საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე იმსჯელეს
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე იმსჯელეს

ევ­რო­საბ­ჭოს მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლეს.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, ეკა ბე­სე­ლი­ას აზ­რით, არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი იქ­ნე­ბა. "გან­წყო­ბე­ბი, შე­ფა­სე­ბე­ბი, ვფიქ­რობ იქ­ნე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი. წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბე­ბი­დან, გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან და სა­უბ­რებ­ში ასე ჩანს. რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ას, ის ცდი­ლობს წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ იყო ძა­ლა­დო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, თუმ­ცა არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი რე­ა­გი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ყვე­ლა კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ზე, რო­მე­ლიც და­ფიქ­სირ­და სხვა­დას­ხვა ოლ­ქში, შსს-მ მო­ახ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ბე­სე­ლი­ამ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­საბ­ჭო და მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­ტე­ტი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია იმ ძა­ლა­დობ­რი­ვი ფო­ნით, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"ჩემი მი­ზა­ნი იყო ის, რომ ბო­ლოს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გა­მეც­ნო მათ­თვის, წარ­ვუდ­გი­ნე კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლე­ბიც და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი, თავ­გა­ტე­ხი­ლე­ბი მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მარ­ტო იმი­ტომ, რომ ისი­ნი არი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი დე­მოკ­რა­ტი­ას­თან, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა არა­ვინ ის­ჯე­ბა და არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ისი­ნი და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არი­ან "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან". ვე­ლო­დე­ბი, რომ შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტში სრუ­ლად აი­სა­ხე­ბა არა მარ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე პე­რი­ო­დი, არა­მედ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დიც", - აღ­ნიშ­ნა ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილ­მა.

ევ­რო­საბ­ჭოს მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებს 2 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გა­ნი­ხი­ლავ­და. კო­მი­ტეტ­ზე მომ­ზად­და სპე­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" ადევს და მისი დე­ტა­ლე­ბი სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ა­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ევ­რო­საბ­ჭოს მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­ტე­ტის სხდო­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე იმსჯელეს

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე იმსჯელეს

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე იმსჯელეს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას აზრით, არჩევნებთან დაკავშირებით პოზიტიური შეფასებები იქნება. "განწყობები, შეფასებები, ვფიქრობ იქნება პოზიტიური. წინასწარი შეფასებებიდან, განცხადებებიდან და საუბრებში ასე ჩანს. რაც შეეხება ოპოზიციას, ის ცდილობს წარმოაჩინოს, რომ იყო ძალადობა ხელისუფლების მხრიდან, თუმცა არსებობს კონკრეტული რეაგირების შემთხვევები, როდესაც ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელიც დაფიქსირდა სხვადასხვა ოლქში, შსს-მ მოახდინა რეაგირება", - აღნიშნა ბესელიამ.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ევროსაბჭო და მონიტორინგის კომიტეტი შეშფოთებულია იმ ძალადობრივი ფონით, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში.

"ჩემი მიზანი იყო ის, რომ ბოლოს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები გამეცნო მათთვის, წარვუდგინე კონკრეტული ადამიანების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც დასისხლიანებული, თავგატეხილები მოთავსებულები არიან საავადმყოფოებში მარტო იმიტომ, რომ ისინი არიან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები. ბუნებრივია, ეს არის შეუთავსებელი დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა არავინ ისჯება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი დაახლოებული არიან "ქართულ ოცნებასთან". ველოდები, რომ შესაბამის დოკუმენტში სრულად აისახება არა მარტო არჩევნებამდე პერიოდი, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდიც", - აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს 2 საათზე მეტხანს განიხილავდა. კომიტეტზე მომზადდა სპეციალური დოკუმენტი, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს და მისი დეტალები საშემოდგომო სესიაზე გახდება ცნობილი.

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა