მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილს ამბოხის გრძნობა აწუხებს
ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილს ამბოხის გრძნობა აწუხებს

რუსა ამი­რე­ჯიბს 12 ივ­ნისს ნო­ვე­ლე­ბის კრე­ბუ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია ჰქონ­და. წიგნ­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით "ხმა", 30 ნო­ვე­ლაა შე­სუ­ლი, რო­მე­ლიც ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­შია და­წე­რი­ლი. როცა "მწერ­ლის ან­კე­ტის" სტუმ­რად მო­ვიწ­ვი­ეთ, რუ­სამ გვთხო­ვა, ან­კე­ტა წე­რი­ლო­ბით მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა. თა­ვად შე­ვავ­სებ, რად­გან წერა სა­უ­ბარ­ზე უკეთ მე­ხერ­ხე­ბაო...

სა­ხე­ლი გვა­რი: რუსა ამი­რე­ჯი­ბი.

პრო­ფე­სია: მწე­რა­ლი

ვი­ყა­ვი...

გუ­ლუბ­რყვი­ლო, თავ­ნე­ბა და ქა­რაფ­შუ­ტა

ვარ...

თავ­ნე­ბა, არა­გუ­ლუბ­რყვი­ლო, არა­ქა­რაფ­შუ­ტა

და­უ­ვი­წყა­რი მო­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან დღემ­დე მოგ­ყვე­ბათ...

ასე­თი უამ­რა­ვი მაქვს, თით­ქმის ყვე­ლა ჩემს ბავ­შვო­ბას, ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებ­სა და ბავ­შვურ სი­ტუ­ა­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა.

ოჯა­ხი...

არ ვიცი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ თე­მა­ზე რა გი­თხრათ, მაქვს ოჯა­ხი ისე - რო­გორც ყვე­ლას. უბ­რა­ლოდ, არ მყავს ქმა­რი.

მიმი (შვი­ლი)... მიყ­ვარს ინ­სტინ­ქტუ­რად, ბი­ო­ლო­გი­უ­რად, გო­ნე­ბი­თა და მთე­ლი გუ­ლით. რა არ­ჩე­ვა­ნიც უნდა გა­ა­კე­თოს ცხოვ­რე­ბა­ში, გვერ­დში და­ვუდ­გე­ბი, მთა­ვა­რია, ის აკე­თოს, რაც კარ­გად ეხერ­ხე­ბა და თან უყ­ვარს. არ მივ­ცემ უფ­ლე­ბას, ლო­ი­ა­ლუ­რო­ბა და­კარ­გოს. ჩვენ - მე­გობ­რე­ბი ვართ.

წერა და­ვი­წყე, როცა...

14 წლის ვი­ყა­ვი. თუმ­ცა ამას სე­რი­ო­ზუ­ლად 33 წლი­სამ შევ­ხე­დე. პირ­ვე­ლი ჩემი მო­თხრო­ბა "ცხე­ლი შო­კო­ლა­დის" ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და­ბეჭ­და მახო ხარ­ბე­დი­ამ. მე­ო­რედ "ლი­ტე­რა­ტუ­რულ პა­ლიტ­რა­ში" "ფეხ­საც­მე­ლი" და­ი­ბეჭ­და. 2010 წელს "ფეხ­საც­მე­ლი" 39 რჩე­ულ მო­თხრო­ბას შო­რის მოხ­ვდა და ამის მერე სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მა­ში ვი­ბეჭ­დე­ბი.

დღეს ვწერ...

მცი­რე ზო­მის ერთ წიგნს, რო­მელ­საც ჰქვია "ნის­ლი", შედ­გე­ბა მოკ­ლე თა­ვე­ბი­სა­გან, არის ფსი­ქო­ლო­გი­ურ-ფან­ტას­ტი­კუ­რი ტრი­ლე­რი. მთა­ვა­რი აზრი: ადა­მი­ა­ნე­ბი "დღის შუქ­ზე" ვმა­ლავთ სა­კუ­თარ თავს, ხოლო "არა­ხილ­ვად" გა­რე­მო­ში - ვამ­ჟღავ­ნებთ. ისევ ვამ­ბობ სი­მარ­თლეს, უპი­რა­ტე­სო­ბას… ვა­ნი­ჭებ ემო­ცი­ებს, ერთ-ერთ ხა­ზად ჩვე­ნი რე­ლი­გია მიჰ­ყვე­ბა. ნა­წყვე­ტი გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა "ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­ზეთ­ში", ხოლო მე­ო­რე ნა­წყვე­ტი – "ლი­ტე­რა­ტუ­რულ პა­ლიტ­რა­ში". სა­ერ­თოდ, ვწერ სი­მარ­თლეს და ვარ სუ­ბი­ექ­ტუ­რი იმ სა­კი­თხებ­ში, რაც არ მომ­წონს, რად­გან ამ ხერ­ხით არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად იკი­თხე­ბა ის, რაც მომ­წონს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილს ამბოხის გრძნობა აწუხებს

ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილს ამბოხის გრძნობა აწუხებს

რუსა ამირეჯიბს 12 ივნისს ნოველების კრებულის პრეზენტაცია ჰქონდა. წიგნში, სახელწოდებით ''ხმა'', 30 ნოველაა შესული, რომელიც ხუთი წლის განმავლობაშია დაწერილი. როცა ''მწერლის ანკეტის'' სტუმრად მოვიწვიეთ, რუსამ გვთხოვა, ანკეტა წერილობით მიგვეწოდებინა. თავად შევავსებ, რადგან წერა საუბარზე უკეთ მეხერხებაო...

სახელი გვარი: რუსა ამირეჯიბი.

პროფესია: მწერალი

ვიყავი...

გულუბრყვილო, თავნება და ქარაფშუტა

ვარ...

თავნება, არაგულუბრყვილო, არაქარაფშუტა

დაუვიწყარი მოგონება, რომელიც ბავშვობიდან დღემდე მოგყვებათ...

ასეთი უამრავი მაქვს, თითქმის ყველა ჩემს ბავშვობას, ბავშვობის მეგობრებსა და ბავშვურ სიტუაციებს უკავშირდება.

ოჯახი...

არ ვიცი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ თემაზე რა გითხრათ, მაქვს ოჯახი ისე - როგორც ყველას. უბრალოდ, არ მყავს ქმარი.

მიმი (შვილი)... მიყვარს ინსტინქტურად, ბიოლოგიურად, გონებითა და მთელი გულით. რა არჩევანიც უნდა გააკეთოს ცხოვრებაში, გვერდში დავუდგები, მთავარია, ის აკეთოს, რაც კარგად ეხერხება და თან უყვარს. არ მივცემ უფლებას, ლოიალურობა დაკარგოს. ჩვენ - მეგობრები ვართ.

წერა დავიწყე, როცა...

14 წლის ვიყავი. თუმცა ამას სერიოზულად 33 წლისამ შევხედე. პირველი ჩემი მოთხრობა ''ცხელი შოკოლადის'' ლიტერატურაში დაბეჭდა მახო ხარბედიამ. მეორედ ''ლიტერატურულ პალიტრაში" ''ფეხსაცმელი'' დაიბეჭდა. 2010 წელს ''ფეხსაცმელი'' 39 რჩეულ მოთხრობას შორის მოხვდა და ამის მერე სხვადასხვა გამოცემაში ვიბეჭდები.

დღეს ვწერ...

მცირე ზომის ერთ წიგნს, რომელსაც ჰქვია ''ნისლი'', შედგება მოკლე თავებისაგან, არის ფსიქოლოგიურ-ფანტასტიკური ტრილერი. მთავარი აზრი: ადამიანები "დღის შუქზე" ვმალავთ საკუთარ თავს, ხოლო "არახილვად" გარემოში - ვამჟღავნებთ. ისევ ვამბობ სიმართლეს, უპირატესობას… ვანიჭებ ემოციებს, ერთ-ერთ ხაზად ჩვენი რელიგია მიჰყვება. ნაწყვეტი გამოქვეყნდება ''ლიტერატურულ გაზეთში'', ხოლო მეორე ნაწყვეტი – ''ლიტერატურულ პალიტრაში''. საერთოდ, ვწერ სიმართლეს და ვარ სუბიექტური იმ საკითხებში, რაც არ მომწონს, რადგან ამ ხერხით არაჩვეულებრივად იკითხება ის, რაც მომწონს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება