მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო დღეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს
საქართველო დღეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს

სა­ქარ­თვე­ლო დღეს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ა­წერს ხელს. დო­კუ­მენტს სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან ხელს მო­ა­წერს ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ხოლო ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან - ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი ჟოზე მა­ნუ­ელ ბა­რო­ზო და ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი ჰერ­მან ვან რომ­პეი.

ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა 1+4 ფორ­მა­ტით გა­ნი­სა­ზღვრა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გარ­და დე­ლე­გა­ცი­ა­ში ოთხი მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა - სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მაია ფან­ჯი­კი­ძე, ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტერ­გა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი.

ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 09.00, ხოლო თბი­ლი­სის დრო­ით 11:00 სა­ათ­ზე შედ­გე­ბა. ბრი­უ­სე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რას სა­ზე­ი­მოდ გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხვდე­ბა. ლუქ­სემ­ბურ­გის მო­ე­დან­ზე გა­მო­ფე­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი. დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბი­დან შე­ი­ტყოს.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის პა­რა­ფი­რე­ბა 2013 წლის 29 ნო­ემ­ბერს, ქა­ლაქ ვილ­ნი­უს­ში, "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" სა­მიტ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

საქართველო დღეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს

საქართველო დღეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს

საქართველო დღეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი.

ქართული დელეგაციის შემადგენლობა 1+4 ფორმატით განისაზღვრა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გარდა დელეგაციაში ოთხი მინისტრი იქნება - საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ადგილობრივი დროით 09.00, ხოლო თბილისის დროით 11:00 საათზე შედგება. ბრიუსელი საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას საზეიმოდ გაფორმებული ხვდება. ლუქსემბურგის მოედანზე გამოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. დამთვალიერებელს შეუძლია საქართველოს შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო ბუკლეტებიდან შეიტყოს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება 2013 წლის 29 ნოემბერს, ქალაქ ვილნიუსში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა