პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩოხატაურში დაუდგენელი ნივთიერების გაჟონვის გამო, რვა ოჯახია ევაკუირებული
ჩოხატაურში დაუდგენელი ნივთიერების გაჟონვის გამო, რვა ოჯახია ევაკუირებული

ჩო­ხა­ტა­ურ­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე, პო­ლი­ცი­ი­სა და სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­დე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ამის მი­ზე­ზი ბა­ლო­ნია, სა­ი­და­ნაც ჯერ და­უდ­გე­ნელ­მა ნივ­თი­ე­რე­ბამ გა­ჟო­ნა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გუ­რი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ნინო ლომ­ჯა­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ბა­ლო­ნი ჯარ­თის შეგ­რო­ვე­ბის დროს ად­გილბ­რი­ვებ­მა იპო­ვეს, რო­მელ­საც გახ­სნის შემ­დე­გაც უც­ნა­უ­რი სუნი ჰქონ­და.

"ბა­ლო­ნი გუ­შინ­წინ იპო­ვეს, თუმ­ცა მა­შინ­ვე არ მი­უ­მარ­თავთ არა­ვის­თვის. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ბა­ლო­ნია, ხე­ე­ბი გახ­მა. ადა­მი­ა­ნე­ბი გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბას უჩი­ვი­ან", - აცხე­დებს ლომ­ჯა­რია.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან პო­ლი­ცია და სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­დე­ბი, ასე­ვე ელო­დე­ბი­ან თბი­ლი­სის დამ­ხმა­რე სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­დებს, რათა დად­გი­ნეს, თუ რა ნივ­თი­ე­რე­ბა იყო ბა­ლონ­ში.

"ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს არის ქლო­რი, თუმ­ცა ეს ჯერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის", - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

მომ­ხდა­რის გამო, იმ ად­გილს, სა­დაც ბა­ლო­ნი იპო­ვეს, რვა ოჯა­ხი გა­ა­რი­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ჩოხატაურში დაუდგენელი ნივთიერების გაჟონვის გამო, რვა ოჯახია ევაკუირებული

ჩოხატაურში დაუდგენელი ნივთიერების გაჟონვის გამო, რვა ოჯახია ევაკუირებული

ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პოლიციისა და სამაშველო ბრიგადების თანამშრომლები მუშაობენ. ამის მიზეზი ბალონია, საიდანაც ჯერ დაუდგენელმა ნივთიერებამ გაჟონა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა, ბალონი ჯართის შეგროვების დროს ადგილბრივებმა იპოვეს, რომელსაც გახსნის შემდეგაც უცნაური სუნი ჰქონდა.

"ბალონი გუშინწინ იპოვეს, თუმცა მაშინვე არ მიუმართავთ არავისთვის. ამ დროის განმავლობაში იმ ადგილზე, სადაც ბალონია, ხეები გახმა. ადამიანები გულის რევის შეგრძნებას უჩივიან", - აცხედებს ლომჯარია.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და სამაშველო ბრიგადები, ასევე ელოდებიან თბილისის დამხმარე სამაშველო ბრიგადებს, რათა დადგინეს, თუ რა ნივთიერება იყო ბალონში.

"ვარაუდობენ, რომ ეს არის ქლორი, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის", - განაცხადა ლომჯარიამ.

მომხდარის გამო, იმ ადგილს, სადაც ბალონი იპოვეს, რვა ოჯახი გაარიდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია