მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდნენ ჯომარდობაში მონაწილეობის მსურველებმა?
რა უნდა იცოდნენ ჯომარდობაში მონაწილეობის მსურველებმა?

ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში თან­და­თან უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი კი ბოლო დროს ჯო­მარ­დო­ბაა. მთის მდი­ნა­რე­ებ­ზე დაშ­ვე­ბის სურ­ვილს არა­მარ­ტო ქარ­თვე­ლი ექ­სტრე­მა­ლე­ბი, არა­მედ უცხო­ე­ლე­ბიც გა­მოთ­ქვა­მენ. ჯო­მარ­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ათი წე­ლია რაც შე­მო­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას რომ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში შე­და­რე­ბით ახა­ლია, შე­სა­ბა­მი­სად ცო­ტამ თუ იცის, რა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმი­სათ­ვის რომ ჯო­მარ­დო­ბის­თვის მო­ემ­ზა­დოს და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს.

რო­გორც ჯო­მარ­დო­ბის ინ­სტრუქ­ტო­რი ლე­ვან გოგ­ლი­ძე ამ­ბობს, პირ­ველ რიგ­ში მთა­ვა­რი წყლის ში­შის დაძ­ლე­ვაა. ამას­თან, ცურ­ვის ცოდ­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის. ლე­ვან გოგ­ლი­ძის თქმით პირ­ვე­ლი ჯო­მარ­დო­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მომ­ზა­დე­ბა არ არის სა­ჭი­რო. ყო­ვე­ლი ჯო­მარ­დო­ბის წინ მო­ნა­წი­ლე­ებს უტარ­დე­ბათ ინ­სტრუქ­ტა­ჟი, რომ­ლის დრო­საც გა­ნე­მარ­ტე­ბათ ნავ­ში ჯდო­მის, მოს­მის წე­სე­ბი. ასე­ვე რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ თუ მდი­ნა­რე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან და ა.შ. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს ურიგ­დე­ბა სა­მაშ­ვე­ლო ჟი­ლე­ტი და ჩა­ფხუ­ტი. სა­სურ­ვე­ლია ჰიდ­რო­კოს­ტი­უ­მი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჯო­მარ­დო ფეხ­საც­მლის ტა­რე­ბაც.

"ხში­რად, პირ­ვე­ლად ვინც მო­დის, თუ ცურ­ვა არ იცის, წყლის ეში­ნია. ჩვენ ვუხ­სნით, რომ და­ცუ­ლე­ბი არი­ან ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით. გარ­და ამი­სა, სპე­ცი­ა­ლურ ინ­სტრუქ­ტაჟს უტა­რებს ინ­სტრუქ­ტო­რი. თუმ­ცა, რო­გორც კი ნავ­ში სხდე­ბი­ან, უკვე თა­მამ­დე­ბი­ან. ში­შის მო­მენ­ტი ერთ წუთ­ში გა­დის. მთა­ვა­რია ადა­მი­ან­მა თა­ვის თავ­ში დაძ­ლი­ოს ში­შის მო­მენ­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მომ­ზა­დე­ბა სა­ჭი­რო არ არის, ასე­ვე არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცურ­ვის ცოდ­ნა. ეს ხომ ზღვა არ არის, ან ტბა. მთის მდი­ნა­რე ძა­ლას ძა­ლი­ან მალე აც­ლის ადა­მი­ანს. ამი­ტომ ინ­სტრუქ­ტო­რი ყო­ველ­თვის უხ­სნის მო­ნა­წი­ლეს, რა უნდა გა­ა­კე­თოს ნა­ვი­დან გად­მო­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში - ცურ­ვა არ უნდა და­ი­წყოს, ზურ­გზე უნდა დაწ­ვეს და დი­ნე­ბას უნდა გაყ­ვეს, ამ მო­მენ­ტში მას აუ­ცი­ლებ­ლად და­ეხ­მა­რე­ბი­ან, გვაქვს სა­მაშ­ვე­ლო თო­კე­ბი, რო­მელ­საც გა­და­ვუგ­დებთ, ჩა­ე­ჭი­დე­ბა და თა­ვი­სუფ­ლად ამო­იყ­ვა­ნენ", - ამ­ბობს გოგ­ლი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ვე­ლი ჯო­მარ­დო­ბის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ხე­ლის კუნ­თე­ბის ტკი­ვილს უჩი­ვი­ან- "წყა­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სტი­ქი­აა და სწო­რედ წყალ­თან ჭი­დი­ლი ხდე­ბა, ამი­ტომ სტკი­ვათ კუნ­თე­ბი, თუ მა­ნამ­დე ხე­ლის კუნ­თებს გა­ვა­ვარ­ჯი­შებთ, ტკი­ვი­ლიც არ იქ­ნე­ბა".

რო­გორც გოგ­ლი­ძე ამ­ბობს, ყო­ველ წელს უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა ჯო­მარ­დო­ბით და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს.

"ჯო­მარ­დო­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი დიდ კომ­პა­ნი­ებ­შიც გახ­და, თით­ქმის ყო­ველ კვი­რას კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ტურ­ნინ­რე­ბი იმარ­თე­ბა. მა­გა­ლი­თად, კომ­პა­ნია "ნი­კო­რამ" ჯო­მარ­დო­ბა­ში "ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის" თასი და­ა­წე­სა და მათი ორ­გა­ნი­ზე­ბით შე­ჯიბ­რი ფშა­ვის არაგვზე 28 ივ­ნისს გა­ი­მარ­თე­ბა. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას 10-მდე კომ­პა­ნია აპი­რებს. "ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის" თასი წელს პირ­ვე­ლად გა­თა­მაშ­დე­ბა და ამ ტრა­დი­ა­ცი­ას ჩა­ეყ­რე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი. ჩვენ ამას მი­ვე­სალ­მე­ბით. ჯო­მარ­დო­ბა ძა­ლი­ან ჯან­სა­ღი და ლა­მა­ზი სპორ­ტია, არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც ჩვენ­თან მოვა და ცუდი მო­გო­ნე­ნე­ბე­ბი დარ­ჩეს, ერთხელ ვინც მოვა, მას მერე თა­ვის მე­გობ­რე­ბი მოჰ­ყავს და კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ერ­თვე­ბა ჯო­მარ­დო­ბა­ში. ეს არის რო­გორც სპორ­ტი, ასე­ვე გარ­თო­ბა. ჯო­მარ­დო­ბი­სას ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი აუ­რით იმუხ­ტე­ბა ყვე­ლა", - ამ­ბობს გოგ­ლი­ძე.

კომ­პა­ნია "ნი­კო­რა­ში" ამ­ბო­ბენ, რომ ჯო­მარ­დო­ბა­ში "ნი­კო­რას სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის" თა­სის გა­თა­მა­შე­ბას ტრა­დი­ცი­უ­ლი და სის­ტე­მა­ტი­უ­რი სახე მი­ე­ცე­მა და ყო­ველ­წლი­უ­რად ჩა­ტარ­დე­ბა. "ნი­კო­რას სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის" ქსე­ლის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით ურუ­შა­ძე, რო­მე­ლიც პი­რა­დად აპი­რებს ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მი­იჩ­ნევს, რომ ჯო­მარ­დო­ბი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ნა­წი­ლე გუნ­დი შეკ­რუ­ლი და ერ­თსუ­ლო­ვა­ნი იყოს.

"ად­რეც მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჯო­მარ­დო­ბა­ში, თუმ­ცა მა­შინ ამ ყვე­ლა­ფერს ტურ­ნი­რის სახე არ ჰქო­ნია. "ნი­კო­რას სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის" თასი ჩემ­თვის პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­ლი ტურ­ნი­რია. ძა­ლი­ან ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ თი­თე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე კმა­ყო­ფი­ლი დაბ­რუნ­დე­ბა უკან.

ჯო­მარ­დო­ბა პირ­ველ რიგ­ში გუნ­დუ­რი სპორ­ტია... ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გუნ­დი იყოს შეკ­რუ­ლი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ემორ­ჩი­ლე­ბო­დეს ინ­სტრუქ­ტორს. მარ­თა­ლი გი­თხრათ, "ნი­კო­რას სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის" გუნ­დი ახ­ლა­ხან შედ­გა, ადრე ერ­თად ტურ­ნირ­ში არ მიგ­ვი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და იმე­დია, შევ­ძლებთ სპორ­ტშიც ისე­თი­ვე ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბი ვი­ყოთ და ერ­თად მი­ვაღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას, რო­გორც ამას მუ­შა­ო­ბი­სას ვა­კე­თებთ. მოკ­ლედ, ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვართ გან­წყო­ბი­ლე­ბი - თა­ნაც, რო­გორც უკვე აღი­ნიშ­ნა, ტურ­ნირ­ში "ნი­კო­რას სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის" ქსე­ლის კონ­კუ­რენ­ტე­ბი იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რაც ისე­დაც აზარ­ტულ სპორ­ტს კი­დევ უფრო მე­ტად აზარტს სძენს. იმე­დია, ამ სფე­რო­შიც შევ­ძლებთ და­ვიმ­კვიდ­როთ ლი­დე­რის პო­ზი­ცია და თასი და ფუ­ლა­დი ჯილ­დო ჩვენ­თან დარ­ჩე­ბა", - ამ­ბობს და­ვით ურუ­შა­ძე.

ჯო­მარ­დო­ბა ანუ რაფ­ტინ­გი აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბის სა­ხეა, რის­თვი­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გა­სა­ბე­რი ნავი. რო­გორც წესი, დაშ­ვე­ბა ხდე­ბა სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის მთის მდი­ნა­რე­ებ­ზე. დას­ვე­ნე­ბის ეს ექ­სტრე­მა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი მსოფ­ლი­ო­ში 1970-იანი წლე­ბი­დან გახ­და.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რა უნდა იცოდნენ ჯომარდობაში მონაწილეობის მსურველებმა?

რა უნდა იცოდნენ ჯომარდობაში მონაწილეობის მსურველებმა?

ექსტრემალური სპორტი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. განსაკუთრებით პოპულარული კი ბოლო დროს ჯომარდობაა. მთის მდინარეებზე დაშვების სურვილს არამარტო ქართველი ექსტრემალები, არამედ უცხოელებიც გამოთქვამენ. ჯომარდობა საქართველოში უკვე ათი წელია რაც შემოვიდა. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას რომ ქართულ რეალობაში შედარებით ახალია, შესაბამისად ცოტამ თუ იცის, რა არის აუცილებელი იმისათვის რომ ჯომარდობისთვის მოემზადოს და მონაწილეობა მიიღოს.

როგორც ჯომარდობის ინსტრუქტორი ლევან გოგლიძე ამბობს, პირველ რიგში მთავარი წყლის შიშის დაძლევაა. ამასთან, ცურვის ცოდნა აუცილებელი არ არის. ლევან გოგლიძის თქმით პირველი ჯომარდობისთვის განსაკუთრებული მომზადება არ არის საჭირო. ყოველი ჯომარდობის წინ მონაწილეებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, რომლის დროსაც განემარტებათ ნავში ჯდომის, მოსმის წესები. ასევე როგორ უნდა მოიქცნენ თუ მდინარეში აღმოჩნდებიან და ა.შ. ყველა მონაწილეს ურიგდება სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი. სასურველია ჰიდროკოსტიუმისა და სპეციალური საჯომარდო ფეხსაცმლის ტარებაც.

"ხშირად, პირველად ვინც მოდის, თუ ცურვა არ იცის, წყლის ეშინია. ჩვენ ვუხსნით, რომ დაცულები არიან ყველანაირად შესაბამისი აღჭურვილობით. გარდა ამისა, სპეციალურ ინსტრუქტაჟს უტარებს ინსტრუქტორი. თუმცა, როგორც კი ნავში სხდებიან, უკვე თამამდებიან. შიშის მომენტი ერთ წუთში გადის. მთავარია ადამიანმა თავის თავში დაძლიოს შიშის მომენტი. განსაკუთრებული მომზადება საჭირო არ არის, ასევე არ არის აუცილებელი ცურვის ცოდნა. ეს ხომ ზღვა არ არის, ან ტბა. მთის მდინარე ძალას ძალიან მალე აცლის ადამიანს. ამიტომ ინსტრუქტორი ყოველთვის უხსნის მონაწილეს, რა უნდა გააკეთოს ნავიდან გადმოვარდნის შემთხვევაში - ცურვა არ უნდა დაიწყოს, ზურგზე უნდა დაწვეს და დინებას უნდა გაყვეს, ამ მომენტში მას აუცილებლად დაეხმარებიან, გვაქვს სამაშველო თოკები, რომელსაც გადავუგდებთ, ჩაეჭიდება და თავისუფლად ამოიყვანენ", - ამბობს გოგლიძე.

მისივე თქმით, პირველი ჯომარდობის შემდეგ მონაწილეები ყველაზე მეტად ხელის კუნთების ტკივილს უჩივიან- "წყალი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტიქიაა და სწორედ წყალთან ჭიდილი ხდება, ამიტომ სტკივათ კუნთები, თუ მანამდე ხელის კუნთებს გავავარჯიშებთ, ტკივილიც არ იქნება".

როგორც გოგლიძე ამბობს, ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ჯომარდობით და მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს.

"ჯომარდობა პოპულარული დიდ კომპანიებშიც გახდა, თითქმის ყოველ კვირას კორპორატიული ტურნინრები იმართება. მაგალითად, კომპანია "ნიკორამ" ჯომარდობაში "ნიკორა სუპერმარკეტების" თასი დააწესა და მათი ორგანიზებით შეჯიბრი ფშავის არაგვზე 28 ივნისს გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღებას 10-მდე კომპანია აპირებს. "ნიკორა სუპერმარკეტების" თასი წელს პირველად გათამაშდება და ამ ტრადიაციას ჩაეყრება საფუძველი. ჩვენ ამას მივესალმებით. ჯომარდობა ძალიან ჯანსაღი და ლამაზი სპორტია, არ არსებობს ადამიანი რომელიც ჩვენთან მოვა და ცუდი მოგონენებები დარჩეს, ერთხელ ვინც მოვა, მას მერე თავის მეგობრები მოჰყავს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ერთვება ჯომარდობაში. ეს არის როგორც სპორტი, ასევე გართობა. ჯომარდობისას ძალიან დადებითი აურით იმუხტება ყველა", - ამბობს გოგლიძე.

კომპანია "ნიკორაში" ამბობენ, რომ ჯომარდობაში "ნიკორას სუპერმარკეტების" თასის გათამაშებას ტრადიციული და სისტემატიური სახე მიეცემა და ყოველწლიურად ჩატარდება. "ნიკორას სუპერმარკეტების" ქსელის ფინანსური დირექტორი დავით ურუშაძე, რომელიც პირადად აპირებს ტურნირში მონაწილეობას, მიიჩნევს, რომ ჯომარდობისას აუცილებელია მონაწილე გუნდი შეკრული და ერთსულოვანი იყოს.

"ადრეც მიმიღია მონაწილეობა მეგობრებთან ერთად ჯომარდობაში, თუმცა მაშინ ამ ყველაფერს ტურნირის სახე არ ჰქონია. "ნიკორას სუპერმარკეტების" თასი ჩემთვის პირველი მასშტაბული ტურნირია. ძალიან ექსტრემალური სპორტია და დარწმუნებული ვარ თითეული მონაწილე კმაყოფილი დაბრუნდება უკან.

ჯომარდობა პირველ რიგში გუნდური სპორტია... ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გუნდი იყოს შეკრული და მაქსიმალურად ემორჩილებოდეს ინსტრუქტორს. მართალი გითხრათ, "ნიკორას სუპერმარკეტების" გუნდი ახლახან შედგა, ადრე ერთად ტურნირში არ მიგვიღია მონაწილეობა და იმედია, შევძლებთ სპორტშიც ისეთივე ერთსულოვნები ვიყოთ და ერთად მივაღწიოთ წარმატებას, როგორც ამას მუშაობისას ვაკეთებთ. მოკლედ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები - თანაც, როგორც უკვე აღინიშნა, ტურნირში "ნიკორას სუპერმარკეტების" ქსელის კონკურენტები იღებენ მონაწილეობას, რაც ისედაც აზარტულ სპორტს კიდევ უფრო მეტად აზარტს სძენს. იმედია, ამ სფეროშიც შევძლებთ დავიმკვიდროთ ლიდერის პოზიცია და თასი და ფულადი ჯილდო ჩვენთან დარჩება", - ამბობს დავით ურუშაძე.

ჯომარდობა ანუ რაფტინგი აქტიური დასვენების სახეა, რისთვისაც გამოიყენება გასაბერი ნავი. როგორც წესი, დაშვება ხდება სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეებზე. დასვენების ეს ექსტრემალური სახეობა პოპულარული მსოფლიოში 1970-იანი წლებიდან გახდა.

ნათია ლეშკაშელი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი