პარტნიორები:

    "ქართული ოცნება" ქუჩაში გამოკრულ განცხადებებთან კავშირს უარყოფს

    "ქართული ოცნება" ქუჩაში გამოკრულ განცხადებებთან კავშირს უარყოფს

    "ქართული ოცნება" პარტიის სახელით ქუჩაში გამოკრულ განცხადებებთან კავშირს უარყოფს. ამასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს , რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

    "საბურთალოს რაიონის ქუჩებში გამოჩნდა "ქართული ოცნების" სახელით გაკრული განცხადება, რომლითაც თითქოსდა "ქართული ოცნება" მსურველებს სთავაზობს, სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ განცხადებაში მითითებულ ნომრებზე. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რა ტიპის დახმარებას სთავაზობენ მსურველებს.

    აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ "ქართული ოცნება" მითითებულ განცხადებასთან არავითარ კავშირში არ არის.

    სავარაუდოდ, მსგავსი იაფფასიანი ხრიკებით, არჩევნების მეორე ტურის წინ ვიღაცას მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და "ქართული ოცნების" დისკრედიტაცია სურს.

    მივმართავთ მოქალაქეებს, ქალაქის ქუჩებში მსგავსი განცხადების ნახვის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ კოალიცია "ქართული ოცნების" რაიონულ შტაბებს.

    ამასთან, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული განცხადების წარმომავლობა",-ნათქვამია განცხადებაში.

    ქართული ოცნების სახელით გავრცელებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია ამბები.გე-მ დღეს გაავრცელა. განცხადებები, რომლითაც თბილისელებს "ქართული ოცნების" სახელით გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსებას პირდებიან, საბურთალოზე, ავტობუსის გაჩერებებზეა გამოკრული.

    "ძვირფასო თბილისელებო, თუ ვინმეს ესაჭიროება სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია გთხოვთ დაგვიკავშირდეთ" – წერია განცხადებაში, რომელშიც სამი საკონტაქტო ტელეფონის ნომერია მითითებული. განცხადება "ქართული ოცნების" ლოგოიან ფურცელზეა დაბეჭდილი.

    ამბები.გე-მ აღნიშნულ ნომრებზე დაკავშირებით სცადა გაერკვია, კონკრეტულად რას შეეხებოდა ეს დაპირება.

    მითითებული სამი ნომრიდან მხოლოდ ორი იყო ჩართული. მათგან ერთი "ქართული ოცნების" საბურთალოს ერთ-ერთი ქუჩის წარმომადგენლის აღმოჩნდა.. ქალბატონი, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ დაასახელა, ქუჩაში გამოკრული განცხადების შესახებ საქმის კურსში იყო. მან დაადასტურა, რომ განცხადებები "ქართული ოცნების" კოორდინატორმა გააკრა, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნულმა პირმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და მასთან შეთანხმების გარეშე მიიღო. მისივე თქმით, მოგვიანებით იგივე პირს დაევალა გაკრული განცხადებები სასწრაფოდ ჩამოეხსნა.

    "სად არის ეს განცხადება, ერთმა იდიოტმა გააკეთა, მაგაზე ერთი ამბავი ატყდა. უფროსი ვარ იმ კაცის, ვინც ეს გააკეთა და რომ გავიგეთ გადავირიეთ. მაგის გაკეთება არ შეიძლებოდა არაფრით. ჩამოვახსნევინეთ. მაგის გაკეთების უფლება ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა ქალბატონმა, თუმცა არ დააკონკრეტა იმ პირის ვინაობა, ვინც განცხადება გააკრა.

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა