2 წლის ჩენგ ჩენგი მსოფლიოში ყველაზე პატარა ალკოჰოლიკია - მან ღვინო პირველად 10 თვის ასაკში გასინჯა, ხოლო 1 წლის ასაკში ლუდიც დააგემოვნა. ბავშვი ჩინეთის პროვინცია ანხოიში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ჩენგის ამბავი ადგილობრივმა მედიამ გაახმაურა, მშობლებს უამრავი ექიმი დაუკავშირდა - ისინი მათ მოუწოდებენ, რომ სასწრაფო რეაგირება მოახდინონ, რადგანაც ალკოჰოლი ბავშვის ორგანოებს დაღუპავს.
თუმცა, ექიმების გაფრთხილება სასაცილოდ არ ჰყოფნის ბავშვის მამას, რომელიც ჩენგის ალკოჰოლისადმი სიყვარულზე იცინის. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც მამამ პატარას წვეთი ღვინო დაალევინა, რადგანაც ბავშვი ტიროდა და იფიქრა, ალკოჰოლი დაამშვიდებდა. დედას ეშინია, რომ ოფიციალური პირები მას და მის მეუღლეს ბავშვზე ზრუნვის უფლებას ჩამოართმევენ და აპირებს, შვილს რძე შეაყვაროს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.