ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი, შვეიცარიელი სტეფან ლამბიელი "ინსტაგრამზე" პიანისტ ხატია ბუნიათიშვილთან ერთად შვეიცარიაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას თბილ სიტყვებს უძღვნის.
"მადლობა, ძვირფასო ხატია, გუშინდელი ამაღელვებელი კონცერტისთვის! შენმა კვლავ ნახვამ ყინულის ხელოვნების ლამაზი მოგონებები გააღვიძა! გილოცავ დაბადების დღეს! სიყვარულით!", - წერს ლამბიელი.
აღსანიშნავია, რომ სტეფან ლამბიელი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი უნიკალური სრიალით და არტისტულობით. მან პროფესიული სპორტი 2010 წელს დატოვა.
სამი თვის წინ ყოფილი სპორტსმენი ასევე ხატიასთან გადაღებულ ფოტოს "ინსტაგრამზე" აქვეყნებდა.
"ყოველ საღამოს შენს ნოტებზე ცეკვის მოლოდინში ვიყავი! ეს მართლაც განსაკუთრებული წუთები იყო! დიდი მადლობა, ხატია!", - წერდა ლამბიელი.