პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''მკითხველს ჩემი ლექსი რომ მოსწონს, პატარა ბავშვივით მიხარია''
''მკითხველს ჩემი ლექსი რომ მოსწონს, პატარა ბავშვივით მიხარია''

პირ­ვე­ლად მის ლექ­სებს "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­ვე­ცა­ნით, ასეა ბევ­რი სხვაც, ვინც მის შე­მოქ­მე­დე­ბას იც­ნობს. ვე­რა­ვინ გვი­თხრა, ვინ იყო და სად ცხოვ­რობ­და. მერე შე­ვი­ტყვეთ, რომ სა­მე­ბის ტაძ­რის ახალ­გაზ­რდულ ცენ­ტრში ამა წლის 4 ივ­ნისს წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია ჰქონ­და. ბევ­რი ხალ­ხი იყო, სა­ნამ სა­ღა­მო და­ი­წყე­ბო­და, მსურ­ვე­ლე­ბის­თვის წიგ­ნებ­ზე თა­ვის ავ­ტოგ­რაფს ტო­ვებ­და და ამან ნა­ხე­ვარ სა­ათ­ზე მეტ­ხანს გას­ტა­ნა. იმ სა­ღა­მო­ზე თა­ვად წა­ი­კი­თხა ახა­ლი ლექ­სე­ბი. საშა გვე­ლე­სი­ა­ნი ამ­ბობს, რომ გრძნო­ბის გად­მო­ცე­მა პრო­ზა­ში უჭირს, ამი­ტომ თა­ვი­სი გან­ცდე­ბი მხო­ლოდ ლექ­სებ­ში გა­და­აქვს...

ორი­ოდ სი­ტყვით...

- ზეს­ტა­ფონ­ში ვცხოვ­რობ. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია ზეს­ტა­ფო­ნის კულ­ტუ­რის სახ­ლში თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი ვარ. "გე­პე­ი­ში" სა­ინ­ჟინ­რო­ზე ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ სწავ­ლა ბო­ლომ­დე არ მი­მიყ­ვა­ნია და ამ პრო­ფე­სი­ის არა­ფე­რი გა­მე­გე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზეს­ტა­ფო­ნის თე­ატ­რში მსა­ხი­ო­ბად ვმუ­შა­ობ­დი. ცოტ-ცო­ტას ვმღე­რი კი­დეც. სკო­ლა­ში გო­გო­ნე­ბის გუნდში ერ­თა­დერ­თი ბიჭი სო­კო­სა­ვით ამოზ­რდი­ლი ვი­ყა­ვი, შემ­დეგ "გე­პე­ის" კა­პე­ლა­სა და შვიდ­კა­ცა­ში ვმღე­რო­დი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ან­სამ­ბლის წევ­რიც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მე ამას მა­ინც არ და­ვარ­ქმევ­დი სიმ­ღე­რას, დღეს ეს უფრო გარ­თო­ბა მგო­ნია. მყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი, უფ­რო­სი 16 წლის ხდე­ბა, ხოლო მე­ო­რე 14 წლი­საა.

პირ­ვე­ლი სტრი­ქო­ნე­ბი და წე­რის მა­ნე­რა

- ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ნო­ვე­ლა "გული" მე­ო­თხე კლას­ში სწავ­ლი­სას წა­ვი­კი­თხე და მისი გავ­ლე­ნით, ბავ­შვუ­რად, სუ­ლე­ლუ­რი, ემო­ცი­ე­ბით სავ­სე ლექ­სი დავ­წე­რე. შინ ამას ვმა­ლავ­დი, ეტყო­ბა მრცხვე­ნო­და, მხო­ლოდ ამ­ხა­ნა­გებს ვუ­კი­თხავ­დი და ჩემი ლექ­სე­ბის პირ­ვე­ლი მკი­თხვე­ლე­ბი ჩემი კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ. დღეს პირ­ვე­ლი მკი­თხვე­ლი უკვე ჩემი ოჯა­ხია. შემ­დეგ­ში წე­რის პრო­ცეს­ში იყო დიდი ინ­ტერ­ვა­ლე­ბი, ეტყო­ბა, მა­შინ ასე ძა­ლი­ან არ მე­ძა­ლე­ბოდ­ნენ და მაწ­ვა­ლებ­დნენ მუ­ზე­ბი, რო­გორც დღეს (იღი­მის).

90-იანი წლე­ბი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად და­ვი­წყე წერა. "ფე­ის­ბუქ­ზე" ჩემი გვერ­დი სხვე­ბის წამ­ხე­დუ­რო­ბით გავ­ხსე­ნი, ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლამ ალ­ბათ. ნელ-ნელა ლექ­სე­ბის გან­თავ­სე­ბა და­ვი­წყე, მსურ­და, ისი­ნი მკი­თხველ­თან მი­სუ­ლი­ყო. სხვა­თა შო­რის, გა­ა­მარ­თლა, ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი და კე­თი­ლი როლი ითა­მა­შა "ფე­ის­ბუქ­მა" ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ახლა 2500-ზე მეტი მე­გო­ბა­რი მყავს და ეს რი­ცხვი დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

''მკითხველს ჩემი ლექსი რომ მოსწონს, პატარა ბავშვივით მიხარია''

''მკითხველს ჩემი ლექსი რომ მოსწონს, პატარა ბავშვივით მიხარია''

პირველად მის ლექსებს ''ფეისბუქზე'' გავეცანით, ასეა ბევრი სხვაც, ვინც მის შემოქმედებას იცნობს. ვერავინ გვითხრა, ვინ იყო და სად ცხოვრობდა. მერე შევიტყვეთ, რომ სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ამა წლის 4 ივნისს წიგნის პრეზენტაცია ჰქონდა. ბევრი ხალხი იყო, სანამ საღამო დაიწყებოდა, მსურველებისთვის წიგნებზე თავის ავტოგრაფს ტოვებდა და ამან ნახევარ საათზე მეტხანს გასტანა. იმ საღამოზე თავად წაიკითხა ახალი ლექსები. საშა გველესიანი ამბობს, რომ გრძნობის გადმოცემა პროზაში უჭირს, ამიტომ თავისი განცდები მხოლოდ ლექსებში გადააქვს...

ორიოდ სიტყვით...

- ზესტაფონში ვცხოვრობ. წელიწად-ნახევარია ზესტაფონის კულტურის სახლში თოჯინების თეატრის რეჟისორი ვარ. ''გეპეიში'' საინჟინროზე ვსწავლობდი, მაგრამ სწავლა ბოლომდე არ მიმიყვანია და ამ პროფესიის არაფერი გამეგება. წლების განმავლობაში ზესტაფონის თეატრში მსახიობად ვმუშაობდი. ცოტ-ცოტას ვმღერი კიდეც. სკოლაში გოგონების გუნდში ერთადერთი ბიჭი სოკოსავით ამოზრდილი ვიყავი, შემდეგ ''გეპეის'' კაპელასა და შვიდკაცაში ვმღეროდი, წლების განმავლობაში რამდენიმე ანსამბლის წევრიც ვიყავი, მაგრამ მე ამას მაინც არ დავარქმევდი სიმღერას, დღეს ეს უფრო გართობა მგონია. მყავს მეუღლე და ორი შვილი, უფროსი 16 წლის ხდება, ხოლო მეორე 14 წლისაა.

პირველი სტრიქონები და წერის მანერა

- ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა ''გული'' მეოთხე კლასში სწავლისას წავიკითხე და მისი გავლენით, ბავშვურად, სულელური, ემოციებით სავსე ლექსი დავწერე. შინ ამას ვმალავდი, ეტყობა მრცხვენოდა, მხოლოდ ამხანაგებს ვუკითხავდი და ჩემი ლექსების პირველი მკითხველები ჩემი კლასელები იყვნენ. დღეს პირველი მკითხველი უკვე ჩემი ოჯახია. შემდეგში წერის პროცესში იყო დიდი ინტერვალები, ეტყობა, მაშინ ასე ძალიან არ მეძალებოდნენ და მაწვალებდნენ მუზები, როგორც დღეს (იღიმის).

90-იანი წლებიდან ინტენსიურად დავიწყე წერა. ''ფეისბუქზე'' ჩემი გვერდი სხვების წამხედურობით გავხსენი, ისევე, როგორც ყველამ ალბათ. ნელ-ნელა ლექსების განთავსება დავიწყე, მსურდა, ისინი მკითხველთან მისულიყო. სხვათა შორის, გაამართლა, ძალიან დადებითი და კეთილი როლი ითამაშა ''ფეისბუქმა'' ჩემს ცხოვრებაში. ახლა 2500-ზე მეტი მეგობარი მყავს და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება