ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიღწევად მიიჩნევს და დღევანდელ დღეს ელენე ხოშტარიას, სალომე სამადაშვილს, სერგი კაპანაძეს, თინა ბურჯალიანს, ეკატერინე ზღულაძეს, თორნიკე გორდაძეს, ვატო ლეჟავას, თამუნა კოვზირიძეს, თამარ თომაშვილსა და ნათია სამუშიას ულოცავს.
"გილოცავთ თქვენი შრომის დღევანდელ შედეგს. კარგები ხართ და დარწმუნებული ვარ, თქვენს გარეშე ეს დღე არ დადგებოდა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის dream team-ის წევრები ხართ და მალე ისევ სახელმწიფოს სახელით ისაუბრებთ - დარწმუნებული ვარ. მიუხედავად იმისა, თქვენ გსურთ, თუ არა", - წერს ჩერგოლეიშვილი.
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ბრიუსელში რამდენიმე წუთში გააფორმებს.