რატომ არ აქვს ურთიერთობა მაია ყარყარაშვილს სოფო სააკაშვილის მამასთან

რატომ არ აქვს ურთიერთობა მაია ყარყარაშვილს სოფო სააკაშვილის მამასთან

წინა ორშაბათს ''X ფაქტორის'' მორიგ ტურზე სტეფანეს გადაწყვეტილებამ სოფო სააკაშვილთან დაკავშირებით შოკში ჩააგდო მაყურებელიც და დანარჩენი მენტორებიც. მან მაყურებელს უთხრა ''ბრავო'' და თავისი ხმა აკესა და ანას მისცა. მენტორები ბოლო მომენტამდე მოუწოდებდნენ სტეფანეს, შეეცვალა გადაწყვეტილება და ბოლოს ასეც მოხდა, პროექტში სოფო დარჩა. რას გრძნობდა ამ დროს თავად კონკურსანტი და მისი დედა, მომღერალი მაია ყარყარაშვილი, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. დედა-შვილს შინ ვესტუმრეთ.

მაია:

- დარბაზში თითოეული მონაწილის გამოსვლის მერე ხმაურია. მენტორების ხმა ფაქტობრივად არ ისმის. თავიდან ვერაფერს მივხვდი. გავიგე ის, რომ სტეფანემ აკესა და ანას მისცა ხმა. უცებ გავბრაზდი ყველაფერზე. სულ ვამბობ, რა დღეში ჩამაგდო სოფომ, არ შემიძლია ეს კონკურსის ციებ-ცხელება. მეგობრები მეკითხებიან, როგორ გაიმეტე შვილიო. მე არ გამიმეტებია, თვითონ გაიმეტა თავიც და მეც ამ ნერვიულობისთვის. მინიმუმ თითო კილოგრამი მაკლდება თითო ტურზე, რა მდგომარეობაც უნდა იყოს, დგას თუ არა აუტსაიდერებში.

- გული არ დაგწყდა, სტეფანემ ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო?

- იმ წუთას თვალთ დამიბნელდა, თვალწინ შენელებული კადრები მიდიოდა. იმდენ ხანს გრძელდებოდა ეს ყველაფერი, თავი ფილმში მეგონა. სოფოს რომ უთხრეს, შენი ადგილი დაიკავეო, მერე მივხვდი, რომ პროექტში დარჩა. მგონი, თვითონაც მაშინ მიხვდა. გვიან მივხვდი იმასაც, რატომ გააკეთა ეს სტეფანემ. სწორად გამიგეთ, მასაც ამოუვიდა ყელში, დაიღალა ამდენი ბრალდებით. ხალხი ათას სისულელეს წერს, რომ სტეფანე სოფოს ნათლიაა. სოფოს ნათლია რუსა მორჩილაძეა. ამბობენ, რომ სტეფანე სოფოს ჩემთან მეგობრობის გამო უჭერს მხარს. რა სისულელეა, ვისაც სმენა აქვს, ის არ იტყვის, რომ სოფოს ვინმესთან რამე ჩასაწყობი აქვს. ასე რომ ყოფილიყო, რატომ ვანერვიულებდი ჩემს შვილს, უმეტესად აუტსაიდერებშია.

იმ დღეს თითქოს გული მიგრძნობდა, რაღაც ცუდი რომ უნდა მომხდარიყო. სოფო დილიდან რეპეტიციაზე იყო და არც კი დამირეკავს. ზოგადად, ორშაბათობით არ ვურეკავ ხოლმე, მგონია, რომ დროს ვართმევ. იმ დღეს გიჟივით ვიყავი. მესმის, რომ ეს კონკურსია. მინდა, ყველაფრისთვის მზად ვიყო, ყველა ორშაბათს ვცდილობ, ფსიქოლოგიურად ისე მოვემზადო, დავუშვა ისიც, რომ შემდეგ ორშაბათს სოფო აღარ იდგება ''X ფაქტორის'' სცენაზე.

- გიორგი გაბუნიამ თქვა, სოფოს სიმღერა მაყურებლის გულამდე არ მიდისო. შენ თუ მოგწონს სტეფანეს შერჩეული სიმღერები?

- როგორც მუსიკოსს, სტეფანეს ძალიან ვენდობი, გემოვნებიანია. ჯერ არ ყოფილა სიმღერა, რომელიც არ მომწონებია. უბრალოდ, საზოგადოებას უნდა, მოისმინოს ის სიმღერა, რომელიც უკვე მოსმენილი აქვს, გამჯდარი აქვს ყურში. სიახლეს არ იღებს, ან რთულად იღებს. ამიტომ არ ვიცი, რამდენი ხნის მერე მივა სოფოს სიმღერები სწორად მსმენელამდე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება