საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგეი ლავროვი - მოსკოვი საქართველოსთან კონსულტაციებისთვის მზადაა
სერგეი ლავროვი - მოსკოვი საქართველოსთან კონსულტაციებისთვის მზადაა

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, მოს­კო­ვი მზა­დაა სა­ქარ­თვე­ლოს, მოლ­დო­ვას და უკ­რა­ი­ნას­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის კონ­ტექ­სტში, ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის ადაპ­ტა­ცი­ის მიზ­ნით, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­მარ­თოს. ამის შე­სა­ხებ სერ­გეი ლავ­როვ­მა Вести в субботу с Сергеем Брилевым–სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რუ­სე­თი ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში მზად არის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის, მათ შო­რის ქარ­თველ კო­ლე­გებ­თან, რად­გან სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთს უკვე სა­ქარ­თვე­ლოს­თა­ნაც აქვს.

"ჩვენ და სა­ქარ­თვე­ლოს გვაქვს სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლის გაღ­რმა­ვე­ბა გვსურს", - აღ­ნიშ­ნა ლავ­როვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თი ამ ვი­თა­რე­ბას და­აკ­ვირ­დე­ბა ერ­თა­დერ­თი კრი­ტე­რი­უ­მით - რამ­დე­ნად გა­უ­რეს­დე­ბა სა­ვაჭ­რო პი­რო­ბე­ბი რუ­სეთ­სა და იმ ქვეყ­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც დსთ-ს თა­ვის­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ზო­ნა­ში რჩე­ბი­ან.

"რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში ჩვენ გვა­ღელ­ვებს რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი, ასე­ვე იმ ქვეყ­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში არი­ან, კერ­ძოდ, ბე­ლო­რუ­სის და ყა­ზა­ხე­თის. ცდი­ლო­ბენ ჩვენ დაგ­ვარ­წმუ­ნონ, რომ არა­ფე­რი სა­ში­ნე­ლი არ მოხ­დე­ბა და რუ­სე­თიც, რო­გორც უკ­რა­ი­ნა, მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა",- აღ­ნიშ­ნა ლავ­როვ­მა.

სა­ქარ­თვე­ლომ, უკ­რა­ი­ნამ და მოლ­დო­ვამ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 27 ივ­ნისს გა­ა­ფორ­მეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სერგეი ლავროვი - მოსკოვი საქართველოსთან კონსულტაციებისთვის მზადაა

სერგეი ლავროვი - მოსკოვი საქართველოსთან კონსულტაციებისთვის მზადაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში, ეკონომიკური პოლიტიკის ადაპტაციის მიზნით, კონსულტაციები გამართოს. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა Вести в субботу с Сергеем Брилевым–სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ნებისმიერ მომენტში მზად არის კონსულტაციებისთვის, მათ შორის ქართველ კოლეგებთან, რადგან სავაჭრო ურთიერთობა რუსეთს უკვე საქართველოსთანაც აქვს.

"ჩვენ და საქართველოს გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები, რომლის გაღრმავება გვსურს", - აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთი ამ ვითარებას დააკვირდება ერთადერთი კრიტერიუმით - რამდენად გაურესდება სავაჭრო პირობები რუსეთსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დსთ-ს თავისფალი ვაჭრობის ზონაში რჩებიან.

"რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ გვაღელვებს რუსეთის ინტერესები, ასევე იმ ქვეყნების, რომლებიც საბაჟო კავშირში არიან, კერძოდ, ბელორუსის და ყაზახეთის. ცდილობენ ჩვენ დაგვარწმუნონ, რომ არაფერი საშინელი არ მოხდება და რუსეთიც, როგორც უკრაინა, მოგებული დარჩება",- აღნიშნა ლავროვმა.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 27 ივნისს გააფორმეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა