საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელია უნდა იყოს ხელ-ფეხ შეკრული, მშიერი და მთვრალი " - ხაჩიძე დებატების შესახებ ნარმანიას განცხადებას დასცინის
"მელია უნდა იყოს ხელ-ფეხ შეკრული, მშიერი და მთვრალი " - ხაჩიძე დებატების შესახებ ნარმანიას განცხადებას დასცინის

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი გოგა ხა­ჩი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე დე­ბა­ტე­ბის ნე­იტ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ვით ნარ­მა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და მისი სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის "მო­თხოვ­ნებს" აქ­ვეყ­ნებს.

"და­ვით ნარ­მა­ნი­ას სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის გან­ცხა­დე­ბა:

თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სურს დე­ბა­ტე­ბი, გარ­და ნე­იტ­რა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რი­ი­სა, უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს შემ­დე­გი მო­თხოვ­ნე­ბი:

# ნიკა მე­ლია უნდა იყოს ხელ-ფეხ შეკ­რუ­ლი;

# ნიკა მე­ლია უნდა იყოს მში­ე­რი და მთვრა­ლი (უმ­ჯო­ბე­სია არა­ყით);

# და­ვით ნარ­მა­ნია დე­ბა­ტებს უნდა და­ეს­წროს მშობ­ლებ­თან ერ­თად;

# და­ვით ნარ­მა­ნი­ას ხმას უნდა და­ე­დოს სპეც-ეფექ­ტე­ბი (რე­ვე­რი და ჰოლი);

# და­ვით ნარ­მა­ნი­ას ტრი­ბუ­ნას­თან უნდა იდოს ცივი სა­ზამ­თრო და დანა (სა­ზამ­თრო - სა­სურ­ვე­ლია და­უჭ­რე­ლი);

# ჟურ­ნა­ლის­ტებს ეკ­რძა­ლე­ბათ და­ვით ნარ­მა­ნი­ას­თვის კი­თხვე­ბის დას­მა თბი­ლის­თან და­კავ­ში­რე­ბით;

# დე­ბა­ტე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ნე­ბის­მი­ერ დროს, და­ვით ნარ­მა­ნი­ას უნდა შე­ეძ­ლოს სტუ­დი­ა­ში ორი მო­ცეკ­ვა­ვის შე­მოყ­ვა­ნა და გა­მარ­ჯვე­ბის აღ­ნიშ­ვნა უც­ნა­უ­რი ცეკ­ვით;

# თუ და­ვით ნარ­მა­ნი­ას რა­ი­მე გა­მო­ნათ­ქვამს ვერ გა­ი­გებთ, სა­კუ­თარ თავს უნდა და­აბ­რა­ლოთ;

# დე­ბა­ტე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ნიკა მე­ლი­ას ტრი­ბუ­ნას, და­საბ­ნე­ვად და და­სა­თარ­სად ბურ­თის კენწვლით წრე­ებს უნდა ურტყამ­დეს ვიცე-პრე­მი­ე­რი კა­ლა­ძე;

# დე­ბა­ტე­ბის შე­დე­გე­ბი უნდა დათ­ვა­ლოს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა", - წერს გოგა ხა­ჩი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ, ნიკა მე­ლი­ას­თან დე­ბა­ტე­ბის­თვის მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა. რო­გორც ნარ­მა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, დე­ბა­ტე­ბი ნე­იტ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნდა შედ­გეს.

"ნე­იტ­რა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რია ნიშ­ნავს არა რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ის ტე­რი­ტო­რი­ას, არა­მედ სხვა ტე­რი­ტო­რი­ას, სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი, ტე­ლე­ვი­ზია, იმი­სათ­ვის, რომ ვინ­მეს არ და­წყდეს გული, შე­ეძ­ლებს, რომ მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია, ჩა­წე­როს ეს დე­ბა­ტე­ბი. გა­უშ­ვას პირ­და­პი­რი ეთე­რით ან გა­უშ­ვას ჩა­ნა­წე­რი. თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და თა­ვი­ან­თი პროგ­რა­მის მაქ­სი­მა­ლუ­რი წარ­მო­ჩე­ნა, ეს არის ის ორი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა", - აღ­ნიშ­ნა ნარ­მა­ნი­ამ.

იხი­ლეთ ასე­ვე: ნარ­მა­ნი­ას პლაჟ­ზე გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა

"მელია უნდა იყოს ხელ-ფეხ შეკრული, მშიერი და მთვრალი " - ხაჩიძე დებატების შესახებ ნარმანიას განცხადებას დასცინის

"მელია უნდა იყოს ხელ-ფეხ შეკრული, მშიერი და მთვრალი " - ხაჩიძე დებატების შესახებ ნარმანიას განცხადებას დასცინის

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე დებატების ნეიტრალურ ტერიტორიაზე გამართვასთან დაკავშირებით დავით ნარმანიას განცხადებას ეხმაურება და მისი საარჩევნო შტაბის "მოთხოვნებს" აქვეყნებს.

"დავით ნარმანიას საარჩევნო შტაბის განცხადება:

თუ საზოგადოებას სურს დებატები, გარდა ნეიტრალური ტერიტორიისა, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

# ნიკა მელია უნდა იყოს ხელ-ფეხ შეკრული;

# ნიკა მელია უნდა იყოს მშიერი და მთვრალი (უმჯობესია არაყით);

# დავით ნარმანია დებატებს უნდა დაესწროს მშობლებთან ერთად;

# დავით ნარმანიას ხმას უნდა დაედოს სპეც-ეფექტები (რევერი და ჰოლი);

# დავით ნარმანიას ტრიბუნასთან უნდა იდოს ცივი საზამთრო და დანა (საზამთრო - სასურველია დაუჭრელი);

# ჟურნალისტებს ეკრძალებათ დავით ნარმანიასთვის კითხვების დასმა თბილისთან დაკავშირებით;

# დებატების მიმდინარეობისას, ნებისმიერ დროს, დავით ნარმანიას უნდა შეეძლოს სტუდიაში ორი მოცეკვავის შემოყვანა და გამარჯვების აღნიშვნა უცნაური ცეკვით;

# თუ დავით ნარმანიას რაიმე გამონათქვამს ვერ გაიგებთ, საკუთარ თავს უნდა დააბრალოთ;

# დებატების მიმდინარეობისას, ნიკა მელიას ტრიბუნას, დასაბნევად და დასათარსად ბურთის კენწვლით წრეებს უნდა ურტყამდეს ვიცე-პრემიერი კალაძე;

# დებატების შედეგები უნდა დათვალოს ირაკლი ღარიბაშვილმა", - წერს გოგა ხაჩიძე.

შეგახსენებთ, კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ, ნიკა მელიასთან დებატებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. როგორც ნარმანიამ განაცხადა, დებატები ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა შედგეს.

"ნეიტრალური ტერიტორია ნიშნავს არა რომელიმე ტელევიზიის ტერიტორიას, არამედ სხვა ტერიტორიას, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ტელევიზია, იმისათვის, რომ ვინმეს არ დაწყდეს გული, შეეძლებს, რომ მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია, ჩაწეროს ეს დებატები. გაუშვას პირდაპირი ეთერით ან გაუშვას ჩანაწერი. თანაბარი შესაძლებლობა და თავიანთი პროგრამის მაქსიმალური წარმოჩენა, ეს არის ის ორი მთავარი მოთხოვნა", - აღნიშნა ნარმანიამ.

იხილეთ ასევე: ნარმანიას პლაჟზე გადაღებულმა ფოტომ "ნაციონალები" გაამხიარულა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს