მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართან მოსაუბრენი - ნავაჰოს ტომის ამოუხსნელი შიფრის საიდუმლო
ქართან მოსაუბრენი - ნავაჰოს ტომის ამოუხსნელი შიფრის საიდუმლო

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, და­შიფ­რუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გა­და­ცე­მის­თვის, ამე­რი­კის არ­მია ინ­დი­ე­ლი ტო­მე­ბის დახ­მა­რე­ბას ხში­რად მი­მარ­თავ­და. სამ­ხედ­რო­ე­ბი თა­ნამ­შრომ­ლობნდნენ ჩე­რო­კის, ჩო­კტოს, კო­მან­ჩის ტო­მებ­თან. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბებს შე­ტყო­ბი­ნე­ბის და­შიფრ­ვის საქ­მე­ში ნა­ვაჰოს ტო­მის ინ­დი­ე­ლებ­მა მი­აღ­წი­ეს.

აშშ-ში, მკვიდ­რი ამე­რი­კე­ლი ინ­დი­ე­ლე­ბი სიმ­პა­ტი­ით არ სარ­გებ­ლობ­დნენ. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში რა­სიზ­მი არ­მი­ა­სა და ფლოტ­შიც მძვინ­ვა­რებ­და. შე­ტყო­ბი­ნე­ბის და­შიფრ­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­სა და რა­დის­ტებს კი გან­სა­კუთ­რე­ბით ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­დნენ. მათ მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე - საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ის ბედი იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ამე­რი­კის ფლოტ­ში ნა­ვაჰოს ტო­მის 29 ინ­დი­ე­ლი გა­იწ­ვი­ეს. ისი­ნი კრიპ­ტოგ­რა­ფის­ტე­ბად მუ­შა­ობ­დნენ და სა­კუ­თარ ენა­ზე სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­დას­ცემ­დნენ. 1942-45 წლებ­ში, წყნარ ოკე­ა­ნე­ში სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბის ყვე­ლა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის და­შიფრ­ვის­თვის, ნა­ვაჰოს ტო­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს იყე­ნებ­დნენ. ია­პო­ნე­ლე­ბის­თვის მათი ენა, ომის ბო­ლომ­დე ამო­უხ­სნელ სა­ი­დუმ­ლოდ დარ­ჩა.

ტო­მის სა­სა­უბ­რო ენის გა­მო­ყე­ნე­ბის იდეა ფი­ლიპ ჯონ­სტონს ეკუთ­ვნის - სამ­ხედ­როს, რო­მე­ლიც ნა­ვაჰოს ენა­ზე თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობ­და. 1941 წელს მას გა­ახ­სენ­და, რომ ჯერ კი­დევ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს, ამე­რი­კულ­მა ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მის­თვის, მკვიდ­რი ამე­რი­კე­ლი ინ­დი­ე­ლი ტო­მე­ბის სა­სა­უბ­რო ენის გა­მო­ყე­ნე­ბა სცა­დეს.

ნა­ვაჰოს ტო­მის არ­ჩე­ვა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მათი ენა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. მათ არც დამ­წერ­ლო­ბა და არც ან­ბა­ნი ჰქონ­დათ. უცხო ადა­მი­ა­ნის­თვის მისი სწავ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

1942 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტმა აჩ­ვე­ნა, რომ სამ­ხა­ზი­ა­ნი ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის და­შიფრ­ვის, გა­და­ცე­მის, გა­შიფრ­ვის და ინ­გლი­სურ ენა­ზე თარ­გმნის­თვის, ნა­ვაჰოს ტო­მის ინ­დი­ე­ლებს 20 წმ სჭირ­დე­ბო­დათ. სპე­ცი­ა­ლუ­რი მან­ქა­ნე­ბი ამ და­ვა­ლე­ბას 1-დან 2 წთ-მდე ან­დო­მებ­დნენ.

სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, 1942 წელს, ნა­ვაჰოს ტო­მის 29 ინ­დი­ე­ლი წყნარ ოკე­ა­ნე­ში, პირ­ველ საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბა­ზე გაგ­ზავ­ნეს.

ია­პო­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ერ ამე­რი­კულ შიფრს ტე­ხავ­დნენ, ნა­ვაჰოს კო­დის წი­ნა­შე უძ­ლურ­ნი აღ­მოჩ­ნდნენ. კო­დის ამოხ­სნის სა­ი­დუმ­ლო ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გახ­და.

შიფ­რი შემ­დეგ­ნა­ი­რად მუ­შა­ობ­და: თა­ვი­დან რა­დის­ტი შე­ტყო­ბი­ნე­ბის ყო­ველ სი­ტყვას ინ­გლი­სურ ენა­ზე თარ­გმნი­და, რის შემ­დე­გაც ინ­გლი­სუ­რი სი­ტყვის მხო­ლოდ პირ­ველ ასოს იყე­ნებ­და. მა­გა­ლი­თად სი­ტყვა "navy"-ის (ფლო­ტი) გა­და­ცე­მის­თვის რა­დის­ტი, შემ­დეგ შე­ტყო­ბი­ნე­ბას გა­დას­ცემ­და - tsah (needle - ნემ­სი), wol-la-chee (ant - ჭი­ან­ჭვე­ლა), a-ke-dee-gleenee (victor - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი), tsa-а-dzo (yucca - იუკა).

1943 წელს, აშშ-ის არ­მი­ა­ში ნა­ვაჰოს ტო­მის 50 ათა­სამ­დე ინ­დი­ე­ლი მსა­ხუ­რობ­და. მკვიდ­რი ამე­რი­კე­ლი ინ­დი­ე­ლე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ შიფრს, ამე­რი­კე­ლე­ბი ომის შემ­დე­გაც იყე­ნებ­დნენ. სწო­რედ ამი­ტომ, რა­დის­ტე­ბის სა­ხე­ლე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ furfur.me-ის მი­ხედ­ვით

ნიკო
0

მეორე მსოფლიო ომის დროს რუსები ტექსტების დასაშიფრად მეგრულ ენას იყენებდნენ. ბერიას ამ ვირეშმაკობის გამო გერმანელები და ამერიკელები ალბათ დღესაც იმტვრევენ თავს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქართან მოსაუბრენი - ნავაჰოს ტომის ამოუხსნელი შიფრის საიდუმლო

ქართან მოსაუბრენი - ნავაჰოს ტომის ამოუხსნელი შიფრის საიდუმლო

მეორე მსოფლიო ომის დროს, დაშიფრული შეტყობინებების გადაცემისთვის, ამერიკის არმია ინდიელი ტომების დახმარებას ხშირად მიმართავდა. სამხედროები თანამშრომლობნდნენ ჩეროკის, ჩოკტოს, კომანჩის ტომებთან. მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებებს შეტყობინების დაშიფრვის საქმეში ნავაჰოს ტომის ინდიელებმა მიაღწიეს.

აშშ-ში, მკვიდრი ამერიკელი ინდიელები სიმპატიით არ სარგებლობდნენ. გასული საუკუნის 40-იან წლებში რასიზმი არმიასა და ფლოტშიც მძვინვარებდა. შეტყობინების დაშიფრვის სპეციალისტებსა და რადისტებს კი განსაკუთრებით ეჭვის თვალით უყურებდნენ. მათ მუშაობის ეფექტურობაზე - საბრძოლო ოპერაციის ბედი იყო დამოკიდებული.

მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის ფლოტში ნავაჰოს ტომის 29 ინდიელი გაიწვიეს. ისინი კრიპტოგრაფისტებად მუშაობდნენ და საკუთარ ენაზე საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდნენ. 1942-45 წლებში, წყნარ ოკეანეში საზღვაო ქვეითების ყველა სამხედრო ოპერაციაში ინფორმაციის დაშიფრვისთვის, ნავაჰოს ტომის წარმომადგენლებს იყენებდნენ. იაპონელებისთვის მათი ენა, ომის ბოლომდე ამოუხსნელ საიდუმლოდ დარჩა.

ტომის სასაუბრო ენის გამოყენების იდეა ფილიპ ჯონსტონს ეკუთვნის - სამხედროს, რომელიც ნავაჰოს ენაზე თავისუფლად საუბრობდა. 1941 წელს მას გაახსენდა, რომ ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს, ამერიკულმა ქვედანაყოფებმა საიდუმლო ინფორმაციის გადაცემისთვის, მკვიდრი ამერიკელი ინდიელი ტომების სასაუბრო ენის გამოყენება სცადეს.

ნავაჰოს ტომის არჩევა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. უპირველეს ყოვლისა, მათი ენა ძალიან რთული იყო. მათ არც დამწერლობა და არც ანბანი ჰქონდათ. უცხო ადამიანისთვის მისი სწავლა შეუძლებელი იყო.

1942 წლის თებერვალში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სამხაზიანი ტექსტური შეტყობინების დაშიფრვის, გადაცემის, გაშიფრვის და ინგლისურ ენაზე თარგმნისთვის, ნავაჰოს ტომის ინდიელებს 20 წმ სჭირდებოდათ. სპეციალური მანქანები ამ დავალებას 1-დან 2 წთ-მდე ანდომებდნენ.

სპეციალური კურსის გავლის შემდეგ, 1942 წელს, ნავაჰოს ტომის 29 ინდიელი წყნარ ოკეანეში, პირველ საბრძოლო დავალებაზე გაგზავნეს.

იაპონელები, რომლებიც ნებისმიერ ამერიკულ შიფრს ტეხავდნენ, ნავაჰოს კოდის წინაშე უძლურნი აღმოჩნდნენ. კოდის ამოხსნის საიდუმლო ცნობილი მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ გახდა.

შიფრი შემდეგნაირად მუშაობდა: თავიდან რადისტი შეტყობინების ყოველ სიტყვას ინგლისურ ენაზე თარგმნიდა, რის შემდეგაც ინგლისური სიტყვის მხოლოდ პირველ ასოს იყენებდა. მაგალითად სიტყვა „navy“-ის (ფლოტი) გადაცემისთვის რადისტი, შემდეგ შეტყობინებას გადასცემდა - tsah (needle - ნემსი), wol-la-chee (ant - ჭიანჭველა), a-ke-dee-gleenee (victor - გამარჯვებული), tsa-а-dzo (yucca - იუკა).

1943 წელს, აშშ-ის არმიაში ნავაჰოს ტომის 50 ათასამდე ინდიელი მსახურობდა. მკვიდრი ამერიკელი ინდიელების მიერ შემუშავებულ შიფრს, ამერიკელები ომის შემდეგაც იყენებდნენ. სწორედ ამიტომ, რადისტების სახელები დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ furfur.me-ის მიხედვით

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდგინდა