საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნელსონ მანდელას სიკვდილის შემდეგ, მორგან ფრიმენი დაიტირეს, ხოლო რეპეტიციაზე მყოფი მსახიობი მათხოვარი ეგონათ
ნელსონ მანდელას სიკვდილის შემდეგ, მორგან ფრიმენი დაიტირეს, ხოლო რეპეტიციაზე მყოფი მსახიობი მათხოვარი ეგონათ

ისი­ნი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან და კუ­რი­ო­ზე­ბი ხში­რად გა­დახ­დე­ნი­ათ. 3 ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­თხრობს, თუ რო­გორ შე­ე­შა­ლათ ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში, ან რა­ტომ ეგო­ნათ მდი­და­რი მსა­ხი­ო­ბი მა­თხო­ვა­რი.

ნელ­სონ მან­დე­ლა - მორ­გან ფრი­მე­ნი: სამ­ხრეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კის პირ­ვე­ლი შავ­კა­ნი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტის, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტის, ნელ­სონ მან­დე­ლას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ინ­დო­ელ­მა ქსო­ვი­ლე­ბით მო­ვაჭ­რემ მის პა­ტივ­სა­ცე­მად დიდი ბა­ნე­რი აღ­მარ­თა, თუმ­ცა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა და ფო­ტო­ზე პრე­ზი­დენ­ტის ნაც­ვლად, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი მორ­გან ფრი­მე­ნი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი. საქ­მე ის არის, რომ მსა­ხი­ობ­მა მორ­გან ფრი­მენ­მა ნელ­სონ მან­დე­ლა 2009 წელს გა­და­ღე­ბულ ფილმში გა­ნა­სა­ხი­ე­რა - სწო­რედ ამი­ტომ, ინ­დო­ეთ­ში იფიქ­რეს, რომ ფრი­მე­ნი მან­დე­ლა იყო.

კირა ნა­იტ­ლი და ნა­ტა­ლი პორ­ტმა­ნი: ვიდ­რე ჰო­ლი­ვუ­დის ლა­ბი­რინ­თებ­ში გზას გა­იკ­ვა­ლავ­და, კირა ნა­იტ­ლი მსა­ხი­ობ ნა­ტა­ლი პორ­ტმან­ში ერე­ო­დათ. კი­რას პო­პუ­ლა­რო­ბის შემ­დე­გაც კი ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს, რომ ორი ვარ­სკვლა­ვი გა­რეგ­ნუ­ლად ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ჰგავს. ერთ დღეს კირა სა­მოგ­ზა­უ­როდ წა­ვი­და, თუმ­ცა აე­რო­პორ­ტში უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი ელო­და - უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ავ­ტოგ­რაფ­სა და მას­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბას ითხოვ­და, თუმ­ცა ნა­ტა­ლის ყვი­როდ­ნენ.

იან მაკ-კე­ლე­ნი და მა­თხო­ვა­რი: ბრი­ტა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი იან მაკ-კე­ლე­ნი თე­ატ­რის რე­პე­ტი­ცი­ე­ბის დროს ქუ­ჩა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად გა­ვი­და. გაც­ვე­თილ ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბილ, დაღ­ლილ და თავ­ჩა­ქინ­დრულ მა­მა­კაც­ში ერთ-ერ­თმა გამ­ვლელ­მა ვარ­სკვლა­ვი ვერ ამო­იც­ნო, ის უსახ­ლკა­რო მა­თხო­ვა­რი ეგო­ნა და დო­ლა­რი მის­ცა. მსა­ხი­ო­ბი ამ ფაქტს ყო­ველ­თვის ღი­მი­ლით იხ­სე­ნებს, ხოლო ფოტო, რო­მე­ლიც შო­რი­ახ­ლოს ჩა­საფ­რე­ბულ­მა პა­პა­რაც­მა გა­და­ი­ღო, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mirror.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები

ნელსონ მანდელას სიკვდილის შემდეგ, მორგან ფრიმენი დაიტირეს, ხოლო რეპეტიციაზე მყოფი მსახიობი მათხოვარი ეგონათ

ნელსონ მანდელას სიკვდილის შემდეგ, მორგან ფრიმენი დაიტირეს, ხოლო რეპეტიციაზე მყოფი მსახიობი მათხოვარი ეგონათ

ისინი ცნობილი მსახიობები არიან და კურიოზები ხშირად გადახდენიათ. 3 ამბავი, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ შეეშალათ ჰოლივუდის ვარსკვლავები ერთმანეთში, ან რატომ ეგონათ მდიდარი მსახიობი მათხოვარი.

ნელსონ მანდელა - მორგან ფრიმენი: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ნელსონ მანდელას გარდაცვალების შემდეგ, ინდოელმა ქსოვილებით მოვაჭრემ მის პატივსაცემად დიდი ბანერი აღმართა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გააცნობიერა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა და ფოტოზე პრეზიდენტის ნაცვლად, ჰოლივუდის ვარსკვლავი მორგან ფრიმენი იყო გამოსახული. საქმე ის არის, რომ მსახიობმა მორგან ფრიმენმა ნელსონ მანდელა 2009 წელს გადაღებულ ფილმში განასახიერა - სწორედ ამიტომ, ინდოეთში იფიქრეს, რომ ფრიმენი მანდელა იყო.

კირა ნაიტლი და ნატალი პორტმანი: ვიდრე ჰოლივუდის ლაბირინთებში გზას გაიკვალავდა, კირა ნაიტლი მსახიობ ნატალი პორტმანში ერეოდათ. კირას პოპულარობის შემდეგაც კი ყველა აღნიშნავს, რომ ორი ვარსკვლავი გარეგნულად ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ერთ დღეს კირა სამოგზაუროდ წავიდა, თუმცა აეროპორტში უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა - უამრავი გულშემატკივარი ავტოგრაფსა და მასთან ფოტოს გადაღებას ითხოვდა, თუმცა ნატალის ყვიროდნენ.

იან მაკ-კელენი და მათხოვარი: ბრიტანელი მსახიობი იან მაკ-კელენი თეატრის რეპეტიციების დროს ქუჩაში დასასვენებლად გავიდა. გაცვეთილ ტანსაცმელში გამოწყობილ, დაღლილ და თავჩაქინდრულ მამაკაცში ერთ-ერთმა გამვლელმა ვარსკვლავი ვერ ამოიცნო, ის უსახლკარო მათხოვარი ეგონა და დოლარი მისცა. მსახიობი ამ ფაქტს ყოველთვის ღიმილით იხსენებს, ხოლო ფოტო, რომელიც შორიახლოს ჩასაფრებულმა პაპარაცმა გადაიღო, ძალიან პოპულარული გახდა.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება