კუს ტბაში უცხოელი დაიხრჩო

კუს ტბაში უცხოელი დაიხრჩო

კუს ტბაში დღეს უცხოელი დაიხრჩო. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, 26 წლის მამაკაცი სავარაუდოდ საფრანგეთის მოქალაქე იყო. მათივე ცნობით, მამაკაცის პოვნა სამძებრო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, რამდენიმე საათის წინ მოხერხდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, მის მეგობრებს მამაკაცი ჯერ ტყეში ეგონათ შესული, თუმცა მას შემდეგ, რაც არ გამოჩნდა, მისი ძებნა მაშველებმა წყალში დაიწყეს და დამხრჩვალი იპოვეს.

გარდაცვლილს სავარაუდოდ ეპილეფსია ჰქონდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია