პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღვინის კულტურის ქვეყანაში ქალის კალოშით, ტაშტით სვამენ ღვინოს და ესაა უბედურება" - რობის "პირში ძრახვა მოყვარე" ქართველებს
"ღვინის კულტურის ქვეყანაში ქალის კალოშით, ტაშტით სვამენ ღვინოს და ესაა უბედურება" - რობის "პირში ძრახვა მოყვარე" ქართველებს

"ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მუ­სი­კოს­მა რობი კუ­ხი­ა­ნი­ძემ აგ­რე­სი­უ­ლი სტა­ტუ­სი და­წე­რა. "რუ­სე­თე­ლე­ბის მომ­ხრე­თა დე­დას შევ***არე, და­ა­კო­მენ­ტა­რეთ",- წერს მუ­სი­კო­სი სა­კუ­თარ გვერ­დზე. ამის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­სა და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ Ambebi.ge მუ­სი­კოსს და­უ­კავ­შირ­და და შე­დე­გად სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვიუ მი­ვი­ღეთ. ნათ­ქვა­მია, "მოყ­ვა­რეს პირ­ში უძ­რა­ხეო", და რო­ბიც ასე მო­იქ­ცა...

- ბა­ტო­ნო რობი, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მით რუ­სე­თის და მისი მომ­ხრე­ე­ბის მი­მართ სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა?

- შე­იძ­ლე­ბა თქვენ ხე­დავთ აგ­რე­სი­ას. მე უბ­რა­ლოდ სის­ტე­მე­ბი არ მიყ­ვარს. ეტყო­ბა რა­ღა­ცა კო­მენ­ტა­რი მო­ვის­მი­ნე ტე­ლე­ვი­ზორ­ში და ამან გა­მა­ღი­ზი­ა­ნა. ზუს­ტად აღარ მახ­სოვს. მე ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს რუსი, როცა სის­ტე­მა­ზე და პუ­ტინ­ზე იწყე­ბა ლა­პა­რა­კი, არ მსი­ა­მოვ­ნებს, ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი რუ­სე­თის და ამე­რი­კის წი­ნა­აღ­მდეგ არ უნდა იბ­რძოდ­ნენ, მე პა­ცე­ფის­ტი ადა­მი­ა­ნი ვარ და წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ყვე­ლა­ნა­ი­რი ომის და ძა­ლა­დო­ბის. პო­ლი­ტი­კა ჩემ­თვის არის, ბავ­შვო­ბა­ში სი­ლა­ში მან­ქა­ნო­ბა­ნას რომ ვთა­მა­შობ­დით. მა­გან გა­მო­მიყ­ვა­ნა წყო­ბი­დან, მა­პა­ტი­ონ იმის­თვის, რომ ასე მო­ვის­ხე­ნიე ისი­ნი. ქუ­თა­ი­სე­ლი კაცი ვარ და ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი ევ­რო­პე­ლე­ბი ვართ. ახლა ასო­ცი­რე­ბას, რომ მი­ვი­ღებთ, გა­ერ­თი­ან­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო. იმ­დე­ნად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლია ყვე­ლა მთავ­რო­ბა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მა­ინც ოჯა­ხის დო­ნემ­დე და­დის მთე­ლი პო­ლი­ტი­კა. თქვენ რამ­დე­ნი გაქვთ პრე­მია?

- მე არ მაქვს პრე­მია...

- მა­გა­ზეა სა­უ­ბა­რი. ხალ­ხი მში­ე­რია, იმის გა­მარ­თლე­ბა, რომ სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი და პრე­მია ავი­ღე, ზედ­მე­ტია. ასე თუ გაგ­რძელ­დე­ბა, მერე სტა­ლინს მო­ი­თხო­ვენ. სა­ნამ არ იქ­ნე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვის უფ­ლე­ბა და­ცუ­ლი, არა­ფერს აზრი არ აქვს. ისეთ სა­ხელ­მწი­ფო­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის 80 % სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ არის, მო­ხუ­ცებს პენ­სი­ე­ბიც აღარ აქვთ, არც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და­პი­რე­ბუ­ლი კბი­ლე­ბი. მო­ხა­რუ­ლი და უბედ­ნი­ე­რე­სი ვიქ­ნე­ბი, ისე­თი სა­ქარ­თვე­ლო იყოს, სა­დაც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხალ­ხი, "პო­ლის" ჯო­ხე­ბი, თო­ხე­ბი, ცო­ცხე­ბი არ იქ­ნე­ბა. არა­ვის არ აქვს უფ­ლე­ბა, ჩემი და შენი ფული საქ­ველ­მოქ­მე­დოდ გა­და­რი­ცხონ. მოგ­ვცენ ჩვე­ნი ფული და ჩვენ მი­ვუ­ტანთ იმ ბავ­შვებს და მო­ხუ­ცებს, ვი­საც ეკუთ­ვნის.

- ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილს გუ­ლის­ხმობთ?

- კონ­კრე­ტუ­ლად არა­ვინ მი­გუ­ლის­ხმია, არ ვიცი, ვის რა გა­და­უ­რი­ცხეს. რა­საც ვუ­ყუ­რებ, ისეთ ფულ­ზეა ლა­პა­რა­კი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. ერთი კლი­ნი­კა მა­ინც აა­შე­ნონ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის, მე­გობ­რე­ბი მყავს, რომ­ლე­ბიც ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და მა­ღა­ზი­ა­ში ვერ მი­დი­ან სი­გა­რე­ტის სა­ყიდ­ლად. ხომ შე­იძ­ლე­ბა, გა­ა­კე­თონ გზე­ბი და იგო­რი­ა­ლონ თა­ვი­სუფ­ლად. ამე­რი­კას თუ შე­ვა­და­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს, იმ ეტაპ­ზე ვართ, რა ეტაპ­ზეც ამე­რი­კა იყო 30-იან წლებ­ში. თუ არ გა­დაგ­ვყლა­პა რო­მე­ლი­მე მონ­სტრმა, ჩვენც მი­ვაღ­წევთ გან­ვი­თა­რე­ბას.

- ბოლო დროს აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თქვენ რო­გორ უყუ­რებთ უმ­ცი­რე­სო­ბას?

- რუ­სებ­მა მა­გა­ლი­თად, აკ­რძა­ლეს უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი, მე ეს არ მა­წუ­ხებს, შარ­შან რომ მოხ­და ამ­ბა­ვი, მარ­შუტ­კა რომ ჩა­მო­ა­ტა­რეს, სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი არ იჯდა იქ, ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ის­ხდნენ, რომ­ლე­ბიც დი­ზა­ინს, რე­ჟი­სუ­რას ა.შ არი­ან ამო­ფა­რე­ბუ­ლი. უმ­ცი­რე­სო­ბა­ში ჩვენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი არ არის და­ცუ­ლი. ჰა­შიშ­ზე იჭე­რენ ბავ­შვებს, მო­სა­წევ­ზე 14 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას უს­ჯი­ან. როცა შე­გიძ­ლია ატო­მი და­ამ­ზა­დო კუს­ტა­რუ­ლად და 4-7 წლამ­დე გა­პა­ტიმ­რე­ბენ. ღვი­ნის კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლის კა­ლო­შით, ტაშ­ტით სვა­მენ ღვი­ნოს და ესაა უბე­დუ­რე­ბა. ყვე­ლა­ზე ცუდი, რაც არის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისაა, რომ კულ­ტუ­რას მარ­თა­ვენ, კულ­ტუ­რით უნდა სარ­გებ­ლობ­დეს სა­ხელ­მწი­ფო. სა­ნამ კულ­ტუ­რუ­ლი არ იქ­ნე­ბა ერი, აზრი არ აქვს არა­ფერს. მინ­და ზურგჩან­თა გა­და­კი­დე­ბულ­მა ფე­ხით ვი­ა­რო ქვე­ყა­ნა­ში და ვი­ღა­ცა ია­რა­ღი­ა­ნი არ შემ­ხვდეს მეტ­რო­ში. ამას ხომ ბავ­შვე­ბი უყუ­რე­ბენ? მინ­და სა­თა­მა­შო ია­რა­ღიც არ იყი­დე­ბო­დეს მა­ღა­ზი­ებ­ში. ია­რა­ღის ტოლ­ფა­სია "ბარ­ბიც", რად­გან ადრე აყა­ლი­ბებს ბავ­შვს, ხვდე­ბით ალ­ბათ, რა­საც ვგუ­ლის­ხმობ, მაგ­რამ იყოს "ბარ­ბი", ია­რაღს ჯო­ბია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ღვინის კულტურის ქვეყანაში ქალის კალოშით, ტაშტით სვამენ ღვინოს და ესაა უბედურება" - რობის "პირში ძრახვა მოყვარე" ქართველებს

"ღვინის კულტურის ქვეყანაში ქალის კალოშით, ტაშტით სვამენ ღვინოს და ესაა უბედურება" - რობის "პირში ძრახვა მოყვარე" ქართველებს

"ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მუსიკოსმა რობი კუხიანიძემ აგრესიული სტატუსი დაწერა. "რუსეთელების მომხრეთა დედას შევ***არე, დააკომენტარეთ",- წერს მუსიკოსი საკუთარ გვერდზე. ამის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ქართული საზოგადოების პრობლემებზე სასაუბროდ Ambebi.ge მუსიკოსს დაუკავშირდა და შედეგად საინტერესო ინტერვიუ მივიღეთ. ნათქვამია, "მოყვარეს პირში უძრახეო", და რობიც ასე მოიქცა...

- ბატონო რობი, რამ განაპირობა ასეთი აგრესიული ფორმით რუსეთის და მისი მომხრეების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირება?

- შეიძლება თქვენ ხედავთ აგრესიას. მე უბრალოდ სისტემები არ მიყვარს. ეტყობა რაღაცა კომენტარი მოვისმინე ტელევიზორში და ამან გამაღიზიანა. ზუსტად აღარ მახსოვს. მე ბევრი მეგობარი მყავს რუსი, როცა სისტემაზე და პუტინზე იწყება ლაპარაკი,  არ მსიამოვნებს, ჩვენი ბავშვები რუსეთის და ამერიკის წინააღმდეგ არ უნდა იბრძოდნენ, მე პაცეფისტი ადამიანი ვარ და წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ომის და ძალადობის. პოლიტიკა ჩემთვის არის, ბავშვობაში სილაში მანქანობანას რომ ვთამაშობდით. მაგან გამომიყვანა წყობიდან, მაპატიონ იმისთვის, რომ ასე მოვისხენიე ისინი. ქუთაისელი კაცი ვარ და ქუთაისელები ევროპელები ვართ. ახლა ასოცირებას, რომ მივიღებთ, გაერთიანდება საქართველო. იმდენად მოუმზადებელია ყველა მთავრობა, პოლიტიკოსები, მაინც ოჯახის დონემდე დადის მთელი პოლიტიკა. თქვენ რამდენი გაქვთ პრემია?

- მე არ მაქვს პრემია...

- მაგაზეა საუბარი. ხალხი მშიერია, იმის გამართლება, რომ სახელფასო დანამატი და პრემია ავიღე, ზედმეტია. ასე თუ გაგრძელდება, მერე სტალინს მოითხოვენ. სანამ არ იქნება თითოეული ბავშვის უფლება დაცული, არაფერს აზრი არ აქვს. ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც მოსახლეობის 80 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, მოხუცებს პენსიებიც აღარ აქვთ, არც წინასაარჩევნოდ დაპირებული კბილები. მოხარული და უბედნიერესი ვიქნები, ისეთი საქართველო იყოს, სადაც გაბრაზებული ხალხი, "პოლის" ჯოხები, თოხები, ცოცხები არ იქნება. არავის არ აქვს უფლება, ჩემი და შენი ფული საქველმოქმედოდ გადარიცხონ. მოგვცენ ჩვენი ფული და ჩვენ მივუტანთ იმ ბავშვებს და მოხუცებს, ვისაც ეკუთვნის.

- ირაკლი შიხიაშვილს გულისხმობთ?

- კონკრეტულად არავინ მიგულისხმია, არ ვიცი, ვის რა გადაურიცხეს. რასაც ვუყურებ, ისეთ ფულზეა ლაპარაკი გაოგნებული ვარ. ერთი კლინიკა მაინც ააშენონ დაავადებული ბავშვებისთვის, მეგობრები მყავს, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან და მაღაზიაში ვერ მიდიან სიგარეტის საყიდლად. ხომ შეიძლება,  გააკეთონ გზები და იგორიალონ თავისუფლად. ამერიკას თუ შევადარებთ საქართველოს, იმ ეტაპზე ვართ, რა ეტაპზეც ამერიკა იყო 30-იან წლებში. თუ არ გადაგვყლაპა რომელიმე მონსტრმა, ჩვენც მივაღწევთ განვითარებას.

- ბოლო დროს აქტუალური გახდა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა საქართველოში, თქვენ როგორ უყურებთ უმცირესობას?

- რუსებმა მაგალითად, აკრძალეს უმცირესობები, მე ეს არ მაწუხებს, შარშან რომ მოხდა ამბავი, მარშუტკა რომ ჩამოატარეს, სექსუალური უმცირესობის წევრი არ იჯდა იქ, ცნობილი სახეები ისხდნენ, რომლებიც დიზაინს, რეჟისურას ა.შ არიან ამოფარებული. უმცირესობაში ჩვენნაირი ადამიანები არიან საქართველოში, რადგან ჩვენი უფლებები არ არის დაცული. ჰაშიშზე იჭერენ ბავშვებს, მოსაწევზე 14 წლამდე პატიმრობას უსჯიან. როცა შეგიძლია ატომი დაამზადო კუსტარულად და 4-7 წლამდე გაპატიმრებენ. ღვინის კულტურის ქვეყანაში ქალის კალოშით, ტაშტით სვამენ ღვინოს და ესაა უბედურება. ყველაზე ცუდი, რაც არის საქართველოში, ისაა, რომ კულტურას მართავენ, კულტურით უნდა სარგებლობდეს სახელმწიფო. სანამ კულტურული არ იქნება ერი, აზრი არ აქვს არაფერს. მინდა ზურგჩანთა გადაკიდებულმა ფეხით ვიარო ქვეყანაში და ვიღაცა იარაღიანი არ შემხვდეს მეტროში. ამას ხომ ბავშვები უყურებენ? მინდა სათამაშო იარაღიც არ იყიდებოდეს მაღაზიებში. იარაღის ტოლფასია "ბარბიც", რადგან ადრე აყალიბებს ბავშვს, ხვდებით ალბათ, რასაც ვგულისხმობ, მაგრამ იყოს "ბარბი", იარაღს ჯობია.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება