გიორგი მარგველაშვილი ქართველ მუსლიმებს რამადანის დადგომას ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი ქართველ მუსლიმებს რამადანის დადგომას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს რამადანის დადგომას ულოცავს.

"ჩვენი ქვეყნის ყველა მუსლიმ მოქალაქეს გულითადად გილოცავთ რამადანის დადგომას. რამადანის წმინდა თვე თქვენი რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯია და მსურს მისი ღირსეულად, რწმენითა და მოთმინებით განვლა გისურვოთ.

თქვენ ძალზე მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ჩვენი საერთო სამშობლოს აღმშენებლობაში. თქვენი უძველესი და თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები კი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია.

კეთილდღეობას, დღეგრძელობას, წარმატებებსა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია