პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამქრალი საკანალიზაციო კოლექტორი დიღომში - ტექნიკურ ბრიგადას კოლექტორი მიწიდან ამოღებული დახვდა
გამქრალი საკანალიზაციო კოლექტორი დიღომში - ტექნიკურ ბრიგადას კოლექტორი მიწიდან ამოღებული დახვდა

"ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" ტექ­ნი­კურ ბრი­გა­დას, დიდ დი­ღომ­ში, ტა­რი­ე­ლის ქუ­ჩა­ზე 800 მმ-იანი სა­კა­ლა­ნა­ლი­ზა­ციო რკი­ნა-ბე­ტო­ნის კო­ლექ­ტო­რის 11-მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი დღეს მი­წი­დან ამო­ღე­ბუ­ლი დახ­ვდა. კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი ბრი­გა­და აღ­ნიშ­ნულ ქუ­ჩა­ზე გა­ურ­კვე­ვე­ლი ავა­რი­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის მიზ­ნით მი­ვი­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი­დან" აც­ნო­ბეს, შე­საძ­ლო და­ზი­ა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზს ტა­რი­ე­ლის ქუ­ჩის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა აც­ნო­ბეს. მათი თქმით, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო წყლე­ბი დიდ დი­ღომ­ში მდე­ბა­რე ტა­რი­ე­ლის ქუ­ჩა­ზე მი­წი­დან ამო­დი­ო­და. ად­გილ­ზე მი­სულ ტექ­ნი­კურ ბრი­გა­დას, და­ზი­ა­ნე­ბის ნაც­ვლად, 800 მმ-იანი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მა­გის­ტრა­ლუ­რი მი­ლის 11-მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი მი­წი­დან გამ­ქრა­ლი დახ­ვდა. ამ ფაქ­ტის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად მოხ­და, კერ­ძოდ კი, მძი­მე ტექ­ნი­კას, რო­მელ­საც გზა გაჰ­ყავ­და, მიწა გა­მო­ე­ცა­ლა და დიდ ორ­მო­ში ჩა­ვარ­და - მი­ლის არარ­სე­ბო­ბის გამო გრუნტმა, ქვეშ­შექ­მნი­ლი სი­ცა­რი­ე­ლის გამო, ტრაქ­ტო­რის სიმ­ძი­მეს ვე­ღარ გა­უძ­ლო და ჩა­ვარ­და.

კომ­პა­ნი­ის წყა­ლა­რი­ნე­ბის სა­ა­ვა­რიო ბრი­გა­დის უფ­რო­სის თქმით, ტა­რი­ე­ლის ქუ­ჩა­ზე ტრაქ­ტო­რის მი­წა­ში ჩა­ვარ­დნის შე­სა­ხებ მათ საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტის მუ­შე­ბის­გან შე­ტყვეს. ბრი­გა­დის უფ­რო­სის ვა­რა­უ­დით, ტრაქ­ტო­რის ჩა­ვარ­დნა კო­ლექ­ტო­რის არარ­სე­ბო­ბით შექ­მნი­ლი სი­ცა­რი­ე­ლის გამო მოხ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კურ­მა ბრი­გა­დამ კომ­პა­ნი­ის წყა­ლა­რი­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს აც­ნო­ბა.

რო­გორც "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის" წყა­ლა­რი­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯა­მი­ლა ჩა­ჩხა­ლია აცხა­დებს, 11-მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­ერ­თოდ აღარ არ­სე­ბობს კო­ლექ­ტო­რი, აღ­მო­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ მი­ლის 2-მეტ­რი­ა­ნი ნა­წი­ლი, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლე­ბი და­კარ­გუ­ლია. მისი თქმით, კო­ლექ­ტო­რის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზი ამ ეტაპ­ზე გა­ურ­კვე­ვე­ლია, არა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქსე­ლი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­და.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი" მოკ­ვლე­ვას აწარ­მო­ებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გამქრალი საკანალიზაციო კოლექტორი დიღომში - ტექნიკურ ბრიგადას კოლექტორი მიწიდან ამოღებული დახვდა

გამქრალი საკანალიზაციო კოლექტორი დიღომში - ტექნიკურ ბრიგადას კოლექტორი მიწიდან ამოღებული დახვდა

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკურ ბრიგადას, დიდ დიღომში, ტარიელის ქუჩაზე 800 მმ-იანი საკალანალიზაციო რკინა-ბეტონის კოლექტორის 11-მეტრიანი მონაკვეთი დღეს მიწიდან ამოღებული დახვდა. კომპანიის ტექნიკური ბრიგადა აღნიშნულ ქუჩაზე გაურკვეველი ავარიული დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით მივიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, შესაძლო დაზიანების თაობაზე კომპანიის ცხელ ხაზს ტარიელის ქუჩის მაცხოვრებლებმა აცნობეს. მათი თქმით, საკანალიზაციო წყლები დიდ დიღომში მდებარე ტარიელის ქუჩაზე მიწიდან ამოდიოდა. ადგილზე მისულ ტექნიკურ ბრიგადას, დაზიანების ნაცვლად, 800 მმ-იანი საკანალიზაციო მაგისტრალური მილის 11-მეტრიანი მონაკვეთი მიწიდან გამქრალი დახვდა. ამ ფაქტის გამოაშკარავება საგზაო სამუშაოების შედეგად მოხდა, კერძოდ კი, მძიმე ტექნიკას, რომელსაც გზა გაჰყავდა, მიწა გამოეცალა და დიდ ორმოში ჩავარდა - მილის არარსებობის გამო გრუნტმა, ქვეშშექმნილი სიცარიელის გამო, ტრაქტორის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩავარდა.

კომპანიის წყალარინების საავარიო ბრიგადის უფროსის თქმით, ტარიელის ქუჩაზე ტრაქტორის მიწაში ჩავარდნის შესახებ მათ საგზაო დეპარტამენტის მუშებისგან შეტყვეს. ბრიგადის უფროსის ვარაუდით, ტრაქტორის ჩავარდნა კოლექტორის არარსებობით შექმნილი სიცარიელის გამო მოხდა. აღნიშნულის შესახებ ტექნიკურმა ბრიგადამ კომპანიის წყალარინების დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და უსაფრთხოების სამსახურს აცნობა.

როგორც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალარინების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯამილა ჩაჩხალია აცხადებს, 11-მეტრიან მონაკვეთზე საერთოდ აღარ არსებობს კოლექტორი, აღმოჩენილია მხოლოდ მილის 2-მეტრიანი ნაწილი, ხოლო დანარჩენი ნაწილები დაკარგულია. მისი თქმით, კოლექტორის გაუჩინარების მიზეზი ამ ეტაპზე გაურკვეველია, არადა, აღნიშნული ქსელი გამართულად მუშაობდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მოკვლევას აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია