აქ ზანგების ადგილი არაა!" და ა.შ. და წავიდნენ. პატრულის მოსვლით არც არაფერი შეიცვალა. ოფიცერთა იგივე რეაქციები, როგორც მაკდონალდსის დაცვისა და იქმყოფი ადამიანების - „ჰო კაი ახლა, ეგეთები ხდება? მაშინ უჩივლე..."პროფესიონალიზმი, მონდომება, თანაგრძნობა, შეგნება - ნ უ ლ ი.

იგივე მოხდა რამოდენიმე დღის წინ, ოღონდ სმარტში. სასტუმრო რადისონთან. აარონის დანახვაზე ქართველმა ვაჟებმა მისი შეურაცხყოფა დაიწყეს. დაცვის და ხალხის რეაქცია აქაც - ნ უ ლ ი. სანამ ერთი ამერიკელი საქმეში არ ჩაერია და კაცი იქიდან არ გამოიყვანა.

ახლა კი თქვენ მოგმართავთ შსს მინისტრო, პრემიერ მინისტრო, პრეზიდენტო, პარლამეტის თავჯდომარევ და მოქელაქე ივანიშვილო - ეს თქვენ გააკეთეთ. ჰო, ეს თქვენი გაკეთებულია. ამ უშნო გრუზინებს, ამ მახინჯ და უჯიშო, უსამშობლო ნაბიჭვრებს, ვინც ფერადკანიანებზე, ოცდამეერთე საუკუნის თბილისში ასე იქაჩებიან, მათაც ვინც ასეთ რამეს ხედავენ და არაფერს აკეთებენ, მათაც ვინც არც თავის მოვალეობას ასრულებენ - თქვენი სახეები აქვთ და თქვენი სახელები ჰქვიათ. ამის უფლებას მათ თქვენ აძლევთ. ამ სისაზიზღრეს თქვენი საკუთარი სიბილწით, ქლესობით, ბოღმით, დაკომპლექსებულობით, უნიათობით და სრული არარაობით ქმნით. ამ მანიაკებს ღრმად სწამთ რომ არ დაისჯებიან და ამ რწმენასაც თქვენ უღვივებთ. თქვენ სირცხვილი ხართ. მე მრცხვენია თქვენი. ყოველი თქვენგანის მრცხვენია.

ევროპა? რა ევროპა?", - წერს პოეტი.

იხილეთ ასევე: "დამეხმარე, ფლიზ" - რუსთაველზე დაკავებული ფერადკანიანი მათხოვრის ვინაობა და ისტორია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს