როცა საქმე ქურდის სულელურ საქციელს ეხება, ეს 26 წლის მძარცველი კრიმინალისტიკის ისტორიაში ყველა რეკორდს ხსნის.
მინესოტაში სახალისო ინციდენტი მოხდა: პოლიციელებს ქურდის მოძებნაში დიდი დრო არ დაუკარგავთ - დამნაშავემ ძვირფასი ნივთების მოპარვის შემდეგ, კომპიუტერი ჩართო, "ფეისბუქში" შევიდა და პროფილიდან გამოსვლა დაავიწყდა.
როდესაც სახლის პატრონი, ჯეიმს ვუდი შინ დაბრუნდა, შენიშნა, რომ ფული, საკრედიტო ბარათები და ძვირფასი მაჯის საათი მოპარული იყო, მაგრამ იპოვა ქურდის ჯინსი და ქამარი. მოგვიანებით კომპიუტერის ეკრანზე ვინმე ნიკის "ფეისბუქის" გვერდი ნახა. როდესაც დაზარალებულმა გააცნობიერა, თუ რა მოხდა, დამნაშავის გვერდიდან მისი ფოტო გააშეარა. ფოტოს პოსტი დაურთო, რომ ნიკ ვიგი ქურდია. დაწერა მისი მობილურის ნომერი და ყველას სთხოვა, რომ ამ კაცზე ნებისმიერი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, მითითებულ ნომერზე დაერეკათ. თუმცა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ კრიმინალი საღამოს თავადვე დაუკავშირდებოდა. ამ ამბავში ყველაზე უცნაური ისაა, რომ ქურდი ძარცვის ადგილზე თავისი ფეხით დაბრუნდა.
"გუშინ ღამით ჩემს სახლში რამდენიმე ნივთი დაგრჩათ, როგორ შემიძლია დაგიბრუნოთ?", - ჰკითხა ქურდს სახლის პატრონმა.
ვიგი დათანხმდა, რომ სახლში დაბრუნდებოდა და ნივთებს წაიღებდა. სწორედ იმ დროს, როდესაც ქურდი ნივთების წასაღებად მივიდა, პოლიციელების ალყაში აღმოჩნდა. დამნაშავეს 10 წლით პატიმრობა ელის.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.