საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიკვდილით დასჯის სულისშემძვრელი ისტორია
სიკვდილით დასჯის სულისშემძვრელი ისტორია

კა­ცისმკვლე­ლი

ერთხელ ტე­ხა­სის შტატ­ში ვინ­მე რონი ბლეკ­ვილ­მა უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. მან სახ­ლის პატ­რო­ნი და­ახ­რჩო, რომ­ლის­გა­ნაც ოთახს ქი­რა­ობ­და, შემ­დეგ თავი მო­აჭ­რა და მუ­ცე­ლი გა­უ­ფატ­რა, მაგ­რამ ესეც არ იკ­მა­რა. თა­ვი­სი მსხვერ­პლის თო­თხმე­ტი წლი გო­გო­ნა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და შემ­დეგ და­ახ­რჩო.

ბლეკ­ვი­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა სრუ­ლად და­დას­ტურ­და და ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ მას ერ­თხმად მი­უ­სა­ჯა სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა.

რო­ნიმ თა­ვი­სი უფ­ლე­ბით ისარ­გებ­ლა, რაც სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე ხუთი ადა­მი­ა­ნის მიწ­ვე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და და ინ­ტერ­ნე­ტით აუქ­ცი­ო­ნი გა­მო­ა­ცხა­და, - ვინ უფრო მეტს გა­და­იხ­დი­და "უდა­ნა­შა­უ­ლოს" ეგ­ზე­კუ­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბად. სას­ტარ­ტო ფასი 100 დო­ლარს შე­ად­გენ­და. "მო­საწ­ვე­ვი ბი­ლე­თე­ბის" ღი­რე­ბუ­ლე­ბამ სა­ბო­ლო­ოდ 1500 დო­ლა­რამ­დე აი­წია. თან­ხა რო­ნის მარ­ტო­ხე­ლა დე­დის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი. თა­ვად იგი უმა­მოდ იზ­რდე­ბო­და და ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რამ­დე სამ­შე­ნებ­ლო ფირ­მა­ში მე­ბათ­ქა­შედ მუ­შა­ობ­და.

"შე­ვი­წყა­ლოთ!"

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მე­უღ­ლე - სი­უ­ზა­ნი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც უჭერ­დნენ მხარს, ყო­ველ­მხრივ ცდი­ლობ­და, სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვლი­ლი­ყო. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მხო­ლოდ თა­ვად გუ­ბერ­ნა­ტორს - რიკ პე­რის შე­ეძ­ლო.

- რო­გორ არ გეს­მის, - არ­წმუ­ნებ­და სი­უ­ზა­ნი მე­უღ­ლეს, - საბ­რა­ლო ბიჭი სულ ოც­და­ერ­თი წლი­საა. დიახ, მან სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, მაგ­რამ ჩვენ გულ­მო­წყა­ლე­ნი უნდა ვი­ყოთ.

გუ­ბერ­ნა­ტო­რი უარ­ზე იდგა: რო­ნის დას­ჯა კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი იქ­ნე­ბა იმ ყმაწ­ვი­ლე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე არაფ­რად მი­აჩ­ნი­ათ. სი­უ­ზა­ნი მღვდლის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ და მა­ინც გა­მუდ­მე­ბით ევედ­რე­ბო­და მე­უღ­ლეს, რათა მას ქრის­ტი­ა­ნუ­ლი თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ე­ჩი­ნა.

- თუკი დას­ჯა 3 მი­ლი­ონ 200 ათა­სი ღირს, იმ ბრალ­დე­ბუ­ლის შე­ნახ­ვა, რო­მელ­საც სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი, გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლებს ორი მი­ლი­ო­ნით უფრო ძვი­რი უჯ­დე­ბათ, - ამ­ბობ­და რიკ პერი.

- რო­გორ შე­გიძ­ლია, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ფუ­ლით შე­ა­ფა­სო! - ბრა­ზობ­და სი­უ­ზა­ნი. - შენი წი­ნა­მორ­ბე­დი ჯორჯ ბუ­შის­გან ნუ იღებ სა­მარ­ცხვი­ნო მა­გა­ლითს. მარ­თა­ლია, პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, მაგ­რამ მისი გზა ოლიმ­პის­კენ გვა­მე­ბით იყო მო­ფე­ნი­ლი!

მარ­თლაც, რო­გორც სტა­ტის­ტი­კა მოწ­მობს, რო­დე­საც ჯორჯ ბუში-უმ­ცრო­სი ტე­ხა­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი იყო, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მის შტატ­ზე მთე­ლი ქვეყ­ნის სა­სიკ­ვდი­ლო ეგ­ზე­კუ­ცი­ა­თა მე­სა­მე­დი მო­დი­ო­და, ხოლო 2000 წელს მო­მა­ვალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნა - აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 85 სიკ­ვდი­ლით დას­ჯის შემ­თხვე­ვი­დან 41 ტე­ხას­ზე მო­დის. ეს ეგ­ზე­კუ­ცი­ა­თა ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბაა, რაც სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან მხო­ლოდ ერთ შტატ­ში მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტარ­და. ჯორჯ ბუშ­მა, რო­მელ­საც მთე­ლი თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში არც ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი არ შე­უ­წყა­ლე­ბია, 17 სა­სიკ­ვდი­ლო ეგ­ზე­კუ­ცი­ას პი­რა­დი დას­წრე­ბით "დას­დო პა­ტი­ვი". ამას­თან, სრუ­ლი­ად არ აღელ­ვებ­და ის ფაქ­ტი, რომ ეროვ­ნულ­მა კვლე­ვით­მა ცენ­ტრმა დნმ-ის ანა­ლიზ­თა გა­მო­ყე­ნე­ბით გა­მო­იკ­ვლია ქვეყ­ნის ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ შემ­თხვე­ვა­თა 4,5%-ში ამე­რი­კულ თე­მი­დასსა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­მო­აქვს.

მაგ­რამ, ამ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აშშ-ის სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კურ მო­ქა­ლა­ქეს სწამს, რომ სიკ­ვდი­ლით დას­ჯა სა­მარ­თლი­ა­ნი მე­თო­დია. გარ­და ამი­სა, რი­გით ამე­რი­კელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას არ სურს, გა­და­ი­ხა­დოს გა­და­სა­ხა­დე­ბი იმ მსჯავ­რდე­ბულ­თა შე­სა­ნა­ხად, რომ­ლებ­საც სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა აქვთ მის­ჯი­ლი. მე­უღ­ლეს­თან კა­მათ­ში სწო­რედ ამას ეყ­რდნო­ბო­და, პირ­ველ რიგ­ში, რიკ პერი.

იხი­ლეთ გაგ­ძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

სიკვდილით დასჯის სულისშემძვრელი ისტორია

სიკვდილით დასჯის სულისშემძვრელი ისტორია

კაცისმკვლელი

ერთხელ ტეხასის შტატში ვინმე რონი ბლეკვილმა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა. მან სახლის პატრონი დაახრჩო, რომლისგანაც ოთახს ქირაობდა, შემდეგ თავი მოაჭრა და მუცელი გაუფატრა, მაგრამ ესეც არ იკმარა. თავისი მსხვერპლის თოთხმეტი წლი გოგონა გააუპატიურა და შემდეგ დაახრჩო.

ბლეკვილის ბრალეულობა სრულად დადასტურდა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მას ერთხმად მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა.

რონიმ თავისი უფლებით ისარგებლა, რაც სასჯელის აღსრულებაზე ხუთი ადამიანის მიწვევის საშუალებას აძლევდა და ინტერნეტით აუქციონი გამოაცხადა, - ვინ უფრო მეტს გადაიხდიდა ''უდანაშაულოს'' ეგზეკუციაზე დასასწრებად. სასტარტო ფასი 100 დოლარს შეადგენდა. ''მოსაწვევი ბილეთების'' ღირებულებამ საბოლოოდ 1500 დოლარამდე აიწია. თანხა რონის მარტოხელა დედისთვის იყო განკუთვნილი. თავად იგი უმამოდ იზრდებოდა და ციხეში მოხვედრამდე სამშენებლო ფირმაში მებათქაშედ მუშაობდა.

''შევიწყალოთ!''

განაჩენის გამოტანის შემდეგ შტატის გუბერნატორის მეუღლე - სიუზანი, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც უჭერდნენ მხარს, ყოველმხრივ ცდილობდა, სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეცვლილიყო. კანონის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ თავად გუბერნატორს - რიკ პერის შეეძლო.

- როგორ არ გესმის, - არწმუნებდა სიუზანი მეუღლეს, - საბრალო ბიჭი სულ ოცდაერთი წლისაა. დიახ, მან საშინელი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ჩვენ გულმოწყალენი უნდა ვიყოთ.

გუბერნატორი უარზე იდგა: რონის დასჯა კარგი გაკვეთილი იქნება იმ ყმაწვილებისთვის, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად მიაჩნიათ. სიუზანი მღვდლის ქალიშვილი გახლდათ და მაინც გამუდმებით ევედრებოდა მეუღლეს, რათა მას ქრისტიანული თანაგრძნობა გამოეჩინა.

- თუკი დასჯა 3 მილიონ 200 ათასი ღირს, იმ ბრალდებულის შენახვა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, გადასახადების გადამხდელებს ორი მილიონით უფრო ძვირი უჯდებათ, - ამბობდა რიკ პერი.

- როგორ შეგიძლია, ადამიანის სიცოცხლე ფულით შეაფასო! - ბრაზობდა სიუზანი. - შენი წინამორბედი ჯორჯ ბუშისგან ნუ იღებ სამარცხვინო მაგალითს. მართალია, პრეზიდენტი გახდა, მაგრამ მისი გზა ოლიმპისკენ გვამებით იყო მოფენილი!

მართლაც, როგორც სტატისტიკა მოწმობს, როდესაც ჯორჯ ბუში-უმცროსი ტეხასის გუბერნატორი იყო, რამდენიმე წლის განმავლობაში მის შტატზე მთელი ქვეყნის სასიკვდილო ეგზეკუციათა მესამედი მოდიოდა, ხოლო 2000 წელს მომავალმა პრეზიდენტმა ყველა რეკორდი მოხსნა - აშშ-ში ჩატარებული 85 სიკვდილით დასჯის შემთხვევიდან 41 ტეხასზე მოდის. ეს ეგზეკუციათა ყველაზე დიდი რაოდენობაა, რაც საუკუნის დასაწყისიდან მხოლოდ ერთ შტატში მთელი წლის განმავლობაში ჩატარდა. ჯორჯ ბუშმა, რომელსაც მთელი თავისი მმართველობის პერიოდში არც ერთი ბრალდებული არ შეუწყალებია, 17 სასიკვდილო ეგზეკუციას პირადი დასწრებით ''დასდო პატივი''. ამასთან, სრულიად არ აღელვებდა ის ფაქტი, რომ ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა დნმ-ის ანალიზთა გამოყენებით გამოიკვლია ქვეყნის ყველა სასამართლო პროცესი და მივიდა დასკვნამდე, რომ შემთხვევათა 4,5%-ში ამერიკულ თემიდას სასიკვდილო განაჩენი უდანაშაულო ადამიანებისთვის გამოაქვს.

მაგრამ, ამ გამოქვეყნებული მონაცემების მიუხედავად, აშშ-ის საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს სწამს, რომ სიკვდილით დასჯა სამართლიანი მეთოდია. გარდა ამისა, რიგით ამერიკელთა უმრავლესობას არ სურს, გადაიხადოს გადასახადები იმ მსჯავრდებულთა შესანახად, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. მეუღლესთან კამათში სწორედ ამას ეყრდნობოდა, პირველ რიგში, რიკ პერი.

იხილეთ გაგძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ