ფონიჭალის გზაზე ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და კერძო მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად მგზავრებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ, რამდენიმე მათგანი მხოლოდ მსუბუქად დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.