პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალები, რომლებიც ქალიშვილობას მშობიარობისას კარგავენ და ლოგინიდან გაქცეული კაცები - ქართველების სექსუალური ჩივილები
ქალები, რომლებიც ქალიშვილობას მშობიარობისას კარგავენ და ლოგინიდან გაქცეული კაცები - ქართველების სექსუალური ჩივილები

არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ქა­ლე­ბი ქა­ლიშ­ვი­ლო­ბას მშო­ბი­ა­რო­ბის დროს კარ­გა­ვენ. უც­ნა­უ­რად ჟღერს, მაგ­რამ ასე­თი ანო­მა­ლი­ე­ბი მე­დი­ცი­ნას არც ისე იშ­ვი­ა­თად ახ­სოვს... ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, კი­დევ რა ტი­პის სექ­სუ­ა­ლურ ანო­მა­ლი­ებ­ზე აქვთ ინ­ფორ­მა­ცია ქარ­თველ სექ­სო­ლო­გებს. Ambebi.ge-ს სექ­სო­ლო­გი გია ბე­როშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

– ბა­ტო­ნო გია, რა ჩი­ვი­ლე­ბით მოგ­მარ­თა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი?

– ჰი­პერ­სექ­სუ­ა­ლიზ­მის გამო მე არა­ვინ არ მომ­მარ­თავს. პა­ცი­ენ­ტე­ბის 70-80 პრო­ცენ­ტი მომ­მარ­თავს ერექ­ცი­უ­ლი დის­ფუქნცი­ის გამო. ე.ი. სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის გაძ­ნე­ლე­ბა ან შე­უძ­ლებ­ლო­ბა. ძი­რი­თა­დი ჩი­ვი­ლი სწო­რედ ეს არის. შემ­დეგ ად­გილ­ზე დგას ნა­ად­რე­ვი ეა­კუ­ლა­ცია და სურ­ვი­ლი, ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბა, როცა პა­ცი­ენტს არ აქვს სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის სურ­ვი­ლი. იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვე­ბიც არის, როცა გა­ხან­გრძლი­ვე­ბის გამო მოგ­ვმარ­თა­ვენ.

– რა ხერ­ხებს მი­მარ­თა­ვენ აქ­ტის გა­სა­ხან­გრძლი­ვებ­ლად?

– უამ­რა­ვი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს. რო­გორც მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვუ­ნიშ­ნავ, ნემ­სი იქ­ნე­ბა, პრე­პა­რა­ტი თუ მა­სა­ჟე­ბი. და­ნარ­ჩე­ნი რა ხდე­ბა, არ ვიცი. ისე რას აკე­თე­ბენ, ვერ გე­ტყვით. ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბას ვურ­ჩევ, ნა­მე­ტა­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რად აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი ნუ იქ­ნე­ბი­ან, წიგ­ნე­ბიც იკი­თხონ, იქ წე­რია რო­გორ ცხოვ­რობს ხალ­ხი, რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ, იმის გარ­და, რომ სექ­სით უნდა და­კავ­დნენ. ათა­სი რამე ხდე­ბა, მაგ­რამ სექ­სის ამოგ­დე­ბა სა­სურ­ვე­ლი არ არის ცხოვ­რე­ბი­დან. ზოგი არ მო­დის იმი­ტომ, რომ ერი­დე­ბა, ან ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს. ამა­ში მო­სა­რი­დე­ბე­ლი არა­ფე­რი არ არის, ის ხომ არ მი­დის და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ ლა­პა­რა­კობს ამას? ის მი­დის ექიმ­თან, რომ­ლის­გა­ნაც დახ­მა­რე­ბის იმე­დი აქვს. ასე­თებს ვურ­ჩევ, დრუ­ლად მი­ხე­დონ პრობ­ლე­მას, უფრო ღრმა პრობ­ლე­მა­ში რომ არ გა­და­ი­ზარ­დოს. არა მარ­ტო სექ­სუ­ა­ლურ­ში, არა­მედ სო­ცი­ა­ლურ­ში, ადაპ­ტი­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა გა­რე­მოს­თან, გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი გახ­დე­ბა.

პირ­ვე­ლი ღა­მის პრობ­ლე­მე­ბი აქვს ბევ­რს, ვერ მო­უ­ხერ­ხე­ბია აქ­ტის ჩა­ტა­რე­ბა. ეს უფრო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმით, რომ თა­ვის გა­მო­ჩე­ნა, პერ­ფორ­მან­სი, მე­უღ­ლის­თვის თა­ვის მო­წო­ნე­ბა მოქ­მე­დებს უარ­ყო­ფი­თად, შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლოა, აქტი არ მოხ­დეს და ფიქ­რო­ბენ, პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. არის კუ­რი­ო­ზე­ბი, მაგ­რამ ეთი­კუ­რად სწო­რი არ იქ­ნე­ბა ამის მყო­ლა. ვი­ღა­ცის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის ვერ მოხ­დე­ნა, მაგ­რამ ვი­ღა­ცის­თვის ხდე­ბა. ზოგი მო­სუ­ლა, ასოს ზო­მე­ბი არ მომ­წონ­სო. ასეთ დროს ვურ­ჩევთ პა­ცი­ენტს, თუ მისი ზო­მე­ბი ადექ­ვა­ტუ­რია, დაკ­მა­ყო­ფილ­დეს იმით, რაც აქვს. რად­გან არ არის პა­რა­მეტ­რე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. თუ ნორ­მის ფარ­გლებ­ში ჯდე­ბა, ასოს ზო­მე­ბის მო­მა­ტე­ბა არა­ფერს არ ნიშ­ნავს. მთა­ვა­რია, იყოს ერექ­ტი­უ­ლი. დიდი ზო­მის სა­ს­ქე­სოც დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, ვიდ­რე სა­შუ­ა­ლო. მთა­ვა­რია არ იყოს მიკ­რო­პე­ნი­სი. ეს არის 7 სმ-ზე ნაკ­ლე­ბი ასო. ასე­თებს მო­უ­მარ­თავთ.

– ცო­ლებ­თან ერ­თად მო­დი­ან ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი, თუ უმა­ლა­ვენ მა­მა­კა­ცე­ბი მე­უღ­ლე­ებს ამ პრობ­ლე­მას?

– ცო­ლე­ბის­გან ამას ბევ­რი მა­ლავს სხვა­დას­ხვა სა­ხით. გა­ურ­ბი­ან სქე­სობ­რივ აქტს. გარ­ბი­ან ლო­გი­ნი­დან. ხან­და­ხან მე­უღ­ლე­ე­ბი რე­კა­ვენ ან ჩა­წე­რა­ზე მო­დი­ან, მე­უღ­ლეს პრობ­ლე­მე­ბი აქ­ვსო. როცა ვე­კი­თხე­ბი, რას აკე­თებს, მე­უბ­ნე­ბი­ან ზის კომ­პი­უ­ტერ­თან, თა­მა­შობს რა­ღა­ცას, მი­დის მე­გობ­რებ­თან. აქ მი­ზე­ზი უნდა გა­ირ­კვეს. პრობ­ლე­მა არის სიყ­ვა­რუ­ლის გაქ­რო­ბა თუ მისი პო­ტენ­ცია. ქარ­თვე­ლებს ცოტა ისე­თი ხა­სი­ა­თი გვაქვს, გა­გე­ბუ­ლი მე­უღ­ლე გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს მე­უღ­ლის ჩი­ვილს და წა­მო­ვა ექიმ­თან. ზოგი აბ­რა­ლებს, შენი პრობ­ლე­მა არი­სო. თუ წყვი­ლი თა­ვად არ მო­ვი­და ექიმ­თან, რთუ­ლია ზუს­ტი მი­ზე­ზის დად­გე­ნა და გარ­კვე­ვა, რა­ტომ აქვთ ოჯახ­ში პრობ­ლე­მე­ბი.

– რამ­დე­ნი ხანი ძლებს ოჯა­ხი, სა­დაც წყვილს სექ­სუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს?

– რე­კორ­დუ­ლი იყო 11 წელი. იმ დღე­საც მი­თხრეს, ოთხი წე­ლია ქალს პრობ­ლე­მა აქვს და ახლა მი­მარ­თა ექიმ­სო. ამ­დე­ნი ხანი რომ გრძელ­დე­ბა პრობ­ლე­მა ე.ი. სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ჰარ­მო­ნია იყო. ან ქალი ვერ აღ­წევ­და ორ­გაზმს, ან... მათ ადრე რომ მი­ე­მარ­თათ ექი­მის­თვის, ად­ვი­ლად გა­მოს­წორ­დე­ბო­და ეს პრობ­ლე­მა. ჯერ მკი­თხეს, რა გა­ვა­კე­თო­თო, რა უნდა გა­ა­კე­თოს? მო­ვი­დეს ექიმ­თან. სექ­სო­ლო­გი მი­ხე­დავს, აქ შე­იძ­ლე­ბა მძი­მე ორ­გა­ნუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბიც იყოს, უმე­ტე­სო­ბა ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში ფსი­ქო­ლო­გი­უ­რია, მაგ­რამ არც ორ­გა­ნუ­ლია გა­მო­რი­ცხუ­ლი. ჩვენ ვაძ­ლევთ მი­მარ­თუ­ლე­ბას, საით წა­ვიდ­ნენ.

– ამ­ბო­ბენ, რომ არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ქალი მშო­ბი­ა­რო­ბის დროს კარ­გავს ქალ­წუ­ლო­ბას, შეგ­ხვედ­რი­ათ ასე­თი პა­ცი­ენ­ტი?

– ეს გი­ნე­კო­ლო­გებს უნდა ჰკი­თხოთ. სა­ქალ­წუ­ლე აპკი არის სხვა­დას­ხვა ფორ­მის. არის აპკი, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად ელას­ტი­უ­რია, შე­საძ­ლოა, სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის დროს არ და­ი­კარ­გოს. მშო­ბი­ა­რო­ბის დროს კი სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მაგ­რამ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თია.

Ambebi.ge

ქალები, რომლებიც ქალიშვილობას მშობიარობისას კარგავენ და ლოგინიდან გაქცეული კაცები - ქართველების სექსუალური ჩივილები

ქალები, რომლებიც ქალიშვილობას მშობიარობისას კარგავენ და ლოგინიდან გაქცეული კაცები - ქართველების სექსუალური ჩივილები

არსებობს შემთხვევები, როდესაც ქალები ქალიშვილობას მშობიარობის დროს კარგავენ. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეთი ანომალიები მედიცინას არც ისე იშვიათად ახსოვს... ჩვენ დავინტერესდით, კიდევ რა ტიპის სექსუალურ ანომალიებზე აქვთ ინფორმაცია ქართველ სექსოლოგებს. Ambebi.ge-ს სექსოლოგი გია ბეროშვილი ესაუბრება.

– ბატონო გია, რა ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები?

– ჰიპერსექსუალიზმის გამო მე არავინ არ მომმართავს. პაციენტების 70-80 პროცენტი მომმართავს ერექციული დისფუქნციის გამო. ე.ი. სქესობრივი აქტის გაძნელება ან შეუძლებლობა. ძირითადი ჩივილი სწორედ ეს არის. შემდეგ ადგილზე დგას ნაადრევი ეაკულაცია და სურვილი, ლიბიდოს დაქვეითება, როცა პაციენტს არ აქვს სქესობრივი აქტის სურვილი. იშვიათი შემთხვევებიც არის, როცა გახანგრძლივების გამო მოგვმართავენ.

– რა ხერხებს მიმართავენ აქტის გასახანგრძლივებლად?

– უამრავი სამკურნალო საშუალება არსებობს. როგორც მედიკამენტოზური, ასევე ფსიქოლოგიური. ინდივიდუალურად ვუნიშნავ, ნემსი იქნება, პრეპარატი თუ მასაჟები. დანარჩენი რა ხდება, არ ვიცი. ისე რას აკეთებენ, ვერ გეტყვით. ჩვენს ახალგაზრდობას ვურჩევ, ნამეტანი სექსუალურად აქცენტირებული ნუ იქნებიან, წიგნებიც იკითხონ, იქ წერია როგორ ცხოვრობს ხალხი, რა ინტერესები აქვთ, იმის გარდა, რომ სექსით უნდა დაკავდნენ. ათასი რამე ხდება, მაგრამ სექსის ამოგდება სასურველი არ არის ცხოვრებიდან. ზოგი არ მოდის იმიტომ, რომ ერიდება, ან ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. ამაში მოსარიდებელი არაფერი არ არის, ის ხომ არ მიდის და საზოგადოებაში არ ლაპარაკობს ამას? ის მიდის ექიმთან, რომლისგანაც დახმარების იმედი აქვს. ასეთებს ვურჩევ, დრულად მიხედონ პრობლემას, უფრო ღრმა პრობლემაში რომ არ გადაიზარდოს. არა მარტო სექსუალურში, არამედ სოციალურში, ადაპტირება გაუჭირდება გარემოსთან, გულჩათხრობილი გახდება.

პირველი ღამის პრობლემები აქვს ბევრს, ვერ მოუხერხებია აქტის ჩატარება. ეს უფრო განპირობებული იყო იმით, რომ თავის გამოჩენა, პერფორმანსი, მეუღლისთვის თავის მოწონება მოქმედებს უარყოფითად, შესაბამისად, შესაძლოა, აქტი არ მოხდეს და ფიქრობენ, პრობლემები აქვთ. არის კურიოზები, მაგრამ ეთიკურად სწორი არ იქნება ამის მყოლა. ვიღაცისთვის წარმოუდგენელია სქესობრივი აქტის ვერ მოხდენა, მაგრამ ვიღაცისთვის ხდება. ზოგი მოსულა, ასოს ზომები არ მომწონსო. ასეთ დროს ვურჩევთ პაციენტს, თუ მისი ზომები ადექვატურია, დაკმაყოფილდეს იმით, რაც აქვს. რადგან არ არის პარამეტრები მაინცდამაინც იმდენად მნიშვნელოვანი. თუ ნორმის ფარგლებში ჯდება, ასოს ზომების მომატება არაფერს არ ნიშნავს. მთავარია, იყოს ერექტიული. დიდი ზომის სასქესოც დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე საშუალო. მთავარია არ იყოს მიკროპენისი. ეს არის 7 სმ-ზე ნაკლები ასო. ასეთებს მოუმართავთ.

– ცოლებთან ერთად მოდიან ქართველი პაციენტები, თუ უმალავენ მამაკაცები მეუღლეებს ამ პრობლემას?

– ცოლებისგან ამას ბევრი მალავს სხვადასხვა სახით. გაურბიან სქესობრივ აქტს. გარბიან ლოგინიდან. ხანდახან მეუღლეები რეკავენ ან ჩაწერაზე მოდიან, მეუღლეს პრობლემები აქვსო. როცა ვეკითხები, რას აკეთებს, მეუბნებიან ზის კომპიუტერთან, თამაშობს რაღაცას, მიდის მეგობრებთან. აქ მიზეზი უნდა გაირკვეს. პრობლემა არის სიყვარულის გაქრობა თუ მისი პოტენცია. ქართველებს ცოტა ისეთი ხასიათი გვაქვს, გაგებული მეუღლე გაითვალისწინებს მეუღლის ჩივილს და წამოვა ექიმთან. ზოგი აბრალებს, შენი პრობლემა არისო. თუ წყვილი თავად არ მოვიდა ექიმთან, რთულია ზუსტი მიზეზის დადგენა და გარკვევა, რატომ აქვთ ოჯახში პრობლემები.

– რამდენი ხანი ძლებს ოჯახი, სადაც წყვილს სექსუალური პრობლემები აქვს?

– რეკორდული იყო 11 წელი. იმ დღესაც მითხრეს, ოთხი წელია ქალს პრობლემა აქვს და ახლა მიმართა ექიმსო. ამდენი ხანი რომ გრძელდება პრობლემა ე.ი. სექსუალური დისჰარმონია იყო. ან ქალი ვერ აღწევდა ორგაზმს, ან... მათ ადრე რომ მიემართათ ექიმისთვის, ადვილად გამოსწორდებოდა ეს პრობლემა. ჯერ მკითხეს, რა გავაკეთოთო, რა უნდა გააკეთოს? მოვიდეს ექიმთან. სექსოლოგი მიხედავს, აქ შეიძლება მძიმე ორგანული პათოლოგიებიც იყოს, უმეტესობა ახალგაზრდა ასაკში ფსიქოლოგიურია, მაგრამ არც ორგანულია გამორიცხული. ჩვენ ვაძლევთ მიმართულებას, საით წავიდნენ.

– ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როცა ქალი მშობიარობის დროს კარგავს ქალწულობას, შეგხვედრიათ ასეთი პაციენტი?

– ეს გინეკოლოგებს უნდა ჰკითხოთ. საქალწულე აპკი არის სხვადასხვა ფორმის. არის აპკი, რომელიც იმდენად ელასტიურია, შესაძლოა, სქესობრივი აქტის დროს არ დაიკარგოს. მშობიარობის დროს კი სხვანაირად წარმოუდგენელია. მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია.

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია