პაკისტანში ახალდაქორწინებული წყვილი მშობლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. ამ საზარელი დანაშაულის მიზეზი ის გახდა, რომ ახალგაზრდებმა უფროსების უარი არ გაითვალისწინეს და მათი ნების წინააღმდეგ დაქორწინდნენ.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაკავებულნი არიან პატარძლის მშობლები, ბაბუა და ორი ახლო ნათესავი.
ქორწილი პენჯაპის პროვინციაში გაიმართა. 17 წლის პატარძალი და 31 წლის სასიძო მოგვიანებით პატარძლის სახლში მიიწვიეს და ორივეს ყელი გამოჭრეს.
ტრადიციის თანახმად, პაკისტანში ახალგაზრდები მხოლოდ უფროსების თანხმობის შემდეგ ქორწინდებიან. ურჩებს კი საშინელი სასჯელი ელით. ამავე მიზეზით რამდენიმე დღის წინ პაკისტანში მამამ და ძმამ ფეხმძიმე ქალი მოკლეს.
მომზადებულია svoboda.org-ის მიხედვით.