პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგულავას მზაკვრული გეგმა, რომელიც "ოცნებას" დაშოკავს
უგულავას მზაკვრული გეგმა, რომელიც "ოცნებას" დაშოკავს

თბი­ლი­სის მერ­ყო­ფი­ლი გიგი უგუ­ლა­ვა და­კი­თხვა­ზე ისევ და­ი­ბა­რეს. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ზე თა­ვად უგუ­ლა­ვამ და­წე­რა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში 30 ივ­ნისს ანუ დღეს უნდა გა­მო­ცხად­დეს, მაგ­რამ თუ აქამ­დე პრო­კუ­რო­რე­ბი არ მი­დი­ოდ­ნენ გი­გის სა­სა­მარ­თლო­ზე, ახლა "შა­ტა­ლო­ზე" წას­ვლას ნაც­მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ტვი­ნი აპი­რებს.

"... და­კი­თხვა­ზე და­მი­ბა­რეს. ეს არა­ფე­რი! ამას უკვე შე­ვეჩ­ვიე (თე­მაც კი არ ვიცი და დი­დად არც მა­ინ­ტე­რე­სებს). საქ­მე იმა­შია, რომ მე საქ­მი­ა­ნი მივ­ლი­ნე­ბით მი­ვემ­გზავ­რე­ბი ბრი­ტა­ნეთ­ში (ვხვდე­ბი ლორდ ჰა­რისს), უკ­რა­ი­ნა­ში - კი­ე­ვის მერს ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს და მოლ­დო­ვა­ში, სა­დაც ევ­რო­საბ­ჭოს რე­გი­ონ­თა კონ­გრე­სის მო­ნი­ტო­რინ­გის სხდო­მა­ში მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას (მე სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ). მოხ­სე­ნე­ბა ეხე­ბა 2014 წლის 15 ივ­ნი­სის ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვბრუნ­დე­ბი 5 ივ­ლისს, 05:00 სა­ათ­ზე. ხოდა, ამ ღრძო ღა­რი­ბაშ­ვილს და მის მთა­ვარ იხ­ტი­ო­ლოგ ივა­ნიშ­ვილს მინ­და ვუ­თხრა: რამ­დე­ნი მი­ლი­არ­დიც არ უნდა იშო­ვო და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეც არ უნდა იყოთ, თქვენ­გან არც სა­ლა­მუ­რი გა­მო­ით­ლე­ბა და არც კაცი დად­გე­ბა.

P.S. და თუ რო­მე­ლი­მე თქვენ­თა­განს ერთი წა­მით ჰგო­ნია, რომ მე წა­ვალ და არ დავ­ბრუნ­დე­ბი მა­შინ... (იდი­ო­მა­ტუ­რი გა­მოთ­ქმე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ გა­დავ­ტვირ­თავ). და კი­დევ ერთი, რა გა­გი­ჭირ­დათ ასე­თი, რომ სა­კუ­თარ მო­რა­ტო­რი­უმს არ­ღვევთ?! ეხ, ნარ­მა­ნია, ნარ­მა­ნია", - წერს უგუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

უგუ­ლა­ვა მარ­თა­ლია, როცა ამ­ბობს, რომ ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვას არ აპი­რებს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, იმ სცე­ნარ­ში, რო­მე­ლიც თურ­მე, აე­რო­პორ­ტის გზა­ზე მუ­შავ­დე­ბა და რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც "ვერ­სი­ას" კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო უყ­ვე­ბა, გაქ­ცე­ვა ნამ­დვი­ლად არ ჯდე­ბა. ანდა, რა დროს გაქ­ცე­ვაა, როცა, წყა­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი დიდი ალი­ა­ქო­თის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

სხვა­თა შო­რის, წყა­რო იმა­საც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ამ­ჯე­რად მი­შას პო­ლი­ტი­კურ და-ძმებს ალი­ა­ქო­თის მო­სა­წყო­ბად იმა­ზე მეტი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტი ექ­ნე­ბათ, ვიდ­რე ხალ­ხს წარ­მო­უდ­გე­ნია.

მოკ­ლედ, რა­შია საქ­მე? რა­შია, ბა­ტო­ნო და - დრო­მოჭ­მუ­ლი "ვარ­დოს­ნე­ბის" პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გახ­დეს.

"ნა­ცებს იმის ილუ­ზია ნამ­დვი­ლად არ აქვთ, რომ ნიკა მე­ლია მე­ო­რე ტურ­ში და­ვით ნარ­მა­ნი­ას ბე­ჭებ­ზე და­დებს, მაგ­რამ ჩემი სი­ტყვა და­ი­მახ­სოვ­რეთ: საქ­მე შე­იძ­ლე­ბა იქამ­დე მი­ვი­დეს, და­სავ­ლეთ­მა და, სა­ერ­თოდ, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ­მა მსოფ­ლი­ომ არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის შე­დე­გე­ბი არა­ლე­გი­ტი­მუ­რად მი­იჩ­ნი­ოს და ამის ნიშ­ნე­ბი უკვე არ­სე­ბობს. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, უგუ­ლა­ვამ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, სა­დაც მი­ა­ნიშ­ნა, რომ ცეს­კო მე­ო­რე ტუ­რის და­ნიშ­ვნის ვა­დებს არ­ღვევს. მარ­თა­ლია, უგუ­ლა­ვას ბრალ­დე­ბას მთა­ვარ­მა სა­არ­ჩევ­ნო უწყე­ბამ მა­შინ­ვე უპა­სუ­ხა და გან­მარ­ტა, რომ მე­ო­რე ტური მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ ინიშ­ნე­ბა, მაგ­რამ ახლა ლა­პა­რა­კი სა­პარ­ლა­მენ­ტო კი არა, ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ზეა. სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი კი, რო­გორც ვიცი, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მე­ო­რე ტურს სხვა­ნა­ი­რად არე­გუ­ლი­რებს", - ამ­ბობს "ვერ­სი­ის" წყა­რო.

ამას­თან, რო­გორც "ვერ­სი­ას" კუ­ლუ­ა­რებ­ში უთხრეს, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით იმ გზას აირ­ჩე­ვენ, ათე­უ­ლი წლის წინ, პარ­ლა­მენ­ტში, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის სპი­კე­რად არ­ჩე­ვი­სას რომ გა­მო­ი­ყე­ნეს ანუ წმინ­და "პრო­ცე­დუ­რულ ომს" გა­მარ­თა­ვენ, რაც "ოც­ნე­ბას", მი­ნი­მუმ, და­აბ­ნევს.

"რომ გი­თხრათ, "ოც­ნე­ბა­ში" არ­ჩევ­ნე­ბის დიდი მცოდ­ნე­ე­ბი არი­ან-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. ეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მხო­ლოდ რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა იცი­ან - მა­გა­ლი­თად, თინა ხი­და­შე­ლი, საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გეს, სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში ისეთ ლაფ­სუ­სებს აღ­მო­ა­ჩენს, მთე­ლი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი, შე­იძ­ლე­ბა, თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნოს, მაგ­რამ რო­გორც ვიცი, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი გეგ­მა "ოც­ნე­ბის" ამ ფრთის­თვი­საც მი­სა­ღე­ბია ანუ მე­ო­რე ტუ­რის არა­ლე­გი­ტი­მუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის იმიჯს გა­იმ­ყა­რებს, რაც და­სავ­ლე­თის მო­თხოვ­ნაა. ისე არ გა­ი­გოთ, რომ ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი ნა­ცი­ო­ნა­ლებს მფარ­ვე­ლო­ბენ და "ცო­ცხე­ბის კად­რე­ბი" აღარ ახ­სოვთ, უბ­რა­ლოდ, ბევ­რი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­სავ­ლეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი ძალა ვერ მო­ძებ­ნა, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ა­ში იქ­ნე­ბა და თან და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ექ­ნე­ბა. ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის კი, მით უმე­ტეს, ამ ეტაპ­ზე, როცა ევ­რო­კაშ­ვირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ხელ­მო­წე­რი­ლია, და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ოპო­ზი­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია", - ამ­ბობს "ვერ­სი­ის" წყა­რო.

რა მოხ­დე­ბა, თუ ყვე­ლა­ფე­რი უგუ­ლა­ვას სცე­ნა­რით წავა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მე­ო­რე ტუ­რის შე­დე­გებს არა­ლე­გი­ტი­მუ­რად მი­იჩ­ნე­ვენ? ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, თბი­ლისს მერი, მი­ნი­მუმ, რამ­დე­ნი­მე თვე აღარ ეყო­ლე­ბა. მა­შინ კი, თუ ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნა, "ოც­ნე­ბა" მე­რო­ბის კან­დი­და­ტად, ცხა­დია, ნარ­მა­ნი­ას აღარ და­ა­სა­ხე­ლებს და შე­ეც­დე­ბა, ას­პა­რეზ­ზე ისე­თი პერ­სო­ნა გა­მო­იყ­ვა­ნოს, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებ­ში გა­ქე­ქი­ლი იქ­ნე­ბა, ამას­თან, მჭერ­მე­ტყვე­ლიც იქ­ნე­ბა და ხალ­ხის მო­ნუს­ხვას შეძ­ლებს.

ამა­სო­ბა­ში, რო­გორც "ვერ­სი­ას" კუ­ლუ­ა­რებ­ში ეუბ­ნე­ბი­ან, არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ალა­სა­ნი­ას ფრთამ, რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­თან ერ­თად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მებ­ზე სა­უ­ბა­რი ხმა­მაღ­ლა და­ი­წყოს.

"გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, და­სავ­ლუ­რი ოპო­ზი­ცია "ოც­ნე­ბის" წი­აღ­ში­ვე იშ­ვას. მარ­თა­ლია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, გა­რეგ­ნუ­ლად "ოც­ნე­ბის" მუ­შა­ო­ბა­ში არ ერე­ვა, მაგ­რამ ვინ, ვინ და, სწო­რედ მან იცის, რომ, თუ ქვე­ყა­ნა­ში და­სავ­ლუ­რი იდე­ე­ბი მოკ­ვდა და, რბი­ლად რომ ვთქვათ, ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის მხარ­დამ­ჭე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დნენ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს "ბა­ნა­ნის რეს­პუბ­ლი­კის" იმი­ჯი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა, ამი­ტომ რა­და­რი­დან ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის გაქ­რო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი უფრო "სა­ხალ­ხო ტერ­მი­ნია", სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­ში დიდი თა­მა­შე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ამ­ბობს წყა­რო.

კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში დიდი ხა­ნია, ლა­პა­რა­კო­ბენ, და­ჭე­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღაა. სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, ბრა­ლი შე­იძ­ლე­ბა, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს და­უმ­ძიმ­დეს, თუმ­ცა ილუ­ზია, რომ ვთქვათ, სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა, არ უნდა გვქონ­დეს ანუ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, რო­გორც უამ­რავ და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­ზე ლა­პა­რა­კი და­უს­რუ­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც საქ­მე­ში ჩა­ხე­დულ­ნი ამ­ბო­ბენ, მი­შას გი­სო­სებ­სმიღ­მა ნახ­ვა არც ამე­რი­კე­ლებს უნ­დათ და, მით უმე­ტეს, არც რუ­სებს, რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლი უმარ­თა­ვია, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პირი მო­ა­ღოს და ისე­თი რა­მე­ე­ბი ილა­პა­რა­კოს, რაც თეთრ სახ­ლს კი არა, უფრო კრემლს და­ა­ზა­რა­ლებს.

ასე რომ, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, შე­სალ­ძოა, ახა­ლი ერის და­სა­წყი­სად იქ­ცეს.

P.S. 29 ივ­ნისს, სა­ღა­მოს ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, რომ გიგი უგუ­ლა­ვა და­კი­თხვა ზეგ გა­მო­ცხად­დე­ბა.

გი­ორ­გი გი­ორ­გა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

უგულავას მზაკვრული გეგმა, რომელიც "ოცნებას" დაშოკავს

უგულავას მზაკვრული გეგმა, რომელიც "ოცნებას" დაშოკავს

თბილისის მერყოფილი გიგი უგულავა დაკითხვაზე ისევ დაიბარეს. როგორც სოციალურ ქსელ Facebook-ზე თავად უგულავამ დაწერა, საგამოძიებო უწყებაში 30 ივნისს ანუ დღეს უნდა გამოცხადდეს, მაგრამ თუ აქამდე პროკურორები არ მიდიოდნენ გიგის სასამართლოზე, ახლა "შატალოზე" წასვლას ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ტვინი აპირებს.

"... დაკითხვაზე დამიბარეს. ეს არაფერი! ამას უკვე შევეჩვიე (თემაც კი არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს). საქმე იმაშია, რომ მე საქმიანი მივლინებით მივემგზავრები ბრიტანეთში (ვხვდები ლორდ ჰარისს), უკრაინაში - კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს და მოლდოვაში, სადაც ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის სხდომაში მივიღებ მონაწილეობას (მე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ). მოხსენება ეხება 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებს. საქართველოში ვბრუნდები 5 ივლისს, 05:00 საათზე. ხოდა, ამ ღრძო ღარიბაშვილს და მის მთავარ იხტიოლოგ ივანიშვილს მინდა ვუთხრა: რამდენი მილიარდიც არ უნდა იშოვო და რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოთ, თქვენგან არც სალამური გამოითლება და არც კაცი დადგება.

P.S. და თუ რომელიმე თქვენთაგანს ერთი წამით ჰგონია, რომ მე წავალ და არ დავბრუნდები მაშინ... (იდიომატური გამოთქმებით საზოგადოებას არ გადავტვირთავ). და კიდევ ერთი, რა გაგიჭირდათ ასეთი, რომ საკუთარ მორატორიუმს არღვევთ?! ეხ, ნარმანია, ნარმანია", - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

უგულავა მართალია, როცა ამბობს, რომ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, იმ სცენარში, რომელიც თურმე, აეროპორტის გზაზე მუშავდება და რომლის შესახებაც "ვერსიას" კონფიდენციალური წყარო უყვება, გაქცევა ნამდვილად არ ჯდება. ანდა, რა დროს გაქცევაა, როცა, წყაროს მონაცემებით, ნაციონალები დიდი ალიაქოთისთვის ემზადებიან.

სხვათა შორის, წყარო იმასაც მიანიშნებს, რომ ამჯერად მიშას პოლიტიკურ და-ძმებს ალიაქოთის მოსაწყობად იმაზე მეტი სამართლებრივი ბერკეტი ექნებათ, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია.

მოკლედ, რაშია საქმე? რაშია, ბატონო და - დრომოჭმული "ვარდოსნების" პროტესტის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, შეიძლება, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური გახდეს.

"ნაცებს იმის ილუზია ნამდვილად არ აქვთ, რომ ნიკა მელია მეორე ტურში დავით ნარმანიას ბეჭებზე დადებს, მაგრამ ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ: საქმე შეიძლება იქამდე მივიდეს, დასავლეთმა და, საერთოდ, ცივილიზებულმა მსოფლიომ არჩევნების მეორე ტურის შედეგები არალეგიტიმურად მიიჩნიოს და ამის ნიშნები უკვე არსებობს. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, უგულავამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მიანიშნა, რომ ცესკო მეორე ტურის დანიშვნის ვადებს არღვევს. მართალია, უგულავას ბრალდებას მთავარმა საარჩევნო უწყებამ მაშინვე უპასუხა და განმარტა, რომ მეორე ტური მხოლოდ არჩევნების საბოლოო შედეგის გამოქვეყნების შემდეგ ინიშნება, მაგრამ ახლა ლაპარაკი საპარლამენტო კი არა, ადგილობრივ თვითმმართველობაზეა. საარჩევნო კოდექსი კი, როგორც ვიცი, ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურს სხვანაირად არეგულირებს", - ამბობს "ვერსიის" წყარო.

ამასთან, როგორც "ვერსიას" კულუარებში უთხრეს, ნაციონალები დაახლოებით იმ გზას აირჩევენ, ათეული წლის წინ, პარლამენტში, ნინო ბურჯანაძის სპიკერად არჩევისას რომ გამოიყენეს ანუ წმინდა "პროცედურულ ომს" გამართავენ, რაც "ოცნებას", მინიმუმ, დააბნევს.

"რომ გითხრათ, "ოცნებაში" არჩევნების დიდი მცოდნეები არიან-მეთქი, მოგატყუებთ. ეს ტექნოლოგიები მხოლოდ რესპუბლიკელებმა იციან - მაგალითად, თინა ხიდაშელი, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, საარჩევნო კოდექსში ისეთ ლაფსუსებს აღმოაჩენს, მთელი საარჩევნო პროცესი, შეიძლება, თავდაყირა დააყენოს, მაგრამ როგორც ვიცი, ნაციონალების პროვოკაციული გეგმა "ოცნების" ამ ფრთისთვისაც მისაღებია ანუ მეორე ტურის არალეგიტიმურად გამოცხადების შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპოზიციური ძალის იმიჯს გაიმყარებს, რაც დასავლეთის მოთხოვნაა. ისე არ გაიგოთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ნაციონალებს მფარველობენ და "ცოცხების კადრები" აღარ ახსოვთ, უბრალოდ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, დასავლეთმა საქართველოში ისეთი ძალა ვერ მოძებნა, რომელიც ოპოზიციაში იქნება და თან დასავლური ღირებულებები ექნება. ქვეყნის განვითარებისთვის კი, მით უმეტეს, ამ ეტაპზე, როცა ევროკაშვირთან ასოცირების ხელშეკრულება ხელმოწერილია, დასავლური ორიენტაციის ოპოზიცია აუცილებელია", - ამბობს "ვერსიის" წყარო.

რა მოხდება, თუ ყველაფერი უგულავას სცენარით წავა და საერთაშორისო ორგანიზაციები მეორე ტურის შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ? ასეთ შემთხვევაში, თბილისს მერი, მინიმუმ, რამდენიმე თვე აღარ ეყოლება. მაშინ კი, თუ ხელახალი არჩევნები დაინიშნა, "ოცნება" მერობის კანდიდატად, ცხადია, ნარმანიას აღარ დაასახელებს და შეეცდება, ასპარეზზე ისეთი პერსონა გამოიყვანოს, რომელიც პოლიტიკურ ინტერესებში გაქექილი იქნება, ამასთან, მჭერმეტყველიც იქნება და ხალხის მონუსხვას შეძლებს.

ამასობაში, როგორც "ვერსიას" კულუარებში ეუბნებიან, არც ისაა გამორიცხული, ალასანიას ფრთამ, რესპუბლიკელებთან ერთად, ხელისუფლების შეცდომებზე საუბარი ხმამაღლა დაიწყოს.

"გამორიცხული არ არის, დასავლური ოპოზიცია "ოცნების" წიაღშივე იშვას. მართალია, ბიძინა ივანიშვილი, გარეგნულად "ოცნების" მუშაობაში არ ერევა, მაგრამ ვინ, ვინ და, სწორედ მან იცის, რომ, თუ ქვეყანაში დასავლური იდეები მოკვდა და, რბილად რომ ვთქვათ, ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები გააქტიურდნენ, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს "ბანანის რესპუბლიკის" იმიჯი გარანტირებული ექნება, ამიტომ რადარიდან ნაციონალების გაქრობაზე ლაპარაკი უფრო "სახალხო ტერმინია", სინამდვილეში კი, პოლიტიკურ კულუარებში დიდი თამაშები მიმდინარეობს", - ამბობს წყარო.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც პოლიტიკურ წრეებში დიდი ხანია, ლაპარაკობენ, დაჭერების ახალი ტალღაა. სხვადასხვა მონაცემებით, ბრალი შეიძლება, დავით კეზერაშვილს დაუმძიმდეს, თუმცა ილუზია, რომ ვთქვათ, სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, არ უნდა გვქონდეს ანუ სააკაშვილზე, როგორც უამრავ დანაშაულში ეჭვმიტანილზე ლაპარაკი დაუსრულებლად გაგრძელდება, მაგრამ, როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, მიშას გისოსებსმიღმა ნახვა არც ამერიკელებს უნდათ და, მით უმეტეს, არც რუსებს, რადგან სააკაშვილი უმართავია, გამორიცხული არ არის, დაპატიმრების შემთხვევაში, პირი მოაღოს და ისეთი რამეები ილაპარაკოს, რაც თეთრ სახლს კი არა, უფრო კრემლს დააზარალებს.

ასე რომ, არჩევნების მეორე ტური ქართულ პოლიტიკაში, შესალძოა, ახალი ერის დასაწყისად იქცეს.

P.S. 29 ივნისს, საღამოს ცნობილი გახდება, რომ გიგი უგულავა დაკითხვა ზეგ გამოცხადდება.

გიორგი გიორგაძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა