სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაწყვიტა ლელა წურწუმიამ რატი დურგლიშვილის მომავალი - "გავგიჟდი, ლელა რომ დავინახე"
როგორ გადაწყვიტა ლელა წურწუმიამ რატი დურგლიშვილის მომავალი - "გავგიჟდი, ლელა რომ დავინახე"

რატი დურ­გლიშ­ვი­ლის­თვის პო­პუ­ლა­რო­ბა ნიშ­ნავს უფრო მეტ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რაც ძა­ლი­ან უყ­ვარს. მას კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბის არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ აქვს, არც თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ურ­ბის და სი­ა­მოვ­ნე­ბით იღებს მათ­თან ერ­თად ფო­ტო­ებს. პო­პუ­ლა­რო­ბას აქვს უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბიც, მაგ­რამ ამა­საც უმკლავ­დე­ბა, თუმ­ცა ზოგ­ჯერ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბულს ტო­ვე­ბენ...

- მგო­ნია, რომ პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა მქონ­და "იმე­დის ტალ­ღა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა მას­შტა­ბის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ, გა­მარ­ჯვე­ბა მა­ინც გა­მარ­ჯვე­ბაა. როცა მხატ­ვრო­ბა ავირ­ჩიე, იქაც ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბა მქონ­და, ხატ­ვის კონ­კურ­სებ­ში პირ­ველ ად­გილ­ზე ნაკ­ლე­ბი არას­დროს ამი­ღია. დღე­საც ჩემი ერთ-ერთი ნა­ხა­ტი ერთ ამე­რი­კულ მუ­ზე­უმ­ში დევს. სა­კუ­თა­რი ძა­ლით ჩა­ვა­ბა­რე სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში, სა­დაც უფა­სო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე მოვ­ხვდი. გა­მო­ფე­ნე­ბიც იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ბევ­რი და­დე­ბი­თი რამ. მქონ­და ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დია, ვწერ­დი სა­კუ­თარ მუ­სი­კას. სულ მქონ­და გარ­კვე­უ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი. შემ­დეგ და­ვი­წყე ერთ-ერთ ბარ­ში მუ­შა­ო­ბა. პირ­ვე­ლად მიკრო­ფო­ნი რომ და­ვი­ჭი­რე, ხელი მი­კან­კა­ლებ­და (იცი­ნის).

- რო­გორც მახ­სოვს, ამ ბარ­ში გნა­ხა ლელა წურ­წუ­მი­ამ...

- დიახ, სწო­რედ იქ შე­მო­ვი­და ერთხელ და მო­მის­მი­ნა. გავ­გიჟ­დი, ლელა რომ და­ვი­ნა­ხე, ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე. მე­ნე­ჯერს ვეხ­ვე­წე­ბო­დი, არ ვიმ­ღე­რებ-მეთ­ქი. აღ­მოჩ­ნდა, რომ შე­ვას­რუ­ლე ლე­ლას საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა მეთ ბი­ან­კოს რე­პერ­ტუ­ა­რი­დან. მას მერე თვე­ე­ბი გა­ვი­და და და­მი­რე­კა მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა, რომ ლელა წურ­წუ­მია ეძებ­და ბექ­ვო­კალს თა­ვი­სი ტურ­ნეს­თვის. ლე­ლას­თან რომ მი­მიყ­ვა­ნა, მან მკი­თხა, შენ ის არ ხარ, ბარ­ში რომ მო­გის­მი­ნეო? მას­თან და­ვი­წყე ბექ­ვო­კა­ლად მუ­შა­ო­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რად, ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­მი­ჩი­ნა, ჩემ­თან დუ­ე­ტი ჩა­წე­რა, ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას ერთ-ერთი სიმ­ღე­რა. ის ტურ­ნეც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რაც მოხ­და, თით­ქოს წიგ­ნი­ვით იყო და­წე­რი­ლი.

ამის შემ­დეგ მაკა დაბ­რუნ­და მოს­კო­ვი­დან, ბარ­ში შევ­ხვდით და გა­და­წყდა, რომ ერ­თად გვემ­ღე­რა, შევ­ქმე­ნით დუ­ე­ტი. ერთი წელი ვი­მუ­შა­ვეთ და მერე ლე­ლამ გა­და­წყვი­ტა, რომ ერიკ კლაპ­ტო­ნის სიმ­ღე­რა უნდა ჩა­მე­წე­რა, მა­მუ­ლი­ჩას მი­ა­ტა­ნი­ნა "იმე­დის ტალ­ღა­ზე" და ასე მოვ­ხვდი ამ კონ­კურ­სზე (იღი­მის). მე არ მინ­დო­და, მაგ­რამ ლე­ლამ და­მა­ძა­ლა, მისი დიდი ხათ­რი მქონ­და. მგო­ნი, მა­კას უკვე შე­ტა­ნი­ლი ჰქონ­და ამ კონ­კურ­სზე თა­ვი­სი ჩა­ნა­წე­რი.

- რატი, ალ­ბათ, პო­პუ­ლა­რო­ბის გემო იურ­მა­ლა­ში კონ­კურ­სის მო­გე­ბის შემ­დეგ შე­იგ­რძე­ნი რე­ა­ლუ­რად.

- შვი­დი წლი­დან, ფაქ­ტობ­რი­ვად, სცე­ნა­ზე ვარ. მა­მას ჰყავ­და ან­სამ­ბლი "მთი­ე­ბი" და პო­პუ­ლა­რო­ბის შეგ­რძნე­ბა იმ დრო­ი­დან მქო­ნია. "ახა­ლი ტალ­ღის" მო­გე­ბის შემ­დეგ ყუ­რა­დღე­ბა ამი­ტო­მაც არ გამ­კვირ­ვე­ბია. ალ­ბათ, იმი­ტო­მაც დავ­რჩი იმა­ვე ადა­მი­ა­ნად. შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი სცე­ნას. ეს ჩემ­თვის იყო, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში რომ გა­დი­ხარ, იმის ტოლ­ფა­სი. ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ. უბ­რა­ლოდ, ერთ დღეს რომ გა­ვიღ­ვი­ძე, "ახა­ლი ტალ­ღის" შემ­დეგ, ეს უფრო ფუ­რო­რი იყო, მო­დი­ო­და მა­სობ­რი­ვი კომ­პლი­მენ­ტე­ბი და ყუ­რა­დღე­ბა. სკო­ლა­შიც, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­შიც სიყ­ვა­რუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბა არ მაკ­ლდა, ყვე­ლას ვიც­ნობ­დი. მა­შინ ამას არ ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას, სი­ტყვა პო­პუ­ლა­რო­ბა რას ნიშ­ნავ­და, არ ვი­ცო­დი. ყვე­ლას ვიც­ნობ­დი და მიყ­ვარ­და. ახ­ლაც არ ვიცი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

რა არის ჩემი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა? მინ­და გი­თხრა, რომ სა­ზღვარ­გა­რე­თაც კი, სად­მე მე­ო­რედ რომ შევ­დი­ვარ, ჩემი სა­ხე­ლი ახ­სოვთ და პირ­და­პირ მე­კი­თხე­ბი­ან, იგი­ვე მო­გარ­თვა­თო? ალ­ბათ, ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც მე ვექ­ცე­ვი ადა­მი­ა­ნებს, ისე­თი­ვე საქ­ცი­ე­ლით მპა­სუ­ხო­ბენ იმის მი­უ­ხე­და­ვად, მცნო­ბენ თუ არა სა­ხე­ზე. უცხო­ეთ­ში კი­დევ უფრო თბი­ლად მექ­ცე­ვი­ან. სა­ჩუქ­რე­ბიც კი მაქვს სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი. ბარ­მე­ნებს ხში­რად გა­მო­უგ­ზავ­ნი­ათ სა­ჩუქ­რად სას­მე­ლი. მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი კარ­გად გრძნო­ბენ აუ­რას. პო­პუ­ლა­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი იქი­დან მო­დის, რო­გო­რი ხარ შენ.

- თავ­ში არას­დროს აგ­ვარ­დნია არა­ფე­რი?

- არას­დროს!.. როცა მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ხოლ­მე, თავ­ში არ აგი­ვარ­დე­სო, ბავ­შვო­ბი­დან ვერ ვხვდე­ბო­დი, ეს რა იყო. შემ­ხვედ­რია ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც სცე­ნა­ზე ორ­ჯერ გა­მო­ჩე­ნი­ლან და ამის შემ­დეგ გა­ა­მა­ყე­ბუ­ლან. მგო­ნია, რომ ასე­თი რამ ძი­რი­თა­დად მათ ემარ­თე­ბათ, ვი­საც ნი­ჭის ნაკ­ლე­ბო­ბა აქვს. როცა სხვა გლო­ბა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი გა­ღელ­ვებს, თავ­ში ავარ­დნის­თვის ვე­ღარ მო­იც­ლი. ცხვი­რაბ­ზუ­ე­ბულ სი­ა­რულ­სა და და­ბა­ლი ღო­ბის ძი­ე­ბა­ში კარ­გი არა­ფე­რია. ღმერ­თის წი­ნა­შე გე­ფი­ცე­ბი, რომ თვი­თტ­კბო­ბა­ში არას­დროს ჩავ­ვარ­დნილ­ვარ. მე და მაკა ერ­თმა­ნეთს ვე­კი­თხე­ბო­დით, "ახა­ლი ტალ­ღა" რომ მო­ვი­გეთ, რა მოხ­დაო. ერ­თა­დერ­თი ის შე­იც­ვა­ლა, რომ ენერ­გი­ის­გან და­ვი­ცა­ლე, იმ­დენ ადა­მი­ან­თან მი­წევ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და მათ კომ­პლი­მენ­ტებ­ზე პა­სუ­ხი.

ხან­და­ხან, როცა რეს­ტო­რან­ში ვსხედ­ვართ მე­გობ­რე­ბი და დროს ვა­ტა­რებთ, გარ­კვე­ულ თან­ხა­ზე ადის ან­გა­რი­ში, გა­ვი­ხე­დავ და ვი­ღაც იხ­დის ხოლ­მე ან სა­ჩუქ­რებს გვიგ­ზავ­ნი­ან. ასე გა­მო­ხა­ტა­ვენ სიყ­ვა­რულს და ამ დროს რა მე­მარ­თე­ბა, უნდა გა­და­მი­ღო (იცი­ნის). ეს არის პა­ტი­ვის­ცე­მის მე­გობ­რუ­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა და უძ­ვირ­ფა­სე­სია ჩემ­თვის.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

როგორ გადაწყვიტა ლელა წურწუმიამ რატი დურგლიშვილის მომავალი - "გავგიჟდი, ლელა რომ დავინახე"

როგორ გადაწყვიტა ლელა წურწუმიამ რატი დურგლიშვილის მომავალი - "გავგიჟდი, ლელა რომ დავინახე"

რატი დურგლიშვილისთვის პოპულარობა ნიშნავს უფრო მეტ ადამიანთან ურთიერთობას, რაც ძალიან უყვარს. მას კომუნიკაციის დამყარების არანაირი პრობლემა არ აქვს, არც თაყვანისმცემლებთან ურთიერთობას გაურბის და სიამოვნებით იღებს მათთან ერთად ფოტოებს. პოპულარობას აქვს უარყოფითი მხარეებიც, მაგრამ ამასაც უმკლავდება, თუმცა ზოგჯერ უცნობი ადამიანები გაკვირვებულს ტოვებენ...

- მგონია, რომ პირველი წარმატება მქონდა ''იმედის ტალღაში'' მონაწილეობით. რა მნიშვნელობა აქვს, რა მასშტაბის კონკურსში მონაწილეობ, გამარჯვება მაინც გამარჯვებაა. როცა მხატვრობა ავირჩიე, იქაც ძალიან დიდი წარმატება მქონდა, ხატვის კონკურსებში პირველ ადგილზე ნაკლები არასდროს ამიღია. დღესაც ჩემი ერთ-ერთი ნახატი ერთ ამერიკულ მუზეუმში დევს. საკუთარი ძალით ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, სადაც უფასო განყოფილებაზე მოვხვდი. გამოფენებიც იყო ჩემს ცხოვრებაში და ბევრი დადებითი რამ. მქონდა ხმის ჩამწერი სტუდია, ვწერდი საკუთარ მუსიკას. სულ მქონდა გარკვეული შემოსავალი. შემდეგ დავიწყე ერთ-ერთ ბარში მუშაობა. პირველად მიკროფონი რომ დავიჭირე, ხელი მიკანკალებდა (იცინის).

- როგორც მახსოვს, ამ ბარში გნახა ლელა წურწუმიამ...

- დიახ, სწორედ იქ შემოვიდა ერთხელ და მომისმინა. გავგიჟდი, ლელა რომ დავინახე, ძალიან ვინერვიულე. მენეჯერს ვეხვეწებოდი, არ ვიმღერებ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ შევასრულე ლელას საყვარელი სიმღერა მეთ ბიანკოს რეპერტუარიდან. მას მერე თვეები გავიდა და დამირეკა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, რომ ლელა წურწუმია ეძებდა ბექვოკალს თავისი ტურნესთვის. ლელასთან რომ მიმიყვანა, მან მკითხა, შენ ის არ ხარ, ბარში რომ მოგისმინეო? მასთან დავიწყე ბექვოკალად მუშაობა და პარალელურად, ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმომიჩინა, ჩემთან დუეტი ჩაწერა, ალექსანდრე ბასილაიას ერთ-ერთი სიმღერა. ის ტურნეც ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. ჩემს ცხოვრებაში რაც მოხდა, თითქოს წიგნივით იყო დაწერილი.

ამის შემდეგ მაკა დაბრუნდა მოსკოვიდან, ბარში შევხვდით და გადაწყდა, რომ ერთად გვემღერა, შევქმენით დუეტი. ერთი წელი ვიმუშავეთ და მერე ლელამ გადაწყვიტა, რომ ერიკ კლაპტონის სიმღერა უნდა ჩამეწერა, მამულიჩას მიატანინა ''იმედის ტალღაზე'' და ასე მოვხვდი ამ კონკურსზე (იღიმის). მე არ მინდოდა, მაგრამ ლელამ დამაძალა, მისი დიდი ხათრი მქონდა. მგონი, მაკას უკვე შეტანილი ჰქონდა ამ კონკურსზე თავისი ჩანაწერი.

- რატი, ალბათ, პოპულარობის გემო იურმალაში კონკურსის მოგების შემდეგ შეიგრძენი რეალურად.

- შვიდი წლიდან, ფაქტობრივად, სცენაზე ვარ. მამას ჰყავდა ანსამბლი ''მთიები'' და პოპულარობის შეგრძნება იმ დროიდან მქონია. ''ახალი ტალღის'' მოგების შემდეგ ყურადღება ამიტომაც არ გამკვირვებია. ალბათ, იმიტომაც დავრჩი იმავე ადამიანად. შეჩვეული ვიყავი სცენას. ეს ჩემთვის იყო, სამზარეულოში რომ გადიხარ, იმის ტოლფასი. ხელოვანი ადამიანი ვარ. უბრალოდ, ერთ დღეს რომ გავიღვიძე, ''ახალი ტალღის'' შემდეგ, ეს უფრო ფურორი იყო, მოდიოდა მასობრივი კომპლიმენტები და ყურადღება. სკოლაშიც, სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდშიც სიყვარული და ყურადღება არ მაკლდა, ყველას ვიცნობდი. მაშინ ამას არ ვაქცევდი ყურადღებას, სიტყვა პოპულარობა რას ნიშნავდა, არ ვიცოდი. ყველას ვიცნობდი და მიყვარდა. ახლაც არ ვიცი ამ სიტყვის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობასთან ასოცირდება.

რა არის ჩემი წარმატების ფორმულა? მინდა გითხრა, რომ საზღვარგარეთაც კი, სადმე მეორედ რომ შევდივარ, ჩემი სახელი ახსოვთ და პირდაპირ მეკითხებიან, იგივე მოგართვათო? ალბათ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარეობს, როგორც მე ვექცევი ადამიანებს, ისეთივე საქციელით მპასუხობენ იმის მიუხედავად, მცნობენ თუ არა სახეზე. უცხოეთში კიდევ უფრო თბილად მექცევიან. საჩუქრებიც კი მაქვს საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი. ბარმენებს ხშირად გამოუგზავნიათ საჩუქრად სასმელი. მგონია, რომ ადამიანები კარგად გრძნობენ აურას. პოპულარობა და სიყვარული იქიდან მოდის, როგორი ხარ შენ.

- თავში არასდროს აგვარდნია არაფერი?

- არასდროს!.. როცა მეუბნებოდნენ ხოლმე, თავში არ აგივარდესო, ბავშვობიდან ვერ ვხვდებოდი, ეს რა იყო. შემხვედრია ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც სცენაზე ორჯერ გამოჩენილან და ამის შემდეგ გაამაყებულან. მგონია, რომ ასეთი რამ ძირითადად მათ ემართებათ, ვისაც ნიჭის ნაკლებობა აქვს. როცა სხვა გლობალური საკითხები გაღელვებს, თავში ავარდნისთვის ვეღარ მოიცლი. ცხვირაბზუებულ სიარულსა და დაბალი ღობის ძიებაში კარგი არაფერია. ღმერთის წინაშე გეფიცები, რომ თვითტკბობაში არასდროს ჩავვარდნილვარ. მე და მაკა ერთმანეთს ვეკითხებოდით, ''ახალი ტალღა'' რომ მოვიგეთ, რა მოხდაო. ერთადერთი ის შეიცვალა, რომ ენერგიისგან დავიცალე, იმდენ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა და მათ კომპლიმენტებზე პასუხი.

ხანდახან, როცა რესტორანში ვსხედვართ მეგობრები და დროს ვატარებთ, გარკვეულ თანხაზე ადის ანგარიში, გავიხედავ და ვიღაც იხდის ხოლმე ან საჩუქრებს გვიგზავნიან. ასე გამოხატავენ სიყვარულს და ამ დროს რა მემართება, უნდა გადამიღო (იცინის). ეს არის პატივისცემის მეგობრული გამოხატულება, რაც ძალიან სასიამოვნოა და უძვირფასესია ჩემთვის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება