მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გაასინჯა ნინო შუბლაძემ ნინო თოლორდავას ბრიუსელში
რა გაასინჯა ნინო შუბლაძემ ნინო თოლორდავას ბრიუსელში

ტე­ლეჟურ­ნა­ლისტ ნინო თო­ლორ­და­ვას­თვის მოგ­ზა­უ­რო­ბა და დას­ვე­ნე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან ასო­ცირ­დე­ბა. სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­შია ნამ­ყო­ფი, თუმ­ცა სა­ოც­ნე­ბო პა­რი­ზი ჯერ არ უნა­ხავს და გეგ­მავს, საფ­რან­გეთ­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩა­ვი­დეს. გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ 6 წელი მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და, თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად თავს სა­ქარ­თვე­ლო­ში გრძნობს. რო­გო­რია ნინო მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, თა­ვად მოგ­ვიყ­ვე­ბა.

- მოგ­ზა­უ­რო­ბა აზარ­ტი­ვი­თაა. პირ­ვე­ლად რო­დის გა­ემ­გზავ­რე ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ?

- პირ­ვე­ლად სად წა­ვე­დი, აღარ მახ­სოვს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა, ადა­თი, წეს-ჩვე­უ­ლე­ბა იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბაც მიყ­ვარს, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის პა­ნა­ცეა არ არის. მე უფრო მე­ტად მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და დას­ვე­ნე­ბას ვა­ი­გი­ვებ. როცა სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ და ბევრ უარ­ყო­ფით ინ­ფორ­მა­ცი­ას იგებ, ერთი სული გაქვს, რო­დის მოვა აგ­ვის­ტო, რომ ოჯახ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად წახ­ვი­დე. თვე­ში ერთხელ სა­ზღვრებს გა­რეთ წას­ვლა არ მინ­დე­ბა. არ მიყ­ვარს, თუნ­დაც ორი-სამი დღით სად­მე წა­ვი­დე იმ მი­ზე­ზით, რომ სა­ზღვრებს გავ­ცდე. მიყ­ვარს ამ ყვე­ლაფ­რის კარ­გად და­გეგ­მვა.

ჩემი ცხოვ­რე­ბის რვა წელი მოს­კოვ­ში გა­ვა­ტა­რე, გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ იქ გა­ვემ­გზავ­რე, ჩემი მე­უღ­ლე იქ ცხოვ­რობ­და და საქ­მი­ა­ნობ­და, შვი­ლიც იქ შეგ­ვე­ძი­ნა. 18 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მოს­კოვ­ში გა­და­ვე­დი, იქ და­ვამ­თავ­რე სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ინ­გლი­სუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის გან­ხრით, მუ­შა­ო­ბაც მო­ვას­წა­რი და შემ­დეგ თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დით.

არ ვარ კოს­მო­პო­ლი­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქა­ლაქს მო­ერ­გე­ბა. მოს­კო­ვი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ იქ რომ ვი­ყა­ვი, თბი­ლის­ში მინ­დო­და, აქ რომ ვარ, მოს­კოვ­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ სხვა­გან ვერ ვი­ცხოვ­რებ - არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, იქ­ნე­ბა ეს მე­გა­პო­ლი­სი თუ პა­ტა­რა ბელ­გი­უ­რი ქა­ლა­ქი ბრი­უ­გე. ვერ მოვ­შორ­დე­ბი ჩემს სამ­შობ­ლოს, ნა­თე­სა­ვებს, მე­გობ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს.

- რო­გორც მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი, ცნო­ბი­ლი სა­ნა­ხა­ო­ბე­ბის გარ­და, რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ურ­ჩევ­დი იქ ჩა­სულთ?

- წი­თე­ლი მო­ე­და­ნი და მსგავ­სი ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნე­ბი დი­დად არ მხიბ­ლავს. ჩემ­თვის მოს­კო­ვი არის დიდი თე­ატ­რი. იქ რომ შეხ­ვალ, სა­ნამ სპექ­ტაკ­ლი და­ი­წყე­ბა, უკვე ბედ­ნი­ე­რი ხარ და ასე და­მე­მარ­თა პირ­ვე­ლად შე­სულს. პე­ტერ­ბურ­გის ხსე­ნე­ბი­სას ერ­მი­ტა­ჟი, ნე­ვის პროს­პექ­ტი მახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ, სი­მარ­თლე გი­თხრა, მხო­ლოდ ეს, რად­გან რო­გორც კი ამ ქუ­ჩას გას­ცდე­ბი, სხვა ქუ­ჩებს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნი­შან­წყა­ლი არ ეტყო­ბა, გა­რე­უბ­ნებს ვგუ­ლის­ხმობ. ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა მოს­კოვ­შიც, მაგ­რამ იქ უფრო ნაკ­ლე­ბად, ვიდ­რე პე­ტერ­ბურ­გში, თუმ­ცა ცენ­ტრი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია, სა­დაც თავი ზღა­პარ­ში მე­გო­ნა. და­ნარ­ჩე­ნი ქუ­ჩე­ბი ახ­ლო­საც ვერ მოვა თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­თან...

- სხვა ქა­ლა­ქებ­ზე რას იტყვი, რუ­სე­თის გარ­და, სა­დაც ნამ­ყო­ფი ხარ?

- საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით გახ­ლდით ბრი­უ­სელ­ში და ეს ქა­ლა­ქი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ზო­გა­დად, დას­ვე­ნე­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა უფრო მე­ტად მიყ­ვარს ცხელ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც არის აუზი, სი­ცხე, მზე, წყა­ლი, ბრი­უ­სელ­ში კი ნა­ტოს შტაბ-ბი­ნა­ში ვი­ყა­ვი სხვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად, თან ნო­ემ­ბერ­ში, რო­დე­საც საკ­მა­ოდ ცი­ო­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლა­ქი დამ­ხვდა, ვი­ყა­ვი სულ ხუთი დღე, მაგ­რამ უდი­დე­სი ემო­ცი­ე­ბით დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ნა­ტოს შტა­ბ­ბი­ნა ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რია და დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. თა­ვად ქა­ლა­ქის ცენ­ტრი, პა­ტა­რა თუ დიდი ქუ­ჩე­ბი, ძა­ლი­ან ევ­რო­პუ­ლია. სას­ტუმ­რო­დან დაღ­ლი­ლი გავ­დი­ო­დი ხოლ­მე ხან კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ხან - მარ­ტოც ღამე და ამით დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ­დი. არ მეყო ის დღე­ე­ბი და ვფიქ­რობ­დი, უკან რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბი-მეთ­ქი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რა გაასინჯა ნინო შუბლაძემ ნინო თოლორდავას ბრიუსელში

რა გაასინჯა ნინო შუბლაძემ ნინო თოლორდავას ბრიუსელში

ტელეჟურნალისტ ნინო თოლორდავასთვის მოგზაურობა და დასვენება ერთმანეთთან ასოცირდება. სხვადასხვა ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა საოცნებო პარიზი ჯერ არ უნახავს და გეგმავს, საფრანგეთში უახლოეს მომავალში ჩავიდეს. გათხოვების შემდეგ 6 წელი მოსკოვში ცხოვრობდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი გააცნობიერა, რომ ყველაზე კომფორტულად თავს საქართველოში გრძნობს. როგორია ნინო მოგზაურობისას, თავად მოგვიყვება.

- მოგზაურობა აზარტივითაა. პირველად როდის გაემგზავრე ქვეყნის ფარგლებს გარეთ?

- პირველად სად წავედი, აღარ მახსოვს. რასაკვირველია, სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, ადათი, წეს-ჩვეულება იმდენად საინტერესოა, რომ მოგზაურობაც მიყვარს, მაგრამ ეს ჩემთვის პანაცეა არ არის. მე უფრო მეტად მოგზაურობასა და დასვენებას ვაიგივებ. როცა საინფორმაციო სამსახურში მუშაობ და ბევრ უარყოფით ინფორმაციას იგებ, ერთი სული გაქვს, როდის მოვა აგვისტო, რომ ოჯახთან ერთად დასასვენებლად წახვიდე. თვეში ერთხელ საზღვრებს გარეთ წასვლა არ მინდება. არ მიყვარს, თუნდაც ორი-სამი დღით სადმე წავიდე იმ მიზეზით, რომ საზღვრებს გავცდე. მიყვარს ამ ყველაფრის კარგად დაგეგმვა.

ჩემი ცხოვრების რვა წელი მოსკოვში გავატარე, გათხოვების შემდეგ იქ გავემგზავრე, ჩემი მეუღლე იქ ცხოვრობდა და საქმიანობდა, შვილიც იქ შეგვეძინა. 18 წლის ვიყავი, როდესაც მოსკოვში გადავედი, იქ დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ფილოლოგიის განხრით, მუშაობაც მოვასწარი და შემდეგ თბილისში დავბრუნდით.

არ ვარ კოსმოპოლიტი, რომელიც ყველა ქალაქს მოერგება. მოსკოვი ძალიან მიყვარს, მაგრამ იქ რომ ვიყავი, თბილისში მინდოდა, აქ რომ ვარ, მოსკოვში სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ სხვაგან ვერ ვიცხოვრებ - არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს მეგაპოლისი თუ პატარა ბელგიური ქალაქი ბრიუგე. ვერ მოვშორდები ჩემს სამშობლოს, ნათესავებს, მეგობრებსა და ახლობლებს.

- როგორც მოსკოვში მცხოვრები, ცნობილი სანახაობების გარდა, რის დათვალიერებას ურჩევდი იქ ჩასულთ?

- წითელი მოედანი და მსგავსი ტურისტული ზონები დიდად არ მხიბლავს. ჩემთვის მოსკოვი არის დიდი თეატრი. იქ რომ შეხვალ, სანამ სპექტაკლი დაიწყება, უკვე ბედნიერი ხარ და ასე დამემართა პირველად შესულს. პეტერბურგის ხსენებისას ერმიტაჟი, ნევის პროსპექტი მახსენდება, მაგრამ, სიმართლე გითხრა, მხოლოდ ეს, რადგან როგორც კი ამ ქუჩას გასცდები, სხვა ქუჩებს ცივილიზაციის ნიშანწყალი არ ეტყობა, გარეუბნებს ვგულისხმობ. ასეთივე მდგომარეობაა მოსკოვშიც, მაგრამ იქ უფრო ნაკლებად, ვიდრე პეტერბურგში, თუმცა ცენტრი არაჩვეულებრივია, სადაც თავი ზღაპარში მეგონა. დანარჩენი ქუჩები ახლოსაც ვერ მოვა თბილისის ქუჩებთან...

- სხვა ქალაქებზე რას იტყვი, რუსეთის გარდა, სადაც ნამყოფი ხარ?

- საქმიანი ვიზიტით გახლდით ბრიუსელში და ეს ქალაქი ძალიან მომეწონა. ზოგადად, დასვენება და მოგზაურობა უფრო მეტად მიყვარს ცხელ ადგილებში, სადაც არის აუზი, სიცხე, მზე, წყალი, ბრიუსელში კი ნატოს შტაბ-ბინაში ვიყავი სხვა ჟურნალისტებთან ერთად, თან ნოემბერში, როდესაც საკმაოდ ციოდა. არაჩვეულებრივი ქალაქი დამხვდა, ვიყავი სულ ხუთი დღე, მაგრამ უდიდესი ემოციებით დავბრუნდი საქართველოში. ნატოს შტაბბინა ძალიან მასშტაბურია და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თავად ქალაქის ცენტრი, პატარა თუ დიდი ქუჩები, ძალიან ევროპულია. სასტუმროდან დაღლილი გავდიოდი ხოლმე ხან კოლეგებთან ერთად, ხან - მარტოც ღამე და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებდი. არ მეყო ის დღეები და ვფიქრობდი, უკან როდის დავბრუნდები-მეთქი.

იხილეთ გაგრძელება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები