როგორ ერთობა და რას საქმიანობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, ვიდრე ექს-პრემიერი ციხეში სასჯელს იხდის? სალაყაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე მეგობრებთან, მათ შორის შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ფოტოებიდან ირკვევა, თაკო სალაყაიასთან მეგობრობენ მომღერალი ნინო ჩხეიძე და მისი ბიზნესმენი მეუღლე გიორი კორახაშვილი, ტელეწამყვანები თიკო სადუნიშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი, იუმორისტი გიგა ნასარიძე, "იმედის" ყოფილი დირექტორის, გიორგი არველაძის მეუღლე ალინა არველაძე, "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი კობა დავარაშვილი და სხვები.
რამდენიმე ფოტოზე სალაყაია ქუთაისელი პიკასოს კლუბში იმყოფება, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ცნობილი განცხადება გააკეთეს: "პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეგ...ით".