პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზიარების მისაღებად, თურმე მთების გავლით, ციცაბო კლდეებზე საცალფეხო ბილიკებით 50 კილომეტრს გამოდიოდა
ზიარების მისაღებად, თურმე მთების გავლით, ციცაბო კლდეებზე საცალფეხო ბილიკებით 50 კილომეტრს გამოდიოდა

ერთი ია­პო­ნუ­რი ლექ­სი და­მა­მახ­სოვ­რდა ბავ­შვო­ბი­დან:

"ერთხელ, ხუმ­რო­ბით,

დე­და­ჩე­მი მხარ­ზე შე­ვის­ვი,

იგი ისე­თი მსუ­ბუ­ქი იყო,

რომ უც­ბად ცრემ­ლი მო­მე­რია

და ვე­ღარ ვზი­დე"

სწო­რედ ამ­გვა­რი გან­წყო­ბა და­გე­უფ­ლე­ბო­და ადა­მი­ანს, როცა ჩვენს "პა­ტა­რა" და საყ­ვა­რელ ბე­ბოს - დედა ელე­ნეს გა­იც­ნობ­დი... ქარ­თვე­ლებ­მა ვი­ცით ასე­თი გა­მოთ­ქმა "უბე­ში ჩა­სას­მე­ლი" - ასე­თი იყო დედა ელე­ნეც: ბავ­შვი­ვით მსუ­ბუ­ქი, ხე­ლის მო­კი­დე­ბაც რომ მო­გე­რი­დე­ბო­და, მაგ­რამ ამავ დროს ისე­თი საყ­ვა­რე­ლი - უბ­რძოლ­ვე­ლად და შე­უმ­ჩნევ­ლად რომ შე­უძ­ლია და­გი­პყროს და თა­ვი­სი გაგ­ხა­დოს...

დედა ელე­ნე დუ­შე­თის სო­ფელ არახვე­თი­დან იყო და სა­ნამ მო­ნას­ტერ­ში მო­ვი­დო­და, ყო­ველ ქრის­ტე­შო­ბას ზი­ა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, თურ­მე მთე­ბის გავ­ლით, ცი­ცა­ბო კლდე­ებ­ზე სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კე­ბით 50 კი­ლო­მეტრს გა­მო­დი­ო­და.

80 წლი­სა მო­ვი­და მო­ნას­ტერ­ში, ტა­ძარ­ში შა­ვებ­ში შე­მო­სი­ლი დე­დე­ბი პირ­ვე­ლად რომ უნა­ხავს, უკი­თხავს, ესე­ნი ვინ არი­ა­ნო - ვინ და მო­ნას­ტრი­დან ჩა­მო­სუ­ლი დე­დე­ბი არი­ა­ნო, - მო­ნას­ტე­რი რა­ღა­აო, - რა არის და მშობ­ლე­ბი და­ტო­ვეს, ერში ცხოვ­რე­ბა და­ტო­ვეს და აქ უფალს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ა­ნო, - მაშ ეს ყო­ფი­ლა რა­საც ვნატ­რობ­დიო, სულ იმას ვოც­ნე­ბობ­დი, ნე­ტავ ისეთ ად­გი­ლას მამ­ყო­ფა, სა­დაც მხო­ლოდ უფალს მო­ვემ­სა­ხუ­რო­დი და სხვა ყვე­ლა­ფერს და­ვი­ვი­წყდე­ბიო... ასე და­ი­წყო ელე­ნეს ახა­ლი ცხოვ­რე­ბა. მო­უხ­ში­რა დე­დებ­თან სი­ა­რულს, მერე მო­რი­დე­ბით უთ­ქვამს: - აქე­დან რომ მივ­დი­ვარ, სულ თქვენ­თან დარ­ჩე­ნა­ზე ვფიქ­რობ და თუ მი­მი­ღებ­თო...

ორი კლა­სი ჰქო­ნია დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ხელ­საქ­მე შე­უს­წავ­ლია და უნი­კა­ლურ ფარ­და­გებს ქსოვ­და თურ­მე. ხუთი შვი­ლი აღ­ზარ­და, ყვე­ლას უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნა და იმ დროს, როცა სხვა მის ად­გი­ლას ნაგ­რამ-ნაღ­ვა­წით კმა­ყო­ფი­ლი, შვი­ლე­ბით და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი თა­ვის აღ­სას­რულს და­ე­ლო­დე­ბო­და - ელე­ნეს სულ­სა და გულ­ში, მრა­ვა­ლი წლის ნა­ოც­ნე­ბა­რი და ნა­ნატ­რი ახა­ლი ცხოვ­რე­ბის უძ­ლე­ვე­ლი სურ­ვი­ლი და­ინ­თო.

როცა ბებო მე­უ­ფე ისა­ი­ას­თან მი­უყ­ვა­ნი­ათ, გა­სა­უბ­რე­ბის მერე მე­უ­ფეს უთ­ქვამს: ასე­თი ცო­ცხა­ლი რწმე­ნის ადა­მი­ა­ნი ჯერ არ შემ­ხვედ­რი­აო... მოკ­ლედ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს 80 წლის ბებო გა­ი­პა­რა სახ­ლი­დან და იკო­თის დე­და­თა მო­ნას­ტრის მორ­ჩი­ლი გახ­და. ალ­ბათ წარ­მო­იდ­გენთ ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბას. მო­ვიდ­ნენ, დე­დას ხან ეფერ­ნენ, ხან საყ­ვე­დუ­რე­ბით აავ­სეს, ბო­ლოს, ხალ­ხი რას იტყვის, დე­დას ლუკ­მა არ აჭა­მეს, სახ­ლი­დან გა­აგ­დეს, ხუთი შვი­ლი ამის­თვის გა­ზარ­დაო... დედა კი იჯდა თურ­მე ბავ­შვი­ვით თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი და ისე ის­მენ­და შვი­ლე­ბის საყ­ვე­დუ­რებს. მერე უთ­ქვამს გულ­ში იე­სოს ლოც­ვას ვი­მე­ო­რებ­დი, სულ არ მახ­სოვს რას მე­უბ­ნე­ბო­დე­ნო... ვე­რა­ფერს გახ­დნენ, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით რძლებ­მა და შვი­ლიშ­ვი­ლებ­მაც კი და­ი­წყეს ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი და მა­ზი­ა­რებ­ლე­ბი გახ­დნენ.

იხი­ლეთ ვრცლად

ზიარების მისაღებად, თურმე მთების გავლით, ციცაბო კლდეებზე საცალფეხო ბილიკებით 50 კილომეტრს გამოდიოდა

ზიარების მისაღებად, თურმე მთების გავლით, ციცაბო კლდეებზე საცალფეხო ბილიკებით 50 კილომეტრს გამოდიოდა

ერთი იაპონური ლექსი დამამახსოვრდა ბავშვობიდან:

"ერთხელ, ხუმრობით,

დედაჩემი მხარზე შევისვი,

იგი ისეთი მსუბუქი იყო,

რომ უცბად ცრემლი მომერია

და ვეღარ ვზიდე"

სწორედ ამგვარი განწყობა დაგეუფლებოდა ადამიანს, როცა ჩვენს "პატარა" და საყვარელ ბებოს - დედა ელენეს გაიცნობდი... ქართველებმა ვიცით ასეთი გამოთქმა "უბეში ჩასასმელი" - ასეთი იყო დედა ელენეც: ბავშვივით მსუბუქი, ხელის მოკიდებაც რომ მოგერიდებოდა, მაგრამ ამავ დროს ისეთი საყვარელი - უბრძოლველად და შეუმჩნევლად რომ შეუძლია დაგიპყროს და თავისი გაგხადოს...

დედა ელენე დუშეთის სოფელ არახვეთიდან იყო და სანამ მონასტერში მოვიდოდა, ყოველ ქრისტეშობას ზიარების მისაღებად, თურმე მთების გავლით, ციცაბო კლდეებზე საცალფეხო ბილიკებით 50 კილომეტრს გამოდიოდა.

80 წლისა მოვიდა მონასტერში, ტაძარში შავებში შემოსილი დედები პირველად რომ უნახავს, უკითხავს, ესენი ვინ არიანო - ვინ და მონასტრიდან ჩამოსული დედები არიანო, - მონასტერი რაღააო, - რა არის და მშობლები დატოვეს, ერში ცხოვრება დატოვეს და აქ უფალს ემსახურებიანო, - მაშ ეს ყოფილა რასაც ვნატრობდიო, სულ იმას ვოცნებობდი, ნეტავ ისეთ ადგილას მამყოფა, სადაც მხოლოდ უფალს მოვემსახუროდი და სხვა ყველაფერს დავივიწყდებიო... ასე დაიწყო ელენეს ახალი ცხოვრება. მოუხშირა დედებთან სიარულს, მერე მორიდებით უთქვამს: - აქედან რომ მივდივარ, სულ თქვენთან დარჩენაზე ვფიქრობ და თუ მიმიღებთო...

ორი კლასი ჰქონია დამთავრებული, მაგრამ ხელსაქმე შეუსწავლია და უნიკალურ ფარდაგებს ქსოვდა თურმე. ხუთი შვილი აღზარდა, ყველას უმაღლესი განათლება მიაღებინა და იმ დროს, როცა სხვა მის ადგილას ნაგრამ-ნაღვაწით კმაყოფილი, შვილებით და შვილიშვილებით გარშემორტყმული თავის აღსასრულს დაელოდებოდა - ელენეს სულსა და გულში, მრავალი წლის ნაოცნებარი და ნანატრი ახალი ცხოვრების უძლეველი სურვილი დაინთო.

როცა ბებო მეუფე ისაიასთან მიუყვანიათ, გასაუბრების მერე მეუფეს უთქვამს: ასეთი ცოცხალი რწმენის ადამიანი ჯერ არ შემხვედრიაო... მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ერთ მშვენიერ დღეს 80 წლის ბებო გაიპარა სახლიდან და იკოთის დედათა მონასტრის მორჩილი გახდა. ალბათ წარმოიდგენთ ოჯახის მდგომარეობას. მოვიდნენ, დედას ხან ეფერნენ, ხან საყვედურებით აავსეს, ბოლოს, ხალხი რას იტყვის, დედას ლუკმა არ აჭამეს, სახლიდან გააგდეს, ხუთი შვილი ამისთვის გაზარდაო... დედა კი იჯდა თურმე ბავშვივით თავჩაღუნული და ისე ისმენდა შვილების საყვედურებს. მერე უთქვამს გულში იესოს ლოცვას ვიმეორებდი, სულ არ მახსოვს რას მეუბნებოდენო... ვერაფერს გახდნენ, ხოლო მოგვიანებით რძლებმა და შვილიშვილებმაც კი დაიწყეს ეკლესიაში სიარული და მაზიარებლები გახდნენ.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია