პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმის თეატრში კაცს ნავიგატორი შეუყვარდა - ლაშა ბუღაძისა და დავით საყვარელიძის ექსპერიმენტი
სოხუმის თეატრში კაცს ნავიგატორი შეუყვარდა - ლაშა ბუღაძისა და დავით საყვარელიძის ექსპერიმენტი

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ექ­სპე­რი­მენ­ტულ სცე­ნა­ზე სო­ხუ­მის თე­ატ­რის პრე­მი­ე­რა შედ­გა. სპექ­ტაკ­ლი სო­ხუ­მის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, რე­ჟი­სორ­მა და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძემ დად­გა.

"ნა­ვი­გა­ტო­რი" - ასე ჰქვია ლაშა ბუ­ღა­ძის პი­ე­სას, რო­მელ­მაც BBC-სა და ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს თა­ოს­ნო­ბით გა­მარ­თულ რა­დი­ო­პი­ე­სე­ბის კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა. ის იმა­ვე წელს BBC-ის რა­დი­ო­ში და­იდ­გა და მას­ში ბრი­ტა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. პი­ე­სა ბრი­ტა­ნე­ლებ­მა მა­ღალ დო­ნე­ზე შე­ა­ფა­სეს. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ამო­ნა­რიდს იმ შე­ფა­სე­ბე­ბი­დან: "ეს არის ორი­გი­ნა­ლუ­რად მო­ყო­ლი­ლი, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ახ­ლო­ბე­ლი ამ­ბა­ვი. ჟი­უ­რი მო­ხიბ­ლა რე­ლუ­რო­ბი­სა და აბ­სურ­დის ზღვარ­ზე მყოფ­მა სი­უ­ჟეტ­მა, ადა­მი­ა­ნის მარ­ტო­ო­ბის ტრა­გი­კო­მი­კურ­მა აღ­წე­რამ და პერ­სო­ნა­ჟე­ბის კარ­გად გა­მოკ­ვე­თილ­მა ხა­სი­ა­თებ­მა"... "პი­ე­სა ძა­ლი­ან ავ­თენ­ტუ­რი, ამა­ვე დროს, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი კუ­თხის მკვიდ­რის­თვის ახ­ლო­ბე­ლი და გა­სა­გე­ბია... პერ­სო­ნა­ჟე­ბის ხა­სი­ა­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვად იგ­რძნო­ბა, პი­ე­სა ნამ­დვი­ლად რა­დი­ოს­თვის არის შექ­მნი­ლი".

პი­ე­სამ 2012 წელს "საბა" აიღო.

"ნა­ვი­გა­ტო­რი" ფან­ტას­მა­გო­რი­უ­ლი ჟან­რის ნა­მუ­შე­ვა­რია ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი კომ­პლექ­სე­ბი აქვს. პი­ე­სის მთა­ვა­რი გმი­რი - როს­ტო­მი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე დე­დამ მი­ა­ტო­ვა, ჰყავს ხე­ი­ბა­რი და მო­ხუ­ცი მამა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მო­ეს­წრო 4 ომს, ცხოვ­რე­ბის­გან სა­ოც­რად დაღ­ლი­ლი და და­ძა­ბუ­ლია... ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე 45 წლის ასაკ­ში და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლიც არ არის. აქვს სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ იქაც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა, რა­და­განც თა­ნამ­შრო­მელ ქალ­ბა­ტო­ზე ეჭ­ვი­ა­ნობს, რო­მე­ლიც მოს­წონს... მოკ­ლედ, როს­ტო­მი ჩა­კე­ტი­ლი მა­მა­კა­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია უჭირს.

მაგ­რამ ერთი შემ­თხვე­ვა ცხოვ­რე­ბას მთლი­ა­ნად შე­უც­ვლის... სამ­სა­ხუ­რი (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მიზ­ნით) ისეთ მან­ქა­ნას მის­ცემს, სა­დაც ნა­ვი­გა­ცი­ის სის­ტე­მაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ნა­ვი­გა­ტორს ქა­ლის ხმა აქვს... თა­ვი­დან ის ფორ­მა­ლურ რჩე­ვებს იძ­ლე­ვა, შემ­დეგ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა დი­ა­ლო­გის ფორ­მას იღებს.

დათო საყ­ვა­რე­ლი­ძე:

- მე ამ პი­ე­სას ახა­ლი სენ­ტი­მენ­ტა­ლის­ტუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და­ვარ­ქვი. ის მარ­ტო­ო­ბა­ზეა. ყო­ველ­თვის, ალ­ბათ, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. დღეს ქვე­ყა­ნა­ზე ბევ­რი ბო­რო­ტე­ბა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, აგ­რე­სი­აა გა­მე­ფე­ბუ­ლი. ატ­მოს­ფე­როა თით­ქოს ასე­თი და ჩვენც ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ ასე გა­მოვ­ხა­ტეთ ჩვე­ნი ერ­თგვა­რი პო­ზი­ცია, რად­გა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი გვა­წუ­ხებს. დიახ, ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვცხოვ­რობთ, როცა თბი­ლი სი­ტყვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ფა­სე­უ­ლია. ამ სპექ­ტაკლში სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის რან­გში პირ­ვე­ლად წარვდე­ქი, თუმ­ცა ამ თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლი სხვა დრო­საც და­მიდ­გამს.

- დასს უკვე კარ­გად იც­ნობთ, ხომ?

- კი, აქ უკვე თე­ბერ­ვლი­დან ვარ. ეს რო­ლე­ბიც და­სის წევ­რებ­ზე კარ­გად გა­ნა­წილ­და... ხი­ახ­ლე ის არის, რომ ბად­რი ბე­გა­ლიშ­ვი­ლი (უმ­ცრო­სი) მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი (როს­ტო­მი) თე­ატ­რის ახა­ლი შე­ნა­ძე­ნია. ჩვე­ნი და­სის ახა­ლი მსა­ხი­ო­ბია.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სოხუმის თეატრში კაცს ნავიგატორი შეუყვარდა - ლაშა ბუღაძისა და დავით საყვარელიძის ექსპერიმენტი

სოხუმის თეატრში კაცს ნავიგატორი შეუყვარდა - ლაშა ბუღაძისა და დავით საყვარელიძის ექსპერიმენტი

რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სოხუმის თეატრის პრემიერა შედგა. სპექტაკლი სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა დავით საყვარელიძემ დადგა.

"ნავიგატორი" - ასე ჰქვია ლაშა ბუღაძის პიესას, რომელმაც BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს თაოსნობით გამართულ რადიოპიესების კონკურსში გაიმარჯვა. ის იმავე წელს BBC-ის რადიოში დაიდგა და მასში ბრიტანელი მსახიობები მონაწილეობდნენ. პიესა ბრიტანელებმა მაღალ დონეზე შეაფასეს. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს იმ შეფასებებიდან: "ეს არის ორიგინალურად მოყოლილი, თითოეული ადამიანისთვის ახლობელი ამბავი. ჟიური მოხიბლა რელურობისა და აბსურდის ზღვარზე მყოფმა სიუჟეტმა, ადამიანის მარტოობის ტრაგიკომიკურმა აღწერამ და პერსონაჟების კარგად გამოკვეთილმა ხასიათებმა"... "პიესა ძალიან ავთენტური, ამავე დროს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრისთვის ახლობელი და გასაგებია... პერსონაჟების ხასიათი შესანიშნავად იგრძნობა, პიესა ნამდვილად რადიოსთვის არის შექმნილი".

პიესამ 2012 წელს "საბა" აიღო.

"ნავიგატორი" ფანტასმაგორიული ჟანრის ნამუშევარია ადამიანზე, რომელსაც გარკვეული კომპლექსები აქვს. პიესის მთავარი გმირი - როსტომი, რომელიც თავის დროზე დედამ მიატოვა, ჰყავს ხეიბარი და მოხუცი მამა, როგორც თავად ამბობს, მოესწრო 4 ომს, ცხოვრებისგან საოცრად დაღლილი და დაძაბულია... ამ ყველაფრის ფონზე 45 წლის ასაკში დაოჯახებულიც არ არის. აქვს სამსახური, მაგრამ იქაც გარკვეული პრობლემები ექმნება, რადაგანც თანამშრომელ ქალბატოზე ეჭვიანობს, რომელიც მოსწონს...  მოკლედ, როსტომი ჩაკეტილი მამაკაცია და საზოგადოებასთან კომუნიკაცია უჭირს.

მაგრამ ერთი შემთხვევა ცხოვრებას მთლიანად შეუცვლის... სამსახური (სამსახურებრივი მიზნით) ისეთ მანქანას მისცემს, სადაც ნავიგაციის სისტემაა დამონტაჟებული, ნავიგატორს ქალის ხმა აქვს... თავიდან ის ფორმალურ რჩევებს იძლევა, შემდეგ მათი ურთიერთობა დიალოგის ფორმას იღებს.

დათო საყვარელიძე:

- მე ამ პიესას ახალი სენტიმენტალისტური მიმდინარეობა დავარქვი. ის მარტოობაზეა. ყოველთვის, ალბათ, ადამიანური ურთიერთობებია მნიშვნელოვანი. დღეს ქვეყანაზე ბევრი ბოროტება, გაღიზიანება, აგრესიაა გამეფებული. ატმოსფეროა თითქოს ასეთი და ჩვენც ამ ყველაფრის მიმართ ასე გამოვხატეთ ჩვენი ერთგვარი პოზიცია, რადგანაც ეს ყველაფერი გვაწუხებს. დიახ, ისეთ სიტუაციაში ვცხოვრობთ, როცა თბილი სიტყვა მნიშვნელოვანი და ფასეულია. ამ სპექტაკლში სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში პირველად წარვდექი, თუმცა ამ თეატრში სპექტაკლი სხვა დროსაც დამიდგამს.

- დასს უკვე კარგად იცნობთ, ხომ?

- კი, აქ უკვე თებერვლიდან ვარ. ეს როლებიც დასის წევრებზე კარგად განაწილდა... ხიახლე ის არის, რომ ბადრი ბეგალიშვილი (უმცროსი) მთავარი როლის შემსრულებელი (როსტომი) თეატრის ახალი შენაძენია. ჩვენი დასის ახალი მსახიობია.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"