საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგულავამ უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე სასამართლოდან შუამდგომლობის გატანა გადაწყვიტა
უგულავამ უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე სასამართლოდან შუამდგომლობის გატანა გადაწყვიტა

გიგი უგუ­გ­ლა­ვამ სა­სა­მარ­თლო­დან მისი შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გა­ტა­ნა გა­და­წყვი­ტა. რო­გორც უგუ­ლა­ვამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, დღეს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის აღ­დგე­ნის თა­ო­ბა­ზე მის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო სხდო­მა კი­დევ ერთხელ გა­და­ი­დო. მისი თქმით, სი­ტუ­ა­ცია უკვე სრუ­ლი­ად კო­მი­კუ­რია და სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას.

"სა­სა­მარ­თლო მთავ­რო­ბის გა­აფ­თრე­ბულ ზე­წო­ლას გა­ნიც­დის, რომ მო­სა­მარ­თლემ არ გა­მო­ი­ტა­ნოს ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით არ აღად­გი­ნოს პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­უ­ლი მერი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პა­ნი­კა­შია და ისიც კი ვერ გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბია, რომ ჩემ­თვის და ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის­თვის, ასე­ვე ქვეყ­ნის­თვის, იმას კი არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მე, გიგი უგუ­ლა­ვა ერთი კვი­რით შე­ვალ თუ არა ოფის­ში, არა­მედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა არ­ჩე­უ­ლი პირი გა­თა­ვი­სუფ­ლდეს მთავ­რო­ბის აღ­ვი­რახ­სნი­ლი მცდე­ლო­ბის­გან პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, გზი­დან ჩა­მო­ი­ცი­ლონ არა­სა­სურ­ვე­ლი ოპო­ნენ­ტე­ბი.

რა­მო­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის არ დას­წრე­ბა, სა­ხელ­მწი­ფოს უსუ­სუ­რო­ბა და ინ­სტი­ტუ­ტე­ბის აბუ­ჩად აგ­დე­ბა ნამ­დვი­ლად რთუ­ლად სა­ყუ­რე­ბე­ლია ჩვენ­თვის, ვინც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ სა­ხელ­მწი­ფოს ძლი­ე­რე­ბი­სა და ფუნ­და­მენ­ტის ჩაყ­რის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ. ამი­ტომ მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­ვას­რუ­ლოთ ეს კო­მე­დია და გა­მაქვს ჩემი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სე­ლე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში თა­ვად აირ­ჩე­ვენ თბი­ლი­სის მერს და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს წყა­ლო­ბით, უკა­ნო­ნოდ ვე­ღა­რა­ვინ შე­ა­ჩე­რებს არ­ჩე­ულ პირ­თა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას. "ჩემ­მა შუ­ამ­დგომ­ლო­ბამ უკვე გა­მო­ი­ღო შე­დე­გი - თვე­ზე მე­ტია პრო­კუ­რა­ტუ­რა გარ­ბის პრო­ცე­სი­დან, რომ არ დად­გეს ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი შე­დე­გი!

ამით სამ­თავ­რო­ბო ზე­წო­ლის­გან და პირ­და­პი­რი აბუ­ჩად აგ­დე­ბის­გან ვა­თა­ვი­სუფ­ლებ სა­სა­მარ­თლო­საც და იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­ში, თუ საქ­მე სხვა არ­ჩე­ულ პი­რებს შე­ე­ხე­ბა, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მყა­რი ფუნ­და­მენ­ტი იქ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს არა­ო­რაზ­რო­ვა­ნი და სა­მარ­თლი­ა­ნი პო­ზი­ცი­ი­სა", -გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გიგი უგუ­ლა­ვას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის აღ­დგე­ნის სა­კი­თხზე გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა გა­და­ი­დო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უგუ­ლა­ვას ად­ვო­კატ­მა გიზო უგ­ლა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, მას მო­სა­მარ­თლე მაია შო­ში­აშ­ვი­ლის თა­ნა­შემ­წემ და­უ­რე­კა და აც­ნო­ბა, რომ მო­სა­მარ­თლე უგუ­ლა­ვას მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ზე სა­თათ­ბი­რო ვა­დას ახან­გრძლი­ვებს და დღე­ის ნაც­ვლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ხვალ, 14:00 სა­ათ­ზე გა­მო­ა­ცხა­დებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უგულავამ უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე სასამართლოდან შუამდგომლობის გატანა გადაწყვიტა

უგულავამ უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე სასამართლოდან შუამდგომლობის გატანა გადაწყვიტა

გიგი უგუგლავამ სასამართლოდან მისი შუამდგომლობის გატანა გადაწყვიტა. როგორც უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე მის შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო. მისი თქმით, სიტუაცია უკვე სრულიად კომიკურია და სასაცილო მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მთავრობასა და პროკურატურას.

"სასამართლო მთავრობის გააფთრებულ ზეწოლას განიცდის, რომ მოსამართლემ არ გამოიტანოს ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით არ აღადგინოს პირდაპირი წესით არჩეული მერი.

ხელისუფლება პანიკაშია და ისიც კი ვერ გაუცნობიერებია, რომ ჩემთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ასევე ქვეყნისთვის, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა მე, გიგი უგულავა ერთი კვირით შევალ თუ არა ოფისში, არამედ მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ყველა არჩეული პირი გათავისუფლდეს მთავრობის აღვირახსნილი მცდელობისგან პროკურატურის საშუალებით, გზიდან ჩამოიცილონ არასასურველი ოპონენტები.

რამოდენიმე კვირის განმავლობაში, სასამართლო პროცესებზე პროკურატურის არ დასწრება, სახელმწიფოს უსუსურობა და ინსტიტუტების აბუჩად აგდება ნამდვილად რთულად საყურებელია ჩვენთვის, ვინც წლების განმავლობაში, ამ სახელმწიფოს ძლიერებისა და ფუნდამენტის ჩაყრისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულოთ ეს კომედია და გამაქვს ჩემი შუამდგომლობა", - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, თბილისელები არჩევნების მეორე ტურში თავად აირჩევენ თბილისის მერს და საკონსტიტუციო სასამართლოს წყალობით, უკანონოდ ვეღარავინ შეაჩერებს არჩეულ პირთა უფლებამოსილებას. "ჩემმა შუამდგომლობამ უკვე გამოიღო შედეგი - თვეზე მეტია პროკურატურა გარბის პროცესიდან, რომ არ დადგეს ყველასთვის გასაგები შედეგი!

ამით სამთავრობო ზეწოლისგან და პირდაპირი აბუჩად აგდებისგან ვათავისუფლებ სასამართლოსაც და იმედი მაქვს, მომავალში, თუ საქმე სხვა არჩეულ პირებს შეეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მყარი ფუნდამენტი იქნება სასამართლოს არაორაზროვანი და სამართლიანი პოზიციისა", -განაცხადა უგულავამ.

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე გადაწვეტილების გამოცხადება გადაიდო. როგორც "ინტერპრესნიუსს" უგულავას ადვოკატმა გიზო უგლავამ განუცხადა, მას მოსამართლე მაია შოშიაშვილის თანაშემწემ დაურეკა და აცნობა, რომ მოსამართლე უგულავას მხარის შუამდგომლობაზე სათათბირო ვადას ახანგრძლივებს და დღეის ნაცვლად გადაწყვეტილებას ხვალ, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა