პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილის პირველი კომენტარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ
გიორგი მარგველაშვილის პირველი კომენტარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ

ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ბა­თუმ­ში თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბა. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა თი­თო­ე­ულ ქარ­თულ ოჯახს ბევრ კარ­გს მო­უ­ტანს.

"ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა თი­თო­ე­ულ ქარ­თულ ოჯახს ბევრ კარ­გს მო­უ­ტანს. ასო­ცი­რე­ბის ხელ­მო­წე­რის მო­მენ­ტი­დან ჩვენ უკვე გა­ცხა­დე­ბულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ კურსს კი­დევ უფრო გა­ვაღ­რმა­ვეთ და ვი­მუ­შა­ვებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის ნამ­დვი­ლი წევ­რი. ვფიქ­რობ, რომ ეს ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტია. სა­ქარ­თვე­ლო ხდე­ბა უფრო და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ევ­რო­პულ ოჯახ­თან. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ჩარ­თუ­ლო­ბით ეკო­ნო­მი­კე­ბის და­ახ­ლო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ჩვენ აგ­რეთ­ვე ჩა­ვერ­თვე­ბით ევ­რო­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა­ში", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა დღეს ბრი­უ­სელ­ში გა­ა­ფორ­მა. 1 135-გვერ­დი­ან დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რეს - სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა; ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან - ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჟოზე მა­ნუ­ელ ბა­რო­ზომ და ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა, ჰერ­მან ვან რომ­პე­იმ. დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა და­ტო­ვეს ევ­რო­კავ­ში­რის 28-ვე წევ­რი ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პი­რებ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიორგი მარგველაშვილის პირველი კომენტარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ

გიორგი მარგველაშვილის პირველი კომენტარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ისტორიული მომენტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განუცხადა. მარგველაშვილი ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთოების კონფერენციას ესწრება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ხელშეკრულება თითოეულ ქართულ ოჯახს ბევრ კარგს მოუტანს.

"ეს ხელშეკრულება თითოეულ ქართულ ოჯახს ბევრ კარგს მოუტანს. ასოცირების ხელმოწერის მომენტიდან ჩვენ უკვე გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს კიდევ უფრო გავაღრმავეთ და ვიმუშავებთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის ნამდვილი წევრი. ვფიქრობ, რომ ეს ისტორიული მომენტია. საქართველო ხდება უფრო დაახლოებული ევროპულ ოჯახთან. ეს გამოიხატება ჩართულობით ეკონომიკების დაახლოების თვალსაზრისით, ჩვენ აგრეთვე ჩავერთვებით ევროული უსაფრთხოების სისტემაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება დღეს ბრიუსელში გააფორმა. 1 135-გვერდიან დოკუმენტს ხელი მოაწერეს - საქართველოს მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა; ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ. დოკუმენტზე ხელმოწერა დატოვეს ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყნის პირველმა პირებმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა