ირაკლი ღარიბაშვილი - დღეიდან 24 საათიან რეჟიმში მუშაობას ვიწყებთ

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეიდან 24 საათიან რეჟიმში მუშაობას ვიწყებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა დღეიდან 24 საათიან რეჟიმში მუშაობას იწყებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია "იმედში" ჩართვისას განაცხადა, მთელი ხელისუფლება, მთავრობა მოტივირებულია, რომ ყველა ის ვალდებულება, რაც ასოცირების ხელშეკრულებით ეკისრებათ, პირნათლად შეასრულონ.

"რაც მთავარია, მოტივირებულები ვართ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზება, ჩვენი ქვეყნის თოთოეული სექტორის, დარგის მოდერნიზება, რომ მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს. ევროპა ჩვენთვის პირველ რიგში არის ძლიერი, თავისუფალი მოსახლეობისგან დასახლებული საქართველო. ეს უნდა იყოს ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა ჰქვია, უნიკალური საშუალებაა საქართველოში მოღვაწე ფერმერებმა, მეწარმეებმა ადგილზე შექმნან მაღალი ხარისხის პროდუქცია და გაიტანონ ყველაზე დიდ ბაზარზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

"ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა ნულოვანი კვოტის პირობებში გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, პარლამენტი ამ დოკუმენტის რატიფიცირებას მალევე მოახდენს და ეს ხელშეკრულება სექტემბრიდან ამოქმედდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა