მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Ambebi.ge ბრიუსელიდან:ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაფორმებულია
Ambebi.ge ბრიუსელიდან:ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაფორმებულია

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა:

სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა. 1 135-გვერ­დი­ან დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რეს - სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა; ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან - ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჟოზე მა­ნუ­ელ ბა­რო­ზომ და ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა, ჰერ­მან ვან რომ­პე­იმ.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 28-ვე წევ­რი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის ხელ­მო­წე­რა ექ­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯი პარ­ლა­მენ­ტე­ბის მიერ დო­კუ­მენ­ტის რა­ტი­ფი­კა­ცი­აა.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლამ­დე მისი რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი 28 ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტებ­მა, ასე­ვე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. პირ­ვე­ლი ამ სი­ა­ში ლატ­ვია იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას 3 ივ­ლისს მო­ახ­დენს. ივ­ლის­ში გეგ­მავს დო­კუ­მენ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტიც. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სრუ­ლად ძა­ლა­ში შეს­ვლა 2015 წლის­თვის არის ნა­ვა­რა­უ­დე­ვი, თუმ­ცა უკვე მიმ­დი­ნა­რე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე წინმსწრე­ბად ამოქ­მედ­დე­ბა შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლი, მათ შო­რის DჩFთA - ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლომ და ევ­რო­კავ­შირ­მა უკვე მი­ი­ღეს "ასო­ცი­რე­ბის დღის წეს­რი­გი", რო­მე­ლიც ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის სამ­წლი­ან (2014-2016) გეგ­მას წარ­მო­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის პა­რა­ფი­რე­ბა 2013 წლის 29 ნო­ემ­ბერს, ქა­ლაქ ვილ­ნი­უს­ში, "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" სა­მიტ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და.

ლელა ბაღ­და­ვა­ძე, Ambebi.ge

ბრი­უ­სე­ლი

ბო­ლოს და­მა­ტე­ბუ­ლი:

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რებ­ლებს ბრი­უ­სე­ლი­დან მი­მარ­თა

ნა­ხეთ:

ის­ტო­რი­უ­ლი კად­რე­ბი: რო­გორ იბეჭ­დე­ბო­და ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ქარ­თვე­ლოს ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის 1 135-გვერ­დი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტი

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

რუ­სე­თის მუ­ქა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გამო - სერ­გეი ლავ­რო­ვი რუ­სე­თის "თავ­დაც­ვით ზო­მებ­ზე" გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს

Ambebi.ge ბრიუსელიდან:ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაფორმებულია

Ambebi.ge ბრიუსელიდან:ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაფორმებულია

ბოლო განახლება:

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. 1 135-გვერდიან დოკუმენტს ხელი მოაწერეს - საქართველოს მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა; ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ.

საბოლოო ჯამში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ორგანიზაციის 28-ვე წევრი ქვეყნის პირველი პირის ხელმოწერა ექნება.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი ნაბიჯი პარლამენტების მიერ დოკუმენტის რატიფიკაციაა.

ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე მისი რატიფიცირება საქართველოს, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის პარლამენტებმა, ასევე ევროპარლამენტმა უნდა განახორციელონ. პირველი ამ სიაში ლატვია იქნება, რომელიც ხელშეკრულების რატიფიცირებას 3 ივლისს მოახდენს. ივლისში გეგმავს დოკუმენტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტიც. ხელშეკრულების სრულად ძალაში შესვლა 2015 წლისთვის არის ნავარაუდევი, თუმცა უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე წინმსწრებად ამოქმედდება შეთანხმების ნაწილი, მათ შორის DჩFთA - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება.

საქართველომ და ევროკავშირმა უკვე მიიღეს "ასოცირების დღის წესრიგი", რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას წარმოადგენს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება 2013 წლის 29 ნოემბერს, ქალაქ ვილნიუსში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე განხორციელდა.

ლელა ბაღდავაძე, Ambebi.ge

ბრიუსელი

ბოლოს დამატებული:

ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ბრიუსელიდან მიმართა

ნახეთ:

ისტორიული კადრები: როგორ იბეჭდებოდა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების 1 135-გვერდიანი დოკუმენტი

ასევე დაგაინტერესებთ:

რუსეთის მუქარა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გამო - სერგეი ლავროვი რუსეთის "თავდაცვით ზომებზე" განცხადებას აკეთებს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა