პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილის სკანდალური აღიარება: "მარიხუანა და კოკაინი გასინჯული მაქვს"
სალომე ზურაბიშვილის სკანდალური აღიარება: "მარიხუანა და კოკაინი გასინჯული მაქვს"

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, "სა­ქარ­თვე­ლოს გზის" თავ­მჯდო­მა­რე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში "მზი­მე კაც­თან" სტუმ­რო­ბი­სას აღი­ა­რა, რომ ახალ­გაზ­რდო­ბის წლებ­ში მა­რი­ხუ­ა­ნა და კო­კა­ი­ნი გა­უ­სინ­ჯავს.

- საფ­რან­გეთ­ში რო­გორ ერ­თო­ბო­დით, მა­რი­ხუ­ა­ნას თუ ეწე­ო­დით?

- არა მა­რი­ხუ­ა­ნას არ ვე­წე­ო­დი, გავ­სინ­ჯე მა­რი­ხუ­ა­ნა ერთხელ ცხოვ­რე­ბა­ში და ძა­ლი­ან არ მო­მე­წო­ნა. და გავ­სინ­ჯე ერთხელ კო­კა­ი­ნი. ორი­ვე მაქვს გა­სინ­ჯუ­ლი. ამე­რი­კა­ში ვი­ყა­ვი ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად და მი­თხრეს, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას გა­სინ­ჯვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, მეც დავ­თან­ხმდი და უცებ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ყვე­ლა მი­დი­ო­და ცალ-ცალ­კე და ცალ-ცალ­კე იცი­ნო­და. ხა­ლა­სი ერ­თად ყოფ­ნა სრუ­ლე­ბი­თაც არ იყო, რაც მიმ­ზიდ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და. კო­კა­ინს სა­ერ­თოდ ვერ მივ­ხვდი, არა­ვი­თა­რი შე­დე­გი არ ჰქონ­და.

ყო­ფილ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს პრობ­ლე­მა პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ახალ­გაზ­რდე­ბის და­საქ­მე­ბა­სა და პერ­სპექ­ტი­ვას, რისი უქონ­ლო­ბაც მათ ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის­კენ უბიძ­გებს. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით, ნა­წი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი­სა სა­ზღვარ­გა­რე­თაა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბის ახალ­გაზ­რდე­ბის დიდი ნა­წი­ლი კი სხვა­დას­ხვა ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში, რაც ერის გე­ნე­ტი­კურ დეგ­რა­დი­რე­ბას იწ­ვევს. ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის­თვის არ უნდა აპა­ტიმ­რებ­დნენ.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სალომე ზურაბიშვილის სკანდალური აღიარება: "მარიხუანა და კოკაინი გასინჯული მაქვს"

სალომე ზურაბიშვილის სკანდალური აღიარება: "მარიხუანა და კოკაინი გასინჯული მაქვს"

საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, "საქართველოს გზის" თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში "მზიმე კაცთან" სტუმრობისას აღიარა, რომ ახალგაზრდობის წლებში მარიხუანა და კოკაინი გაუსინჯავს.

- საფრანგეთში როგორ ერთობოდით, მარიხუანას თუ ეწეოდით?

- არა მარიხუანას არ ვეწეოდი, გავსინჯე მარიხუანა ერთხელ ცხოვრებაში და ძალიან არ მომეწონა. და გავსინჯე ერთხელ კოკაინი. ორივე მაქვს გასინჯული. ამერიკაში ვიყავი ახალგაზრდებთან ერთად და მითხრეს, რომ მარიხუანას გასინჯვა აუცილებელი იყო, მეც დავთანხმდი და უცებ აღმოვაჩინე, რომ ყველა მიდიოდა ცალ-ცალკე და ცალ-ცალკე იცინოდა. ხალასი ერთად ყოფნა სრულებითაც არ იყო, რაც მიმზიდველი იქნებოდა. კოკაინს საერთოდ ვერ მივხვდი, არავითარი შედეგი არ ჰქონდა.

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ნარკოდამოკიდებულების პრობლემის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ახალგაზრდების დასაქმებასა და პერსპექტივას, რისი უქონლობაც მათ ნარკოტიკების მოხმარებისკენ უბიძგებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნაწილი ახალგაზრდებისა საზღვარგარეთაა, საქართველოში მცხოვრების ახალგაზრდების დიდი ნაწილი კი სხვადასხვა ნარკოტიკის მომხმარებელია, განსაკუთრებით რეგიონებში, რაც ერის გენეტიკურ დეგრადირებას იწვევს. ყოფილმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის არ უნდა აპატიმრებდნენ.

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია