მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯერალდინა ჩაპლინი: "ცოტათი ქართველ ქალს ვგავარ"
ჯერალდინა ჩაპლინი: "ცოტათი ქართველ ქალს ვგავარ"

ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი ჯე­რალ­დი­ნა ჩაპ­ლინ­მა ინ­ტერ­ნეტ-რე­სურს segodnya-ს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ჯე­რალ­დი­ნამ ჩარ­ლი ჩაპ­ლინ­ზე ისა­უბ­რა - რო­გორ არ შე­ეძ­ლო მა­მა­მისს წა­გე­ბა, რო­გორ ვერ იტან­და კრი­ტი­კას და სახ­ლშიც კი მა­ყუ­რებ­ლე­ბის სიმ­ცი­რეს უჩი­ო­და.

- რთუ­ლია იყო ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის შვი­ლი? პი­რა­დად თქვენ­თვის ვინ არის ის?

- უფრო სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა, ვიდ­რე რთუ­ლი. ამას­თან, ჩემ­თვის ჩაპ­ლი­ნი გმი­რი­ცაა და ან­ტიგ­მი­რიც. მას ხომ ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, რაც ბევ­რი შე­მოქ­მე­დის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ის ვერ იტან­და კრი­ტი­კას, არ შე­ეძ­ლო წა­გე­ბა.

- ამ­ბო­ბენ, რომ ჩაპ­ლი­ნი შრო­მის­მოყ­ვა­რე იყო.

- დიახ. ის ყო­ველ­დღე 8 სთ-ზე დგე­ბო­და და თა­ვის უზარ­მა­ზარ სა­წერ მა­გი­დას მი­უჯ­დე­ბო­და ხოლ­მე. მთე­ლი დღე მუ­შა­ობ­და... თუკი რამე არ გა­მო­უ­ვი­დო­და, იქამ­დე არ და­წყნარ­დე­ბო­და, ვიდ­რე სა­სურ­ველ შე­დეგს არ მი­ი­ღებ­და.

- მის სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დის...

- მას უბ­რა­ლოდ ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი უყ­ვარ­და და მათ­თვის გვერ­დის ავლა არ შე­ეძ­ლო. მამა ქა­ლებ­საც მოს­წონ­დათ.

- ამ­ბო­ბენ, რომ რე­ჟი­სორ­მა ნი­კი­ტა მი­ხალ­კოვ­მა თქვენ ბო­შე­ბის სიმ­ღე­რა მო­გი­ძღვნათ, სკულპ­ტორ­მა ზუ­რაბ წე­რე­თელ­მა კი მა­მათ­ქვე­ნის ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბა გა­ჩუ­ქათ.

- რუ­სე­თის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში არ­სე­ბობს მა­მა­ჩე­მი­სად­მი მი­ძღვნი­ლი დარ­ბა­ზი. ნი­კი­ტა მი­ხალ­კოვ­მა მის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად წა­მიყ­ვა­ნა. აკა­დე­მი­ის გა­მო­სას­ვლელ­თან ჩვენ ბო­შე­ბი მარ­თლაც დაგ­ვხვდნენ, ისი­ნი მღე­როდ­ნენ და ცეკ­ვავ­დნენ. ეს ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო. ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მა­მას ბო­შუ­რი ფეს­ვე­ბი ჰქონ­და.

ზუ­რაბ წე­რე­თელ­მა კი ნა­ხა­ტი მაჩ­ვე­ნა, სა­დაც მე და მამა ვართ გა­მო­სა­ხუ­ლი. ზუ­რაბ­მა მას­ზე მუ­შა­ო­ბა ზუს­ტად წინა დღით და­ას­რუ­ლა. სა­ღე­ბა­ვე­ბი ჯერ გამ­შრა­ლიც არ იყო. ზუ­რა­ბი ჩქა­რობ­და, რომ ჩემს ჩა­მოს­ვლამ­დე მო­ეს­წრო პორ­ტრე­ტის შექ­მნა. პორ­ტრეტ­ზე ცო­ტა­თი ქარ­თველ ქალს ვგა­ვარ და ხელ­ში კატა მი­ჭი­რავს. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მის ბრინ­ჯა­ოს სკულპ­ტუ­რას, წე­რე­თელს ის არ უჩუ­ქე­ბია, უბ­რა­ლოდ მაჩ­ვე­ნა.

- ცხოვ­რე­ბა­ში რა არის თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- როცა ყვე­ლა სახ­ლშია და სა­კუ­თარ სა­წოლ­ში სძი­ნავს, მა­შინ ვმშვიდ­დე­ბი, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეს არის. ეს ხომ იმას ნიშ­ნავს, რომ კი­დევ ერთი დღე ვი­ცო­ცხლეთ, ყვე­ლა ჯან­მრთე­ლია, ქმა­რი სახ­ლშია და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი წვრილ­მა­ნია.

- მარ­თა­ლია, რომ მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტის გამო თქვენ ფილმში გა­და­ღე­ბა­ზე უარი თქვით?

- არა, ეს ასე არ არის.

- თქვე­ნი კი­ნო­დე­ბი­უ­ტი მა­მათ­ქვე­ნის ფილმში შედ­გა...

- კი­ნო­დე­ბი­უ­ტი ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია. მე "რამ­პის ჩი­რაღ­დნე­ბის" მა­სობ­რივ სცე­ნა­ში გა­და­მი­ღეს. ცოტა რამ თუ მახ­სოვს ამ ჩემ "როლ­ზე". ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და, რომ სკო­ლა­ში აღარ მო­მი­წევ­და სი­ა­რუ­ლი, მე ხომ ფილ­ში უნდა მე­თა­მა­შა. და, რო­გო­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ სტუ­დი­ა­ში იყო სკო­ლა მსა­ხი­ო­ბი ბავ­შვე­ბის­თვის. ამ­გვა­რად, გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან პირ­და­პირ მერ­ხთან აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი ხოლ­მე.

მინი-დო­სიე: ჯე­რალ­დი­ნა ჩაპ­ლი­ნი 1944 წელს სან­ტა-მო­ნი­კა­ში (აშშ) და­ი­ბა­და. ის ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის და მისი ბოლო მე­უღ­ლის, უინა ონი­ლის პირ­ვე­ლი შვი­ლია. ჯე­რალ­დი­ნა შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ინ­ტერ­ნატ­ში იზ­რდე­ბო­და. 8 წლის ასაკ­ში ის "რამ­პის ჩი­რაღ­დნებ­ში" გა­და­ი­ღეს. ის მა­მის კვალს გაჰ­ყვა და მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია აირ­ჩია. მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი ფილ­მებ­ში: " ექი­მი ჟი­ვა­გო" (1965), "ჩაპ­ლი­ნი"(1992), "ჯეინ ეარი" (1996), "ოდი­სეა"(1997), "და­ე­ლა­პა­რა­კე მას"(2002).

Ambebi.ge -ს სა­არ­ქი­ვო სტა­ტია

01. 07.11

მომ­ზა­დე­ბუ­ლია segodnya.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ჯერალდინა ჩაპლინი: "ცოტათი ქართველ ქალს ვგავარ"

ჯერალდინა ჩაპლინი: "ცოტათი ქართველ ქალს ვგავარ"

ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი ჯერალდინა ჩაპლინმა ინტერნეტ-რესურს segodnya-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ჯერალდინამ ჩარლი ჩაპლინზე ისაუბრა - როგორ არ შეეძლო მამამისს წაგება, როგორ ვერ იტანდა კრიტიკას და სახლშიც კი მაყურებლების სიმცირეს უჩიოდა.

- რთულია იყო ჩარლი ჩაპლინის შვილი? პირადად თქვენთვის ვინ არის ის?

- უფრო საპასუხისმგებლოა, ვიდრე რთული. ამასთან, ჩემთვის ჩაპლინი გმირიცაა და ანტიგმირიც. მას ხომ ძალიან უცნაური ხასიათი ჰქონდა, რაც ბევრი შემოქმედისთვის არის დამახასიათებელი. ის ვერ იტანდა კრიტიკას, არ შეეძლო წაგება.

- ამბობენ, რომ ჩაპლინი შრომისმოყვარე იყო.

- დიახ. ის ყოველდღე 8 სთ-ზე დგებოდა და თავის უზარმაზარ საწერ მაგიდას მიუჯდებოდა ხოლმე. მთელი დღე მუშაობდა... თუკი რამე არ გამოუვიდოდა, იქამდე არ დაწყნარდებოდა, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიიღებდა.

- მის სასიყვარულო თავგადასავლებზე ლეგენდები დადის...

- მას უბრალოდ ლამაზი ქალები უყვარდა და მათთვის გვერდის ავლა არ შეეძლო. მამა ქალებსაც მოსწონდათ.

- ამბობენ, რომ რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა თქვენ ბოშების სიმღერა მოგიძღვნათ, სკულპტორმა ზურაბ წერეთელმა კი მამათქვენის ბრინჯაოს ქანდაკება გაჩუქათ.

- რუსეთის სამხატვრო აკადემიაში არსებობს მამაჩემისადმი მიძღვნილი დარბაზი. ნიკიტა მიხალკოვმა მის დასათვალიერებლად წამიყვანა. აკადემიის გამოსასვლელთან ჩვენ ბოშები მართლაც დაგვხვდნენ, ისინი მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მამას ბოშური ფესვები ჰქონდა.

ზურაბ წერეთელმა კი ნახატი მაჩვენა, სადაც მე და მამა ვართ გამოსახული. ზურაბმა მასზე მუშაობა ზუსტად წინა დღით დაასრულა. საღებავები ჯერ გამშრალიც არ იყო. ზურაბი ჩქარობდა, რომ ჩემს ჩამოსვლამდე მოესწრო პორტრეტის შექმნა. პორტრეტზე ცოტათი ქართველ ქალს ვგავარ და ხელში კატა მიჭირავს. რაც შეეხება მამის ბრინჯაოს სკულპტურას, წერეთელს ის არ უჩუქებია, უბრალოდ მაჩვენა.

- ცხოვრებაში რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

- როცა ყველა სახლშია და საკუთარ საწოლში სძინავს, მაშინ ვმშვიდდები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი დღე ვიცოცხლეთ, ყველა ჯანმრთელია, ქმარი სახლშია და ყველაფერი კარგადაა. დანარჩენი ყველაფერი წვრილმანია.

- მართალია, რომ მოსკოვში ვიზიტის გამო თქვენ ფილმში გადაღებაზე უარი თქვით?

- არა, ეს ასე არ არის.

- თქვენი კინოდებიუტი მამათქვენის ფილმში შედგა...

- კინოდებიუტი ხმამაღალი ნათქვამია. მე "რამპის ჩირაღდნების" მასობრივ სცენაში გადამიღეს. ცოტა რამ თუ მახსოვს ამ  ჩემ "როლზე". ძალიან მიხაროდა, რომ სკოლაში აღარ მომიწევდა სიარული, მე ხომ ფილში უნდა მეთამაშა. და, როგორი იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ სტუდიაში იყო სკოლა მსახიობი ბავშვებისთვის. ამგვარად, გადასაღები მოედნიდან პირდაპირ მერხთან აღმოვჩნდებოდი ხოლმე.

მინი-დოსიე: ჯერალდინა ჩაპლინი 1944 წელს სანტა-მონიკაში (აშშ) დაიბადა. ის ჩარლი ჩაპლინის და მისი ბოლო მეუღლის, უინა ონილის პირველი შვილია. ჯერალდინა შვეიცარიაში, ინტერნატში იზრდებოდა. 8 წლის ასაკში ის "რამპის ჩირაღდნებში" გადაიღეს. ის მამის კვალს გაჰყვა და მსახიობის პროფესია აირჩია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: " ექიმი ჟივაგო" (1965), "ჩაპლინი"(1992), "ჯეინ ეარი" (1996), "ოდისეა"(1997), "დაელაპარაკე მას"(2002).

Ambebi.ge -ს საარქივო სტატია

01. 07.11

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება