მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის მინისტრის მეუღლე - "მაპი მოიტათ-მეთქი, ეგდოს უჯრაში"
თავდაცვის მინისტრის მეუღლე - "მაპი მოიტათ-მეთქი, ეგდოს უჯრაში"

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"პლა­ნე­ტა­ზე გვაქვს 196 ქვე­ყა­ნა, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აქე­დან ზუს­ტი რი­ცხვი თვლით არ ვიცი რამ­დე­ნია, ჰა, ჰა, 30-ს ვვა­რა­უ­დობ, და­ახ­ლო­ე­ბით, რაც დი­ლი­დან გა­დავ­თვა­ლე. კაც­მა რომ თქვას, ასეც და ისეც ევ­რო­პე­ლო­ბა მირ­ჩევ­ნია სუ­პერ­სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის ჭყლე­ტა­ში მო­ყო­ლას. გან­ვი­თა­რე­ბულ სამ­ყა­როს­თან დღე­ვან­დე­ლი მი­ახ­ლო­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­დას­ტუ­რე­ბა მი­ხა­რია.

მაგ­რამ მაპი მო­ი­ტათ-მეთ­ქი, ეგ­დოს უჯ­რა­ში, თო­რემ უხა­სი­ა­თოდ შე­ვიქ­ნე­ბი...

რა­ღაც შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ. ია­რუს­ზე დაგ­ვსვეს. ნუ კარ­გი, რა გა­ე­წყო­ბა, და­ვი­წყოთ ასე და მერე იდაყ­ვე­ბით მივ­წი-მოვ­წი­ოთ, გა­ვიკ­ვლი­ოთ ლო­ჟის­კენ გზა. ახალ­გაღ­ვი­ძე­ბულს ძა­ლი­ან მინ­დო­და მაპი, კონ­კრე­ტუ­ლად მაპი, მაგ­რამ დიდ­ხანს ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ შე­მიძ­ლია და დავ­ყა­ბულ­დი. დრო­ე­ბით, ცხა­დია.

ევ­რო­პას რომ უკეთ გა­ვუ­ში­ნა­ურ­დე­ბით და თუ გვე­ღირ­სა, ტვი­ნე­ბი გაგ­ვის­ხი­ვოსნ­და და ეკო­ნო­მი­კაც კარ­გად ავა­მუ­შა­ვეთ, ამა­სო­ბა­ში აფხა­ზე­ბიც და ოსე­ბიც მიხ­ვდე­ბი­ან, რომ მი­უ­ხე­და­ვად ათა­სი შეც­დო­მი­სა, ერთი სის­ხლის ვართ და აღ­ვად­გენთ ერთ ოჯა­ხად ცხოვ­რე­ბას და ამა­სო­ბა­ში, მერე მაპს რომ მოგ­ვცე­მენ, აღარ ავი­ღოთ, ამა­ყად უკან გა­ვუ­წო­დოთ და ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი გა­მო­ვა­ცხა­დოთ.

აი ასე. მო­ვირ­გე დიდი პო­ლი­ტი­კა ოც­ნე­ბა­ში.

ამ ჩვენს ერ­თი­ციც­ქნა ქვე­ყა­ნას სა­კუ­თა­რი ან­ბა­ნი და ენა ალ­ბათ მტრის­გან სა­ი­დუმ­ლოს და­სა­ცა­ვად დას­ჭირ­და? ასე თუ ისე, ნამ­დვი­ლად არ ვართ ხელ­წა­მო­სა­კა­რა­ვი და არა­სა­ინ­ტე­რე­სო ხალ­ხი", - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა დღეს, ბრი­უ­სე­ლის დრო­ით 09:00 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის დრო­ით კი 11:00 სა­ათ­ზე გა­ფორმ­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე: სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას 28 ქვეყ­ნის ხელ­მო­წე­რა ექ­ნე­ბა

ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი მო­ნა­პო­ვა­რი: ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის თით­ქმის ყვე­ლა პრო­დუქ­ტი სა­ბა­ჟო ტა­რი­ფის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თავდაცვის მინისტრის მეუღლე - "მაპი მოიტათ-მეთქი, ეგდოს უჯრაში"

თავდაცვის მინისტრის მეუღლე - "მაპი მოიტათ-მეთქი, ეგდოს უჯრაში"

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"პლანეტაზე გვაქვს 196 ქვეყანა, განვითარებული აქედან ზუსტი რიცხვი თვლით არ ვიცი რამდენია, ჰა, ჰა, 30-ს ვვარაუდობ, დაახლოებით, რაც დილიდან გადავთვალე. კაცმა რომ თქვას, ასეც და ისეც ევროპელობა მირჩევნია სუპერსახელმწიფოებს შორის ჭყლეტაში მოყოლას. განვითარებულ სამყაროსთან დღევანდელი მიახლოების ოფიციალური დადასტურება მიხარია.

მაგრამ მაპი მოიტათ-მეთქი, ეგდოს უჯრაში, თორემ უხასიათოდ შევიქნები...

რაღაც შემოუთავაზებიათ. იარუსზე დაგვსვეს. ნუ კარგი, რა გაეწყობა, დავიწყოთ ასე და მერე იდაყვებით მივწი-მოვწიოთ, გავიკვლიოთ ლოჟისკენ გზა. ახალგაღვიძებულს ძალიან მინდოდა მაპი, კონკრეტულად მაპი, მაგრამ დიდხანს ნერვიულობა არ შემიძლია და დავყაბულდი. დროებით, ცხადია.

ევროპას რომ უკეთ გავუშინაურდებით და თუ გვეღირსა, ტვინები გაგვისხივოსნდა და ეკონომიკაც კარგად ავამუშავეთ, ამასობაში აფხაზებიც და ოსებიც მიხვდებიან, რომ მიუხედავად ათასი შეცდომისა, ერთი სისხლის ვართ და აღვადგენთ ერთ ოჯახად ცხოვრებას და ამასობაში, მერე მაპს რომ მოგვცემენ, აღარ ავიღოთ, ამაყად უკან გავუწოდოთ და ნეიტრალიტეტი გამოვაცხადოთ.

აი ასე. მოვირგე დიდი პოლიტიკა ოცნებაში.

ამ ჩვენს ერთიციცქნა ქვეყანას საკუთარი ანბანი და ენა ალბათ მტრისგან საიდუმლოს დასაცავად დასჭირდა? ასე თუ ისე, ნამდვილად არ ვართ ხელწამოსაკარავი და არასაინტერესო ხალხი", - წერს ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება დღეს, ბრიუსელის დროით 09:00 საათზე, თბილისის დროით კი 11:00 საათზე გაფორმდება.

იხილეთ ასევე: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას 28 ქვეყნის ხელმოწერა ექნება

ასოცირების ხელშეკრულების პირველი მონაპოვარი: ქართული წარმოების თითქმის ყველა პროდუქტი საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"