ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა აღელვებთ და რისი თქმა სურთ ჩვენთვის ჩვილ ბავშვებს. რადგან უფროსების ენა არ იციან, ამიტომ საინტერესო და პრობლემატურ თემებს ფორუმზე ახმაურებენ. ეს ფანტასტიკური და სახალისო ფორუმი თავს ცოტა ხნით მაინც გაგრძნობინებთ ბავშვის ადგილას. მაშ ასე, რა თემებს "გახსნიდნენ" ჩვილები, თავიანთი ფორუმი რომ ჰქონდეთ:
"ჩემთვის სტაფილოს პიურე, თავისთვის - შოკოლადი.., ჰმ, სადაა სამართალი?"
"დედას მუცელი ეზრდება, ნეტავ რა სჭირს?"
"მამას თავი სულ მოეტვლიპა. რაქიტის ბრალი ხომ არაა?"
"გამოკითხვა ძუძუს ბავშვებში: ჩაიფიქრეთ, რა გინდათ საახალწლოდ, დედამ რომ შეჭამოს?"
"აბა, ვის გაგისინჯავთ ქოთნის ყვავილი? შემომიერთდით!!!"
"დედის ძუძუ მომბეზრდა, მამის მინდა, გაგისინჯავთ ვინმეს?"
"ხომ არ იცით, მამას მკერდიდან თმა როგორ მოვაშორო. მოგლეჯვა არ ამართლებს, ყვირის."
"ხალხნო, გავსკდი ჭამით და მშობლებს როგორ გავაგებინო?"
"ეს პამპერსი ძალიან მასუქებს, იქნებ სხვა მოდელი შემარჩევინოთ."
იხილეთ სრულად