29 წლის სოფია კოვაჩი ქუთაისელი ფოტომოდელია. რამდენიმე კვირის წინ მან საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო, უცნობი რეპერის კლიპში შიშველმა იპოზიორა (იხილეთ ვიდეო).
- ყოველთვის მიზიდავდა ფოტოხელოვნება, მეგობარმა მითხრა, სკანდალურ კლიპს ვიღებთ და თუ იქნები თანახმა, ითამაშეო. რატომღაც დავთანხმდი. ასე აღმოვჩნდი "ტუზი მაქციას" კლიპში, რომელიც ერთ დღეში გადავიღეთ. აიტვირთა თუ არა კლიპი ინტერნეტში, ცუდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ეს საქართველოა, სადაც თვლიან, თუ გაიხდის გოგო, ის ცუდი ყოფაქცევისაა, მაგრამ ამ კომენტარებზე არანაირი რეაქცია არ მქონდა. ვიცოდი ყველას არ მოეწონებოდა.
- პოპულარობისთვის გაიხადე?
- თავიდან გამიჭირდა, მაგრამ კარგად გამოვიდა ყველაფერი. მანამდე კი ფოტოებისთვის გავიხადე. თავიდან პოპულარობაზე არ მიფიქრია, დაუგეგმავად მოხდა ყველაფერი. არ მინდა ვინმემ იფიქროს, თავს ვიმართლებ.
- იქნებ ფიზიკურად არ მოეწონე ვინმეს?
- შეიძლება ჩემზე უკეთესი არ მოეწონოთ, რაც არ უნდა კარგი იყოს ადამიანი, აკრიტიკებენ. სახლში ცოტა რთულად შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას, კონფლიქტს თავი ავარიდე და ორი კვირით სახლიდან წავედი ამის გამო. ოჯახში ცუდი მდგომარეობა იყო, ძალიან გაბრაზდნენ. ახლა უკვე აღარ საუბრობენ ამ თემაზე.
- რისი თქმა გინდოდა გახდით?
- მინდოდა საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ უკომპლექსო ადამიანი ვარ. ჩემი აზრით, რაც უფრო უკომპლექსო ხარ, უფრო კარგია.
- გადალახე კომპლექსები?
- კი, გადავლახე და არაფერზე არ ვნევრიულობ. თავისუფლება ვიგრძენი გახდით.
- რა კომპლექსები გადალახე?
- ხშირად მაძლევდნენ ფოტოგრაფები შენიშვნას, როცა კამერასთან ვპოზირებდი. ამის გამო საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი და გადავლახე სწორედ ის კომპექსები.
- კლიპში რომელშიც მონაწილეობ, არის ასეთი ტექსტი, რომ ქართველი მამაკაცები "ანძრევენ" "ფეისბუქზე", სასიმოვნოა იმის წარმოდგენა, რომ შენს შიშველ ფოტოებზეც შეიძლება ანანიზმით დაკავდეს ვინმე?
- სასიამოვნო არ არის, მაგრამ რადგან გადავიღე, ყველაფრის ატანა მიწევს. სულიერად მზად უნდა იყო საქართველოში ამისთვის, რომ არ დაეცე. ყველა ადამიანის ნამდვილი სახე დავინახე, ბევრს მოუწერია პირადში უწმაწური შეტყობინებები, სექსში ფულსაც კი მთავაზობენ. მეკითხებიან შენთან ღამის გატარება რა ღირსო. მათ ვბლოკავ, მეტი საქმე არ მაქვს ვუპასუხო და ჩემი შინაგანი სამყარო დავანახო.
- შეყვარებული როგორ შეხვდა ამ ამბავს?
- ახალი დაშორებული ვიყავი მასთან, როცა კლიპში გადამიღეს. ყველაფერი გაიგო, ცუდი რეაქცია არ ჰქონია. მიუღებელია მაინც ქუთაისისთვის ასეთი გადაწყვეტილებები.
- პროფესიით ვინ ხარ?
- სამედიცინო კოლეჯში ვსწავლობდი, მაგრამ არ მხიბლავდა და დავანებე სწავლას თავი.
- კამერის წინ დისკომფორტი არ გქონდა?
- გადაღებას ერთი გოგონაც ესწრებოდა, ამან მომიხსნა კომპლექსები და რაც შემეძლო გავაკეთე. უფრო შევედი როლში.
- არ ფიქრობ, რომ ზედმეტად მრგვალი ფორმები გაქვს გაშიშვლებისთვის?
- ამ ეტაპზე ფიტნესით ვარ დაკავებული. კარგი შედეგები მაქვს. სულ მალე ძალიან მაგარი ფოტოების გადაღებას ვაპირებ. სხეული უფრო კარგ ფორმაში მექნება ვიდრე მაქვს. მე მომწონს შევსებული ქალები, მეც გამიყოლებია თვალი.
- ვინ არის სექსუალური პოლიტიკოსი?
- გიორგი ვაშაძე მომწონს ძალიან. რატომღაც ძალიან საყვარელია და სიმპატიას იწვევს ჩემში. ძალიან მომწონს. ნიკა მელიაც სიმპატიურია.
- მეგობრობ პოლიტიკოსებთან?
- ზურა ზვიადაურს ვიცნობ კარგად, ჩემი მეგობარია.
- ზურა არ მიგაჩნია სექსუალურ მამაკაცად?
- კი, როგორ არა? ძალიან კარგი ადამიანია. სექსუალურია და ყოველთვის ექცევა ქალების ყურადღების ცენტრში.
- ზურამ რა გითხრა, როცა გაიხადე?
- არც მინახავს მას შემდეგ და მგონი არც აქვს ნანახი. მეგობრებმა გამაცნეს ბარში. წლებია ვმეგობრობთ და ძალიან კარგი ადამიანია. კარგი მეგობრობა იცის. სურპრიზების მოწყობაც უყვარს, მაგრამ ჩემთვის არ მოუწყვია.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge