პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა კონსტანტინე ფეხსაცმლის ძირებსა და საკანალიზაციო ჭებზე გამოსახულ ჯვრებზე
მამა კონსტანტინე ფეხსაცმლის ძირებსა და საკანალიზაციო ჭებზე გამოსახულ ჯვრებზე

ცოტა ხნის წინ მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში ვაჟა ფშა­ვე­ლას საფ­ლავს ჯვა­რი და­ა­მაგ­რეს, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ძეგლის კონ­ცეფ­ცი­ას და მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშს ხელ­ყოფს. ამ ფაქტთან ყო­ველ­გვარ კავ­შირს უარ­ყოფს ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თუმ­ცა მათ აქვთ პრო­ექ­ტი, რომ პან­თე­ონ­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა საფ­ლავ­ზე და­მაგრდეს ჯვა­რი. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, მამა კოს­ტან­ტი­ნე გი­ორ­გა­ძეს და კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ:

- რო­დე­საც პან­თე­ონ­ში საფ­ლა­ვებ­ზე ავ­დი­ო­დი და პა­ნაშ­ვი­დებს ვუხ­დი­დი, ვხე­დავ­დი, რომ ბევრ საფ­ლავს ჯვა­რი სა­ერ­თოდ არ აქვს. ქრის­ტი­ა­ნი კაცი ვარ და ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ეს რომ შე­ვამ­ჩნიე. მერე მივ­წე­რე მე­რი­ას, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ ყვე­ლა საფ­ლავს ექ­ნე­ბო­და ჯვა­რი.

- მა­მაო, აქ გან­სვე­ნე­ბულ­თა უმე­ტე­სო­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კუთ­ვნი­ლე­ბაა, მათ შო­რის მუს­ლი­მი ქარ­თვე­ლე­ბი­საც...

- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის საფ­ლავ­ზე ახ­ლაც არის ჯვა­რი და ეს აბ­რკო­ლებს ვინ­მეს? რა, რად­გან მუს­ლიმს ეწყი­ნე­ბა, ქრის­ტი­ა­ნის საფ­ლავ­ზე ჯვა­რი არ უნდა იყოს? ეს არაა სწო­რი მიდ­გო­მა.

- ახ­ლა­ხან ვაჟა-ფშა­ვე­ლას საფ­ლავს და­ად­გეს ჯვა­რი, ამა­ზე თუ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია?

- არა, არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ თუ ჯვა­რი დად­გეს კარ­გია, თუმ­ცა თუ ჯვა­რი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ძეგლის კო­ცეფ­ცი­ას, ვინც და­ა­მაგ­რა, იმას პა­სუ­ხი უნდა მოს­თხო­ვოთ. ჩემი იდე­ის მი­ხედ­ვით ყვე­ლა ჯვა­რი უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს კონ­კრე­ტუ­ლი საფ­ლა­ვის კონ­ცეფ­ცი­ას. სამ­წუ­ხა­როდ, მე­რი­ამ ამ თე­მის მი­მართ უყუ­რა­დღე­ბო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და დღეს ეს თემა მი­ჩუ­მა­თე­ბუ­ლია.

მე გირ­ჩევ­დით იმა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა, რომ ქა­ლაქ­ში, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ჭის თა­ვებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ორ­თო­დოქ­სუ­ლი ჯვრე­ბი და ეს გა­კეთ­და სპე­ცი­ა­ლუ­რად, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ფეხი და­ად­გან. 100 000 მო­წა­მე იმი­ტომ ეწა­მა, რომ ჯვარს არ და­და­გეს ფეხი და ახლა კი სა­კუ­თა­რი ნე­ბით გვად­გმე­ვი­ნე­ბენ ჯვარ­ზე ფეხს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მამა კონსტანტინე ფეხსაცმლის ძირებსა და საკანალიზაციო ჭებზე გამოსახულ ჯვრებზე

მამა კონსტანტინე ფეხსაცმლის ძირებსა და საკანალიზაციო ჭებზე გამოსახულ ჯვრებზე

ცოტა ხნის წინ მთაწმინდის პანთეონში ვაჟა ფშაველას საფლავს ჯვარი დაამაგრეს, რომელიც არ შეესაბამება ძეგლის კონცეფციას და მარტივად რომ ვთქვათ, ხელოვნების ნიმუშს ხელყოფს. ამ ფაქტთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება, თუმცა მათ აქვთ პროექტი, რომ პანთეონში არსებულ ყველა საფლავზე დამაგრდეს ჯვარი. ჩვენ დავუკავშირდით საზოგადოების ხელმძღვანელს, მამა კოსტანტინე გიორგაძეს და კომენტარი ვთხოვეთ:

- როდესაც პანთეონში საფლავებზე ავდიოდი და პანაშვიდებს ვუხდიდი, ვხედავდი, რომ ბევრ საფლავს ჯვარი საერთოდ არ აქვს. ქრისტიანი კაცი ვარ და ძალიან გამიკვირდა, ეს რომ შევამჩნიე. მერე მივწერე მერიას, რომ კარგი იქნებოდა, თუ ყველა საფლავს ექნებოდა ჯვარი.

- მამაო, აქ განსვენებულთა უმეტესობა მთელი საქართველოს კუთვნილებაა, მათ შორის მუსლიმი ქართველებისაც...

- ილია ჭავჭავაძის საფლავზე ახლაც არის ჯვარი და ეს აბრკოლებს ვინმეს? რა, რადგან მუსლიმს ეწყინება, ქრისტიანის საფლავზე ჯვარი არ უნდა იყოს? ეს არაა სწორი მიდგომა.

- ახლახან ვაჟა-ფშაველას საფლავს დაადგეს ჯვარი, ამაზე თუ გაქვთ ინფორმაცია?

- არა, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ თუ ჯვარი დადგეს კარგია, თუმცა თუ ჯვარი არ შეესაბამება ძეგლის კოცეფციას, ვინც დაამაგრა, იმას პასუხი უნდა მოსთხოვოთ. ჩემი იდეის მიხედვით ყველა ჯვარი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული საფლავის კონცეფციას. სამწუხაროდ, მერიამ ამ თემის მიმართ უყურადღებობა გამოიჩინა და დღეს ეს თემა მიჩუმათებულია.

მე გირჩევდით იმაზე გაამახვილოთ ყურადღება, რომ ქალაქში, საკანალიზაციო ჭის თავებზე გამოსახულია ორთოდოქსული ჯვრები და ეს გაკეთდა სპეციალურად, რომ ადამიანებმა ფეხი დაადგან. 100 000 მოწამე იმიტომ ეწამა, რომ ჯვარს არ დადაგეს ფეხი და ახლა კი საკუთარი ნებით გვადგმევინებენ ჯვარზე ფეხს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ