პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ფორჩხიძე: ''ქართველი როსკიპების 80%-ს სძულს მამაკაცის სასქესო ორგანო''...
დათო ფორჩხიძე: ''ქართველი როსკიპების 80%-ს სძულს მამაკაცის სასქესო ორგანო''...

90-იან წლებ­ში უშუ­ქო­ბა­სა და ყვე­ლა­ნა­ირ უპი­რო­ბო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სით ცდი­ლობ­დნენ, სი­ახ­ლე და "სი­ნათ­ლე" შე­ე­ტა­ნათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი დათო ფორჩხი­ძე, რომ 90-იანი წლე­ბი პროგ­რე­სის ოა­ზი­სი იყო. მუ­სი­კოსს ტრა­დი­ცი­ებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ორმა ადა­მი­ან­მა ურ­თი­ერ­თო­ბა, ოჯა­ხი აა­წყოს მო­ტა­ცე­ბით, ეს ხომ ყვე­ლა­ზე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი აქ­ტია.

- ტრა­დი­ცი­ას, რო­მე­ლიც იდენ­ტო­ბას შე­მი­ნარ­ჩუ­ნებს და სხვა ერე­ბის­გან გა­მო­მარ­ჩევს, მაქ­ცევს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და ორი­გი­ნა­ლუ­რად, რა თქმა უნდა, მო­ვე­ფე­რე­ბი, მაგ­რამ გახ­სოვთ, რომ 10-15 წლის წინ ოჯა­ხე­ბის დიდი ნა­წი­ლი მო­ტა­ცე­ბით იქ­მნე­ბო­და, უცხო­ე­ლე­ბი რომ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ეგო­ნათ, ჩვენ ვი­ყა­ვით ვე­ლუ­რი ტომი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს იტა­ცებ­და. დრო რომ გა­ვი­და, დავ­ფიქ­რდით და მივ­ხვდით, რომ ეს ქმე­დე­ბა სა­სა­ცი­ლოა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ორმა ადა­მი­ან­მა ურ­თი­ერ­თო­ბა, ოჯა­ხი აა­წყოს მო­ტა­ცე­ბით, ეს ხომ ყვე­ლა­ზე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი აქ­ტია. ჰოდა, ეს ტრა­დი­ცია ისე­ვე მი­ე­ცა და­ვი­წყე­ბას, რო­გორც უშუ­ქო­ბა და დღეს თით­ქმის არ გვახ­სოვს, რომ 10-15 წლის წინ ეს იყო ნორ­მა და კარ­გი პონ­ტი.

ერთი ირ­ლან­დი­ე­ლი მე­გო­ბა­რი მყავ­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი დი­ჯეი გახ­ლდათ და იმავდრო­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, მა­მა­მი­სი პატ­რი­ო­ტად ზრდი­და. ბავ­შვო­ბა­ში მის­თვის უკი­თხავს, გა­ვი­გე, ირ­ლან­დი­ე­ლე­ბი ასე­თი მაგ­რე­ბი ვართ, მაგ­რამ სხვა ჩვენ­ნა­ი­რად მა­გა­რი ერი კი­დევ არის ქვე­ყა­ნა­ზეო? მა­მა­მისს უპა­სუ­ხია, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში არის სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც ჩვენ­ნა­ი­რად მა­გა­რი ერი - ქარ­თვე­ლე­ბი ცხოვ­რო­ბე­ნო.

ამ პა­თო­სით გაზ­რდი­ლი ჩემი მე­გო­ბა­რი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­მი­ხარ­და, ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სად­მი მისი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ რომ შე­ვი­ტყვე და სა­ქარ­თვე­ლო­ზე შექ­მნი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ვთხო­ვე, მან კი იცით, რა მი­თხრა? იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი მივ­დი­ვარ, რად­გან თქვენ თქვენ­სას ივი­წყებთ და და­სავ­ლე­თის­კენ ილ­ტვი­თო. ჩემ­მა რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­მა სი­ნა­ნუ­ლით თავი და­უქ­ნია, მე კი ინ­ფორ­მა­ცია შე­ვაგ­რო­ვე და მერე ვკი­თხე, თქვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი ლა­პა­რა­კობს ირ­ლან­დი­უ­რად-მეთ­ქი, და­ახ­ლო­ე­ბით ორიო, ჩვენ­თან კი 100% ლა­პა­რა­კობს ქარ­თუ­ლად, ამის შემ­დეგ ნუ მას­წავ­ლი პატ­რი­ო­ტო­ბას და ნუ მომ­თხოვ, რომ ჩო­ხი­თა და ხინ­კლით დაგ­ხვდე, რო­გორც აბო­რი­გე­ნი და ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა მარ­ტო შენ აკე­თო-მეთ­ქი.

მე მინ­და, რომ რი­ტუ­ა­ლებ­ზე ჩო­ხაც მეც­ვას, "არ­მა­ნი­ზე" მა­გა­რი ნა­წარ­მი ავ­თან­დილ­მა შექ­მნას, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვიც­ვამ და ქუ­თა­ი­სის ავ­ტო­ქარ­ხა­ნამ "მერ­სე­დეს­ზე" მა­გა­რი "კაზ ეს" კლა­სი გა­მო­უშ­ვას-მეთ­ქი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ტრა­დი­ცია არ არის პროგ­რე­სის მტე­რი, შავ-თეთ­რი ფე­რე­ბი­დან უნდა გა­და­ვი­ნაც­ვლოთ ფე­რად­ზე. ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­სტინ­ქტია, რო­გორც აწყობს, ისე იცხოვ­როს, თუ ამა­ში ტრა­დი­ცია ეხ­მა­რე­ბა, გა­უ­მარ­ჯოს იმ ტრა­დი­ცი­ას, ხოლო თუ ხელს უშ­ლის, ეს უკვე მო­ნო­ბა ხდე­ბა.

- რა­ტო­მაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ასე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სუფ­რი­სა და და­ლე­ვის ტრა­დი­ცია?

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ღვი­ნო ჩვე­ნი ბიზ­ნე­სია, ის მა­გარ ტი­პად ვაქ­ცი­ეთ და და­ლე­ვის ტრა­დი­ცია დამ­კვიდ­რდა. ლუდს "და­ვე­რი­ეთ", ამ სასმლით სი­დედ­რის სა­დღეგ­რძე­ლოს ვსვამ­დით და არ ვი­ცო­დით, რო­მელს ვაკ­ნი­ნებ­დით, ლუდს თუ სი­დედრს. ამის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი იყო ის, რომ ვქო­მა­გობ­დით ღვი­ნოს, რაც, ჩემი აზ­რით, ცოტა სუ­ლე­ლუ­რი პრაგ­მა­ტიზ­მია. თა­მა­დის ინ­სტი­ტუ­ტი ამ სი­ტუ­ა­ცი­ამ მო­ი­ტა­ნა. ბევ­რს აღა­რა­ფერს ვი­ტყვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბის და­ლე­ვა­სა და ღვი­ნის ჩა­ხეთ­ქვა­ზე, რად­გან ისე­დაც გა­ვი­გეთ, რომ ეს ცუ­დია და თუ მე არ მინ­და, ვე­რა­ნა­ი­რი ძა­ლით ვერ და­მა­ლე­ვი­ნე­ბენ გან­სხვა­ვე­ბულს. თუმ­ცა, თუ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ცე­რო­ზი და ღვიძ­ლის დაშ­ლა კარ­გია, და­ვი­წყებ ბევ­რის და­ლე­ვას.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დათო ფორჩხიძე: ''ქართველი როსკიპების 80%-ს სძულს მამაკაცის სასქესო ორგანო''...

დათო ფორჩხიძე: ''ქართველი როსკიპების 80%-ს სძულს მამაკაცის სასქესო ორგანო''...

90-იან წლებში უშუქობასა და ყველანაირ უპირობობაში ჩამოყალიბებული შოუბიზნესის წარმომადგენლები აქტიური შემოქმედებითი პროცესით ცდილობდნენ, სიახლე და ''სინათლე'' შეეტანათ საზოგადოების ცნობიერებაში. ალბათ სწორედ ამიტომ ამბობს ჩვენი რესპონდენტი დათო ფორჩხიძე, რომ 90-იანი წლები პროგრესის ოაზისი იყო. მუსიკოსს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ. როგორ შეიძლება, ორმა ადამიანმა ურთიერთობა, ოჯახი ააწყოს მოტაცებით, ეს ხომ ყველაზე ნებაყოფლობითი აქტია.

- ტრადიციას, რომელიც იდენტობას შემინარჩუნებს და სხვა ერებისგან გამომარჩევს, მაქცევს განსხვავებულად და ორიგინალურად, რა თქმა უნდა, მოვეფერები, მაგრამ გახსოვთ, რომ 10-15 წლის წინ ოჯახების დიდი ნაწილი მოტაცებით იქმნებოდა, უცხოელები რომ ჩამოდიოდნენ, ეგონათ, ჩვენ ვიყავით ველური ტომი, რომელიც ადამიანებს იტაცებდა. დრო რომ გავიდა, დავფიქრდით და მივხვდით, რომ ეს ქმედება სასაცილოა. როგორ შეიძლება, ორმა ადამიანმა ურთიერთობა, ოჯახი ააწყოს მოტაცებით, ეს ხომ ყველაზე ნებაყოფლობითი აქტია. ჰოდა, ეს ტრადიცია ისევე მიეცა დავიწყებას, როგორც უშუქობა და დღეს თითქმის არ გვახსოვს, რომ 10-15 წლის წინ ეს იყო ნორმა და კარგი პონტი.

ერთი ირლანდიელი მეგობარი მყავდა, რომელიც საქართველოში წარმატებული დიჯეი გახლდათ და იმავდროულად საქართველოს ისტორიით იყო დაინტერესებული, მამამისი პატრიოტად ზრდიდა. ბავშვობაში მისთვის უკითხავს, გავიგე, ირლანდიელები ასეთი მაგრები ვართ, მაგრამ სხვა ჩვენნაირად მაგარი ერი კიდევ არის ქვეყანაზეო? მამამისს უპასუხია, საბჭოთა კავშირში არის საქართველო, სადაც ჩვენნაირად მაგარი ერი - ქართველები ცხოვრობენო.

ამ პათოსით გაზრდილი ჩემი მეგობარი წინა ხელისუფლების დროს ჩამოვიდა საქართველოში, გამიხარდა, ჩვენი ქვეყნისადმი მისი ასეთი დამოკიდებულების შესახებ რომ შევიტყვე და საქართველოზე შექმნილი შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვე, მან კი იცით, რა მითხრა? იმედგაცრუებული მივდივარ, რადგან თქვენ თქვენსას ივიწყებთ და დასავლეთისკენ ილტვითო. ჩემმა რამდენიმე მეგობარმა სინანულით თავი დაუქნია, მე კი ინფორმაცია შევაგროვე და მერე ვკითხე, თქვენი მოსახლეობის რამდენი პროცენტი ლაპარაკობს ირლანდიურად-მეთქი, დაახლოებით ორიო, ჩვენთან კი 100% ლაპარაკობს ქართულად, ამის შემდეგ ნუ მასწავლი პატრიოტობას და ნუ მომთხოვ, რომ ჩოხითა და ხინკლით დაგხვდე, როგორც აბორიგენი და ელექტრონული მუსიკა მარტო შენ აკეთო-მეთქი.

მე მინდა, რომ რიტუალებზე ჩოხაც მეცვას, ''არმანიზე'' მაგარი ნაწარმი ავთანდილმა შექმნას, რომელსაც აუცილებლად ჩავიცვამ და ქუთაისის ავტოქარხანამ ''მერსედესზე'' მაგარი ''კაზ ეს'' კლასი გამოუშვას-მეთქი. აქედან გამომდინარე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ტრადიცია არ არის პროგრესის მტერი, შავ-თეთრი ფერებიდან უნდა გადავინაცვლოთ ფერადზე. ადამიანების ინსტინქტია, როგორც აწყობს, ისე იცხოვროს, თუ ამაში ტრადიცია ეხმარება, გაუმარჯოს იმ ტრადიციას, ხოლო თუ ხელს უშლის, ეს უკვე მონობა ხდება.

- რატომაა ჩვენს ქვეყანაში ასე გავრცელებული სუფრისა და დალევის ტრადიცია?

- იქიდან გამომდინარე, რომ ღვინო ჩვენი ბიზნესია, ის მაგარ ტიპად ვაქციეთ და დალევის ტრადიცია დამკვიდრდა. ლუდს ''დავერიეთ'', ამ სასმლით სიდედრის სადღეგრძელოს ვსვამდით და არ ვიცოდით, რომელს ვაკნინებდით, ლუდს თუ სიდედრს. ამის რეალური მიზეზი იყო ის, რომ ვქომაგობდით ღვინოს, რაც, ჩემი აზრით, ცოტა სულელური პრაგმატიზმია. თამადის ინსტიტუტი ამ სიტუაციამ მოიტანა. ბევრს აღარაფერს ვიტყვი განსხვავებულების დალევასა და ღვინის ჩახეთქვაზე, რადგან ისედაც გავიგეთ, რომ ეს ცუდია და თუ მე არ მინდა, ვერანაირი ძალით ვერ დამალევინებენ განსხვავებულს. თუმცა, თუ გავაცნობიერებ, რომ ცეროზი და ღვიძლის დაშლა კარგია, დავიწყებ ბევრის დალევას.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება