პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული მანკიერებები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაში არ წერია - ანუ, რა არის ევროპელობა
ეროვნული მანკიერებები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაში არ წერია - ანუ, რა არის ევროპელობა

გი­ლო­ცავთ, დღეს დიდი დღეა! ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­კა­ცია მო­ახ­დი­ნა! მა­ინც რა არის ეს ევ­რო­კავ­ში­რი, ასე რომ მი­ვილ­ტვით და ვცდი­ლობთ მას­თან მჭიდ­როდ და­ახ­ლო­ვე­ბას? მე, შენ და უბ­რა­ლო სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კურ ქარ­თვე­ლებს რა სარ­გე­ბელს მოგ­ვი­ტანს ეს ხელ­მო­წე­რა? და­პი­რე­ბის მი­ხედ­ვით, ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ჯან­დაც­ვა, გამ­ყარ­დე­ბა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, სა­სა­მარ­თლო უფრო უკე­თე­სად შეძ­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, და­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბას, უმ­ცი­რე­სო­ბა­თა პა­ტი­ვის­ცე­მას უფრო მეტ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ვახ­მართ, და ა.შ. თუ ამ ჩა­მო­ნათ­ვალს და­ვაკ­ვირ­დე­ბით, მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქვე­ყა­ნა­ში კე­თილ­დღე­ო­ბამ უნდა და­ი­სად­გუ­როს და ერმა თან­და­თან ამო­ი­სუნ­თქოს.

და მა­ინც, რა­ტომ უნდა გვი­ხა­რო­დეს ევ­რო­პე­ლო­ბა? ან რას ნიშ­ნავს ჩვენ­თვის უკვე ის­ტო­რი­ულ ფრა­ზად ქცე­უ­ლი სი­ტყვე­ბი - "მე ვარ ქარ­თვე­ლი, მა­შა­სა­და­მე მე ვარ ევ­რო­პე­ლი?" პი­რა­დად ჩემ­თვის ევ­რო­პე­ლო­ბა ინ­დი­ვი­დის უნი­კა­ლუ­რო­ბას ნიშ­ნავს, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის აზ­რის, გა­მო­ხატ­ვის, შე­მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. იმას, რომ ადა­მი­ანს გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვს ეს და იმა­საც, რომ სხვი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­აზ­რე­ბა და მას­თან შე­გუ­ე­ბა შე­უძ­ლია. შე­იძ­ლე­ბა ზოგი შე­მე­და­ვოს, მაგ­რამ მგო­ნია, რომ პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში ევ­რო­პე­ლო­ბის გა­გე­ბა გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია.

ევ­რო­კავ­ში­რი გთა­ვა­ზობს წი­ნას­წარ გა­წე­რილ სტან­დარ­ტებს, და გე­უბ­ნე­ბა: გინ­და იყო ჩემი ოჯა­ხის სა­პა­ტიო წევ­რი? მა­შინ აქა­უ­რი ქუდი უნდა და­ი­ხუ­რო და სა­ერ­თო თა­მა­შის წე­სე­ბით იმოქ­მე­დოო. მაგ­რამ რა ხდე­ბა მა­შინ, როცა საქ­მე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს, ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვას, მენ­ტა­ლი­ტეტს, ჩვე­ვებ­სა და აზ­როვ­ნე­ბას ეხე­ბა?

ქარ­თვე­ლებს ხა­სი­ა­თით, გა­რეგ­ნო­ბი­თა და ქცე­ვე­ბით ხში­რად იტა­ლი­ე­ლებს გვამ­სგავ­სე­ბენ ხოლ­მე. თვი­თონ იტა­ლი­ე­ლე­ბის­გა­ნაც გა­მი­გია, ყვე­ლა­ზე კარ­გად თქვე­ნი გვეს­მის, ჩვენ­სა­ვით ხმა­უ­რი­ა­ნე­ბი, ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რე­ბი და ემო­ცი­უ­რე­ბი და წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ხარ­თო. ძნე­ლია, არ და­ე­თან­ხმო...

იტა­ლი­ე­ლე­ბის მსგავ­სად, ჩვენც ძლივს შე­ვეჩ­ვი­ეთ ზებ­რა გა­და­სას­ვლელს. ზებ­რა­ზე გა­დას­ვლა ქვე­ი­თი­სა და მძღო­ლის პა­ექ­რო­ბას ჰგავს. თუ გა­გი­მარ­თლა და მყა­რი ნერ­ვე­ბის მქო­ნე სან­დო­მი­ა­ნი მძღო­ლი შეგ­ხვდა, და­გით­მობს გზას, თუ არა­და, ელო­დე... ან ნუ და­ე­ლო­დე­ბი და გა­რის­კე ისე, რო­გორც ამას სხვე­ბი აკე­თე­ბენ. სხვა თუ რის­კავს, შენ რით ხარ მას­ზე ნაკ­ლე­ბი?!

აბა თუ გა­მო­იც­ნობთ, რიგ­ში დგო­მის ქარ­თულ წე­სებს? უფრო სწო­რად ერთ წესს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ბევ­რი არც არა­ფე­რია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. რიგ­ში ყო­ველ­თვის ყვე­ლა პირ­ვე­ლია. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, დრო­სა და ად­გილს - აფ­თი­აქ­ში, სა­ლა­როს­თან, ექიმ­თან, ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე, ტა­ძარ­შიც კი... ზუს­ტად ამ პირ­ვე­ლო­ბის გამო და­იმ­ხო ჩემ თვალ­წინ წირ­ვის დროს ხატ­თან და­კი­დე­ბუ­ლი კან­დე­ლი სა­მე­ბა­ში მრევ­ლმა. რა­ტომ? ჯი­ქურ მი­ი­წევ­და ხატ­თან სამ­თხვე­ვად, ვა­ი­თუ ვინ­მეს და­ეს­წრო და­წი­ნა­უ­რე­ბა.

ყვე­ლა­ნი ერ­თხმად ვთან­ხმდე­ბით, რომ ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი ნა­გავს მი­აქვს, მაგ­რამ ვინ ანაგ­ვი­ა­ნებს? - რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჩვენ. მგო­ნი ეს ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მაა, რო­მელ­საც მთავ­რო­ბის უუ­ნა­რო­ბას არ ვაბ­რა­ლებთ... არა, გა­მახ­სენ­და - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ ზო­გის­გან გა­მი­გო­ნია, ქუ­ჩე­ბი იმი­ტომ არის უფრო მე­ტად და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი, რომ და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურს აღარ გა­აქვს ნა­გა­ვი ისე ხში­რად, რო­გორც ეს უწინ ხდე­ბო­დაო.

რა ხდე­ბა ტრან­სპორ­ტში? ზო­გა­დად, ეს თემა ცალ­კე ჩა­ნა­წერს იმ­სა­ხუ­რებს, მაგ­რამ ლა­კო­ნუ­რად მა­ინც ვეც­დე­ბი შე­გახ­სე­ნოთ. თუ ყვი­თელ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში და­საჯ­დო­მი ად­გი­ლი აღარ არის, ავ­დი­ვართ და ვდგე­ბით მძღოლ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლოს. არამც და არამც არ გა­დავ­დი­ვართ ერთი მეტ­რით უკან. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ აქაც ჩამ­სვლე­ლე­ბის რიგ­ში პირ­ვე­ლე­ბი ვი­ყოთ. მერე რა, რომ ამომ­სვლე­ლებს გზას ვუ­კე­ტავთ? მთა­ვა­რია, რომ ჩვენ წინ ვდგა­ვართ. სხვებს თავ­ში ქვა უხ­ლი­ათ...

სულ მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ამ რი­ტო­რი­კულ კი­თხვას პა­სუ­ხი ვერ გა­ვე­ცი - რა­ტომ ვა­ნად­გუ­რებთ ტრან­სპორ­ტში სკა­მის სა­ზურ­გე­ებს? ან რა­ტომ ჰგავს 1 წლის ტრან­სპორ­ტში სკა­მე­ბი 100 წლის გა­უ­რე­ცხავს? ესეც მთავ­რო­ბის ბრა­ლია? იმა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, ცხელ სე­ზონ­ზე ტრან­სპორ­ტში სურ­ნე­ლე­ბის ბუ­კე­ტი რომ იფ­რქვე­ვა ხოლ­მე და თვით პატ­რი­არ­ქმა რომ მო­უ­წო­და მრევლს ერთ-ერთი ქა­და­გე­ბის დროს, იბა­ნა­ვე­თო...

შე­იძ­ლე­ბა მკი­თხველ­მა იფიქ­როს, რომ ამ ჩა­ნა­წერს ცხოვ­რე­ბა­ზე და­ბოღ­მი­ლი, არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ქა­რაფ­შუ­ტა ადა­მი­ა­ნი წერს, რო­მე­ლიც ირ­გვლივ კარ­გს ვე­რა­ფერს ხე­დავს და მისი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი სხვე­ბის კრი­ტი­კაა. მაგ­რამ გუ­ლახ­დი­ლად გე­ტყვით, რომ ამ ჩა­ნა­წე­რით მინ­დო­და მეთ­ქვა, მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რი და ევ­რო­პე­ლო­ბა ვერ გა­მოგ­ვას­წო­რებს. ცვლი­ლე­ბე­ბი ყვე­ლა ჩვენ­გან­მა სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოს­წო­რე­ბით უნდა და­ვი­წყოთ, რომ უფრო ღირ­სე­უ­ლი ევ­რო­პე­ლე­ბი გავ­ხდეთ, ვიდ­რე ახლა ვართ.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ეროვნული მანკიერებები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაში არ წერია - ანუ, რა არის ევროპელობა

ეროვნული მანკიერებები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაში არ წერია - ანუ, რა არის ევროპელობა

გილოცავთ, დღეს დიდი დღეა! ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა! მაინც რა არის ეს ევროკავშირი, ასე რომ მივილტვით და ვცდილობთ მასთან მჭიდროდ დაახლოვებას? მე, შენ და უბრალო საშუალო სტატისტიკურ ქართველებს რა სარგებელს მოგვიტანს ეს ხელმოწერა? დაპირების მიხედვით, ხელმისაწვდომი გახდება ევროპული განათლება, გაუმჯობესდება ჯანდაცვა, გამყარდება კანონის უზენაესობა, სასამართლო უფრო უკეთესად შეძლებს ფუნქციონირებას, დავუახლოვდებით უვიზო რეჟიმის შემოღებას, უმცირესობათა პატივისცემას უფრო მეტ ძალისხმევას მოვახმართ, და ა.შ. თუ ამ ჩამონათვალს დავაკვირდებით, მათი განხორციელების შემთხვევაში ქვეყანაში კეთილდღეობამ უნდა დაისადგუროს და ერმა თანდათან ამოისუნთქოს.

და მაინც, რატომ უნდა გვიხაროდეს ევროპელობა? ან რას ნიშნავს ჩვენთვის უკვე ისტორიულ ფრაზად ქცეული სიტყვები - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი?" პირადად ჩემთვის ევროპელობა ინდივიდის უნიკალურობას ნიშნავს, თითოეული ადამიანის აზრის, გამოხატვის, შემოქმედების თავისუფლებას. იმას, რომ ადამიანს გააზრებული აქვს ეს და იმასაც, რომ სხვისი თავისუფლების გააზრება და მასთან შეგუება შეუძლია. შეიძლება ზოგი შემედავოს, მაგრამ მგონია, რომ პოლიტიკურ ჭრილში ევროპელობის გაგება გაცილებით მარტივია.

ევროკავშირი გთავაზობს წინასწარ გაწერილ სტანდარტებს, და გეუბნება: გინდა იყო ჩემი ოჯახის საპატიო წევრი? მაშინ აქაური ქუდი უნდა დაიხურო და საერთო თამაშის წესებით იმოქმედოო. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა საქმე ინდივიდუალიზმს, ადამიანების ქცევას, მენტალიტეტს, ჩვევებსა და აზროვნებას ეხება?

ქართველებს ხასიათით, გარეგნობითა და ქცევებით ხშირად იტალიელებს გვამსგავსებენ ხოლმე. თვითონ იტალიელებისგანაც გამიგია, ყველაზე კარგად თქვენი გვესმის, ჩვენსავით ხმაურიანები, ტემპერამენტიანები, მუსიკალურები და ემოციურები და წესების დარღვევის მოყვარულები ხართო. ძნელია, არ დაეთანხმო...

იტალიელების მსგავსად, ჩვენც ძლივს შევეჩვიეთ ზებრა გადასასვლელს. ზებრაზე გადასვლა ქვეითისა და მძღოლის პაექრობას ჰგავს. თუ გაგიმართლა და მყარი ნერვების მქონე სანდომიანი მძღოლი შეგხვდა, დაგითმობს გზას, თუ არადა, ელოდე... ან ნუ დაელოდები და გარისკე ისე, როგორც ამას სხვები აკეთებენ. სხვა თუ რისკავს, შენ რით ხარ მასზე ნაკლები?!

აბა თუ გამოიცნობთ, რიგში დგომის ქართულ წესებს? უფრო სწორად ერთ წესს, ამ შემთხვევაში, ბევრი არც არაფერია გასათვალისწინებელი. რიგში ყოველთვის ყველა პირველია. არ აქვს მნიშვნელობა,  დროსა და ადგილს - აფთიაქში, სალაროსთან, ექიმთან, ავტობუსის გაჩერებაზე, ტაძარშიც კი... ზუსტად ამ პირველობის გამო დაიმხო ჩემ თვალწინ წირვის დროს ხატთან დაკიდებული კანდელი სამებაში მრევლმა. რატომ? ჯიქურ მიიწევდა ხატთან სამთხვევად, ვაითუ ვინმეს დაესწრო დაწინაურება.

ყველანი ერთხმად ვთანხმდებით, რომ ქალაქის ქუჩები ნაგავს მიაქვს, მაგრამ ვინ ანაგვიანებს? - რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჩვენ. მგონი ეს ერთადერთი პრობლემაა, რომელსაც მთავრობის უუნარობას არ ვაბრალებთ... არა, გამახსენდა - ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ ზოგისგან გამიგონია, ქუჩები იმიტომ არის უფრო მეტად დანაგვიანებული, რომ დასუფთავების სამსახურს აღარ გააქვს ნაგავი ისე ხშირად, როგორც ეს უწინ ხდებოდაო.

რა ხდება ტრანსპორტში? ზოგადად, ეს თემა ცალკე ჩანაწერს იმსახურებს, მაგრამ ლაკონურად მაინც ვეცდები შეგახსენოთ. თუ ყვითელ მიკროავტობუსში დასაჯდომი ადგილი აღარ არის, ავდივართ და ვდგებით მძღოლთან მაქსიმალურად ახლოს. არამც და არამც არ გადავდივართ ერთი მეტრით უკან. რატომ? იმიტომ, რომ აქაც ჩამსვლელების რიგში პირველები ვიყოთ. მერე რა, რომ ამომსვლელებს გზას ვუკეტავთ? მთავარია, რომ ჩვენ წინ ვდგავართ. სხვებს თავში ქვა უხლიათ...

სულ მაინტერესებს, მაგრამ ამ რიტორიკულ კითხვას პასუხი ვერ გავეცი - რატომ ვანადგურებთ ტრანსპორტში სკამის საზურგეებს? ან რატომ ჰგავს 1 წლის ტრანსპორტში სკამები 100 წლის გაურეცხავს? ესეც მთავრობის ბრალია? იმაზე აღარაფერს ვამბობ, ცხელ სეზონზე ტრანსპორტში სურნელების ბუკეტი რომ იფრქვევა ხოლმე და თვით პატრიარქმა რომ მოუწოდა მრევლს ერთ-ერთი ქადაგების დროს, იბანავეთო...

შეიძლება მკითხველმა იფიქროს, რომ ამ ჩანაწერს ცხოვრებაზე დაბოღმილი, არარეალიზებული ქარაფშუტა ადამიანი წერს, რომელიც ირგვლივ კარგს ვერაფერს ხედავს და მისი ერთადერთი მიზანი სხვების კრიტიკაა. მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ ამ ჩანაწერით მინდოდა მეთქვა, მხოლოდ ევროკავშირი და ევროპელობა ვერ გამოგვასწორებს. ცვლილებები ყველა ჩვენგანმა საკუთარი თავის გამოსწორებით უნდა დავიწყოთ, რომ უფრო ღირსეული ევროპელები გავხდეთ, ვიდრე ახლა ვართ.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია