პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ რუსთავში "ნაციონალების" გამარჯვებას გლეხების ნათესები ეწირება
სოფელ რუსთავში "ნაციონალების" გამარჯვებას გლეხების ნათესები ეწირება

ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ რუს­თავ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას ნა­თე­სე­ბი უხ­მე­ბა. 15 ივ­ნი­სის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, სო­ფელ­ში არ­სე­ბუ­ლი ორი წყლის სა­ქა­ჩი სად­გუ­რი აღარ ირ­თვე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი "ოც­ნე­ბას" პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის გამო, წყალ­სა­ქა­ჩის და­კეტ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

"ხმე­ბი რომ დათ­ვა­ლეს, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის ეზო­ში ვი­ყა­ვით შეკ­რე­ბი­ლე­ბი. რო­გორც კი შე­დე­გე­ბი გა­ირ­კვა, ალ­ბათ "ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ვი­ღა­ცა, მობ­რუნ­და და მოგ­ვა­ძა­ხა: ახლა დენი და წყა­ლი ბე­ქა­ურ­მა და ია­კო­ბა­ძემ ჩა­გირ­თო­თო, ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და წა­ვი­და" , - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ჯე­მალ კა­ხა­ძე.

ბე­სიკ ბე­ქა­უ­რი და ჯე­მალ ია­კო­ბა­ძე 15 ივ­ნი­სის არ­ჩევ­ნებ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­ა­ტე­ბი იყ­ვნენ და სო­ფელ­ში ხმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­აგ­რო­ვეს. რუს­თავ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პრო­პორ­ცი­უ­ლი სი­ი­თაც პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­და.

რო­გორც ას­პინ­ძის სა­მე­ლი­ო­რა­ციო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ბე­რი­ძე ამ­ბობს, სა­ქა­ჩი სად­გუ­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" აც­ნო­ბა და ელექტრო­ე­ნერ­გია კომ­პა­ნი­ამ გა­თი­შა. "ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას" ას­პინ­ძის მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრის მთა­ვა­რი ინ­ჟი­ნე­რი თა­მაზ თე­დო­რა­ძე კი აცხა­დებს, რომ მას სა­ქაჩ სად­გურ­ზე ელექტრო­ე­ნერ­გია არ გა­მო­ურ­თავს და სა­ჰა­ე­რო გამ­თიშ­ვე­ლი თა­ვად სა­მე­ლი­ო­რა­ციო სამ­სა­ხურ­მა გა­თი­შა.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

sponsored by ContentRoom

სოფელ რუსთავში "ნაციონალების" გამარჯვებას გლეხების ნათესები ეწირება

სოფელ რუსთავში "ნაციონალების" გამარჯვებას გლეხების ნათესები ეწირება

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში მოსახლეობას ნათესები უხმება. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სოფელში არსებული ორი წყლის საქაჩი სადგური აღარ ირთვება. ადგილობრივები "ოცნებას" პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო, წყალსაქაჩის დაკეტვაში ადანაშაულებენ.

"ხმები რომ დათვალეს, საარჩევნო უბნის ეზოში ვიყავით შეკრებილები. როგორც კი შედეგები გაირკვა, ალბათ "ოცნების" წარმომადგენელი იყო ვიღაცა, მობრუნდა და მოგვაძახა: ახლა დენი და წყალი ბექაურმა და იაკობაძემ ჩაგირთოთო, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა" , - ამბობს ადგილობრივი ჯემალ კახაძე.

ბესიკ ბექაური და ჯემალ იაკობაძე 15 ივნისის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიატები იყვნენ და სოფელში ხმების უმრავლესობა დააგროვეს. რუსთავში "ნაციონალური მოძრაობა" პროპორციული სიითაც პირველ ადგილზე გავიდა.

როგორც ასპინძის სამელიორაციო ცენტრის დირექტორი გიორგი ბერიძე ამბობს, საქაჩი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯიას" აცნობა და ელექტროენერგია კომპანიამ გათიშა. "ენერგო პრო ჯორჯიას" ასპინძის მომსახურების ცენტრის მთავარი ინჟინერი თამაზ თედორაძე კი აცხადებს, რომ მას საქაჩ სადგურზე ელექტროენერგია არ გამოურთავს და საჰაერო გამთიშველი თავად სამელიორაციო სამსახურმა გათიშა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა