პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - დარწმუნებული ვარ, საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი - დარწმუნებული ვარ, საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შორს არ არის ის დღე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ევ­რო­პის ერ­თი­ა­ნი ოჯა­ხის - ევ­რო­კავ­ში­რის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა სწო­რედ ის სა­ძირ­კვე­ლია, რო­მელ­ზეც აშენ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით სა­ქარ­თვე­ლო წარ­მა­ტე­ბით გა­ივ­ლის ამ გზას.

"ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით სა­ქარ­თვე­ლო იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ეტა­პობ­რი­ვად და­ნერ­გოს ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბი, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­სა და ხალ­ხს კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას მო­უ­ტანს. ამ­დე­ნად, ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პე­ი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან ეტა­პობ­რი­ვი და­ახ­ლო­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლო მი­აღ­წევს ევ­რო­კავ­შირ­თან პო­ლი­ტი­კურ ასო­ცი­რე­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას, რაც ქვე­ყა­ნას მტკი­ცედ და­ა­კავ­ში­რებს ევ­რო­პულ სტრუქ­ტუ­რებ­თან. ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაა, ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დოთ ის სარ­გე­ბე­ლი და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ეს შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იწყე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის ახა­ლი ეტა­პი.

"ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იწყე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის ახა­ლი ეტა­პი - სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მოწ­ვე­ვე­ბით აღ­სავ­სე გზა ევ­რო­კავ­ში­რის­კენ, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­გან - მთავ­რო­ბის­გან, პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი­სა და მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან – მო­ი­თხოვს დიდ ძა­ლის­ხმე­ვას, თავ­და­დე­ბა­სა და ურ­თი­ერ­თთა­ნად­გო­მას", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ურ­ყე­ვი ნე­ბაა სა­ბო­ლო­ოდ და­იმ­კვიდ­როს ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი ევ­რო­პის ერ­თი­ან ოჯახ­ში.

"ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა სწო­რედ ის სა­ძირ­კვე­ლია, რო­მელ­ზეც აშენ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. ეს შე­თან­ხმე­ბა და გვეხ­მა­რე­ბა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში და მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი ოც­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ირაკლი ღარიბაშვილი - დარწმუნებული ვარ, საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება

ირაკლი ღარიბაშვილი - დარწმუნებული ვარ, საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება

დარწმუნებული ვარ, შორს არ არის ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ევროპის ერთიანი ოჯახის - ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმება სწორედ ის საძირკველია, რომელზეც აშენდება საქართველოს ევროპული მომავალი. ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველო წარმატებით გაივლის ამ გზას.

"ასოცირების შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას ეტაპობრივად დანერგოს ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები, რაც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს. ამდენად, ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა. ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოებით საქართველო მიაღწევს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც ქვეყანას მტკიცედ დააკავშირებს ევროპულ სტრუქტურებთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებით საზოგადოების ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ის სარგებელი და ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც ეს შეთანხმება ითვალისწინებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველოსთვის იწყება ევროინტეგრაციის პროცესის ახალი ეტაპი.

"ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველოსთვის იწყება ევროინტეგრაციის პროცესის ახალი ეტაპი - საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე გზა ევროკავშირისკენ, რომელიც თითოეული ჩვენგანისგან - მთავრობისგან, პოლიტიკური ძალებისა და მთელი საზოგადოებისგან – მოითხოვს დიდ ძალისხმევას, თავდადებასა და ურთიერთთანადგომას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ურყევი ნებაა საბოლოოდ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპის ერთიან ოჯახში.

"ასოცირების შეთანხმება სწორედ ის საძირკველია, რომელზეც აშენდება საქართველოს ევროპული მომავალი. ეს შეთანხმება და გვეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნის ევროპული ოცნების განხორციელებაში", - აღნიშნა პრემიერმა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა