პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უსუფაშვილი: დიდი შრომა მოგველის, რათა ხელშეკრულების ყველა საკითხი კანონმდებლობაში სათანადოდ აისახოს
უსუფაშვილი: დიდი შრომა მოგველის, რათა ხელშეკრულების ყველა საკითხი კანონმდებლობაში სათანადოდ აისახოს

სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნად აფა­სებს. პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა დღეს დღე­ვან­დე­ლი დღის შე­ფა­სე­ბით გახ­სნა. ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რა­ზე სა­უბ­რი­სას მან ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იმ სა­მუ­შა­ო­ზე, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პარ­ლა­მენ­ტმა უნდა გას­წი­ოს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ამ ის­ტო­რი­ულ დღეს, ის­ტო­რი­ულ სა­ა­თებ­ში და ის­ტო­რი­ულ წა­მებ­ში, როცა ჩვენ ვი­წყებთ პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს სხდო­მას, სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ემ­ზა­დე­ბი­ან ის­ტო­რი­ულ დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რი­სათ­ვის. ჩვენ ამ დო­კუ­მენტზე, ამ მოვ­ლე­ნა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რს ვი­სა­უბ­რებთ, მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტის კედ­ლებ­ში, რად­გან დღე­ი­დან, მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი მო­ე­წე­რე­ბა, დო­კუ­მენ­ტი უკვე პა­რალ­მენტს გად­მო­ე­ცე­მა. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის ის ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს და მო­ახ­დენს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას, ასე რომ ჩვენ პარ­ლა­მენტს გვე­კის­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­ში და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მისი შემ­დგო­მი იმპლე­მენ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი. მოგ­ვე­ლის ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მე იმი­სათ­ვის ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­კი­თხი და დე­ბუ­ლე­ბა სა­თა­ნა­დოდ აი­სა­ხოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი შრო­მა მო­უ­წევს არა მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტეტს, ამის­თვის დიდი ხა­ნია ვემ­ზა­დე­ბით, გა­ნა­ცხა­და, ბი­უ­როს სხდო­მა­ზე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ივ­ლი­სის თვე­ში პარ­ლამ­ნე­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით სხვა სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვას­თან ერ­თად მოხ­დე­ბა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

"ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თად კი­დევ ერთხელ ძა­ლი­ან კარ­გად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ ყვე­ლა იმ პრო­ცესს და პრო­ცე­დუ­რას, რაც უნდა მოჰ­ყვეს დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რას და სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ­თე­ბას ევ­რო­კავ­შირ­თან – ჯერ­ჯე­რო­ბით ასო­ცი­რე­ბის რე­ჟიმ­ში, მერე ვნა­ხოთ", - აღ­ნიშ­ნა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

უსუფაშვილი: დიდი შრომა მოგველის, რათა ხელშეკრულების ყველა საკითხი კანონმდებლობაში სათანადოდ აისახოს

უსუფაშვილი: დიდი შრომა მოგველის, რათა ხელშეკრულების ყველა საკითხი კანონმდებლობაში სათანადოდ აისახოს

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას პარლამენტის თავმჯდომარე ისტორიულ მოვლენად აფასებს. პარლამენტის სხდომა დავით უსუფაშვილმა დღეს დღევანდელი დღის შეფასებით გახსნა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა იმ სამუშაოზე, რაც ამ მიმართულებით პარლამენტმა უნდა გასწიოს.

"საქართველოს ამ ისტორიულ დღეს, ისტორიულ საათებში და ისტორიულ წამებში, როცა ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის ბიუროს სხდომას, საქართველოს წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ემზადებიან ისტორიულ დოკუმენტზე ხელმოწერისათვის. ჩვენ ამ დოკუმენტზე, ამ მოვლენაზე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ, მათ შორის პარლამენტის კედლებში, რადგან დღეიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელით ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, დოკუმენტი უკვე პარალმენტს გადმოეცემა. საქართველოს პარლამენტი იქნება ქვეყნის ის ორგანო, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და მოახდენს ხელშეკრულების რატიფიცირებას, ასე რომ ჩვენ პარლამენტს გვეკისრება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ხელშეკრულების გაფორმების პროცესში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი შემდგომი იმპლემენტაციის პროცესი. მოგველის ძალიან შრომატევადი საქმე იმისათვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა საკითხი და დებულება სათანადოდ აისახოს კანონმდებლობაში. ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიური შრომა მოუწევს არა მხოლოდ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, ამისთვის დიდი ხანია ვემზადებით, განაცხადა, ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივლისის თვეში პარლამნეტის რიგგარეშე სხდომების ინფორმაციით სხვა საპარლამენტო საკითხების განხილვასთან ერთად მოხდება ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება.

"ჩვენ ყველანი ერთად კიდევ ერთხელ ძალიან კარგად გავაანალიზებთ ყველა იმ პროცესს და პროცედურას, რაც უნდა მოჰყვეს დოკუმენტის ხელმოწერას და საქართველოს მიერთებას ევროკავშირთან – ჯერჯერობით ასოცირების რეჟიმში, მერე ვნახოთ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა