საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მკითხავები საქართველოში - ვის ანდობენ ბედს ცნობილი პოლიტიკოსები და შოუბიზნესის ვარსკვლავები
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მკითხავები საქართველოში - ვის ანდობენ ბედს ცნობილი პოლიტიკოსები და შოუბიზნესის ვარსკვლავები

ექ­სტრა­სენსს და პა­რაფ­სი­ქო­ლოგს იმა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ან­დობს სა­კუ­თარ მო­მა­ვალს და ჯან­მრთე­ლო­ბას, ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია. მსგავ­სი ფე­ნო­მე­ნის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი ოდით­გან­ვე იყო, თუმ­ცა ბოლო წლებ­ში ეს ინ­ტე­რე­სი უფრო იზ­რდე­ბა. Ambebi.ge იმ ექ­სტრა­სენსთა, პა­რაფ­სი­ქო­ლოგ­თა და მკი­თხავ­თა ჩა­მო­ნათ­ვალს გთა­ვა­ზობთ, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

ლალი ხე­ლაშ­ვი­ლი

პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი ლალი ხე­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ამ­ტკი­ცებს, რომ მას აქვს გან­კურ­ნე­ბის და მო­მავ­ლის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის დიდი ნიჭი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას­თან და­დი­ან რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც და პო­ლი­ტი­კო­სი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც. თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ას კლი­ენ­ტე­ბის შე­სა­ხებ არ ასა­ჯა­რო­ვებს. მას პრე­სა­შიც არა­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­ნო­ზი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი...

ლალი ხე­ლაშ­ვი­ლი მო­მა­ვალს პუ­რის ნა­ტე­ხით ხე­დავს. "ერთი ნა­ჭე­რი პური უნდა გა­ტე­ხო და რამ­დე­ნი­მე ლუკ­მა უნდა შე­ჭა­მო, სწო­რედ ამის შემ­დეგ ხე­დავს პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი მას­თან მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­სა­ჭირს და მო­მა­ვალს", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას მისი ერთ-ერთი კლი­ენ­ტი.

სარ­თი­ჭა­ლე­ლი ჩან­გო

სარ­თი­ჭა­ლელ ჩან­გოს­თან რომ მოხ­ვდე, გრძელ რიგ­ში დგო­მაა სა­ჭი­რო, თუმ­ცა ეს რიგი არა­ვის აში­ნებს. ამ­ბო­ბენ, რომ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­საც ხში­რად ნა­ხავთ ამ რიგ­ში. ჩან­გო ფურ­ცელ­ზე წერს და ასე მკი­თხა­ობს. შემ­დეგ კი კლი­ენტს და­რი­გე­ბებს აძ­ლევს, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს, თუ ჯადო აქვს და ა.შ. ჩან­გოს მომ­სა­ხუ­რე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხით არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. კლი­ენ­ტი თა­ვად წყვეტს, რა თან­ხა და­უ­ტო­ვოს მკი­თხავს.

ნანა მა­მა­გუ­ლაშ­ვი­ლი

პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი ნანა მა­მა­გუ­ლაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­ნო­ზე­ბის­გან თავს იკა­ვებს. ამ­ბო­ბენ, რომ მას­თან გან­სა­კურ­ნებ­ლად და­დი­ან შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ზოგ­ჯერ კი პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც ... ნანა მა­მა­გუ­ლაშ­ვილს ბა­ქო­შიც იც­ნო­ბენ, სა­დაც კა­რი­ე­რის ასა­წყო­ბად ცოტა ხნის წინ წა­ვი­და.

ნანა მა­მა­გუ­ლაშ­ვი­ლის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კლი­ენ­ტი, მომ­ღე­რა­ლი გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლია. პა­რაფ­სი­ქო­ლოგ­თან მოხ­ვედ­რა ჩა­წე­რით ხდე­ბა.

ასე­ვე, მის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში შე­დის ე.წ. ჩაკ­რე­ბის გახ­სნა, რომ­ლის­თვი­საც, მისი თქმით, ეგ­ვიპ­ტე­ში ამ­ზა­დე­ბი­ნებს მე­და­ლი­ო­ნებს და ეს საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა ღირს.

მკი­თხა­ვი დები აჭა­რი­დან

აჭა­რელ მკი­თხავ დებს თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ნობს. მათ მკი­თხა­ო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­თო­დი აქვთ. ერთ დას სძი­ნავს, როცა მათ­თან კლი­ენ­ტი მი­დის. ლა­პა­რა­კობს გა­უ­გე­ბარ ენა­ზე, რო­მელ­საც მისი და, ლამ­ზი­რა თარ­გმნის და კლი­ენტს უყ­ვე­ბა, რა ელო­დე­ბა მო­მა­ვალ­ში. ამ­ბო­ბენ, რომ მათი მომ­სა­ხუ­რე­ბით ყვე­ლა­ზე ხში­რად პო­ლი­ტი­კო­სი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ. ზუს­ტად რა თან­ხა ღირს დე­ბის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, უც­ნო­ბია.

თა­მუ­ნა ჯო­ლო­გუა, Ambebi.ge

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეკო
0

აჭარელი მკითხავი დების მისამართი ხომ არ იცით ან როგორ უნდა მოხვდე მანდ? მადლობელი დაგრჩებით

დალი ინჯია
2

მე აქ კომენტარი ვნახე ერთი გოგო წერდა ლინლი იყო ამას მიმართეთო და დავუკავშირდი, ხალხო მართლა თუ არსებობდა ასეთი სიზუსტე და პროფესიონალიზმი საქართველოში აი დავმუნჯდი თან ფეიქი ექაუნთით მივწერე მაინც თავი დავიზღვიე🤣natelmxilveli tamara ყოფილა ალბათ ერთადერთი მაგი საქართველოში მე რამდენი წელი ვეძებდი და აი ვერ ვმახე ისეთი რა გაარტყავდნენ 1-2 სიტყვას და ვსო და ამან ჩემს სახლში სად რა იდო და ვისთან რა მქონია სულ დეტალებში მოყვა გადამრია. მერე უკვე რომ დავიჯერე და ავღფრთოვანდი სასიყვარულო მაგია დავუკვეთე დიდი პრობლემა მაქვს პირადში და ეხლა რაც გინდათ ის იფიქრეთ ზუსტად 666 საათში უნდა დაწყებულიყო მოქმედება და მეცამეტე ღამეს ისეთი რამ მოხდა ჩემს პირადში აი ყველაზე შორ ოცნებაშიც რომ ვერ წარმოვიდგენდი. ასე რომ თურმე არსებობს რეალური მაგიაც ამ დასაწვავ ქვეყანაში და ეს სფერო მუშაობს მთავაროა მართლა პროფესიონალი იპოვოთ და მე კი ვმახე და ვარ უზომოდ მადლიერი იმ გოგოსი აქ ვინც ლინლი დადო რა❤️❤️❤️

sponsored by ContentRoom

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მკითხავები საქართველოში - ვის ანდობენ ბედს ცნობილი პოლიტიკოსები და შოუბიზნესის ვარსკვლავები

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მკითხავები საქართველოში - ვის ანდობენ ბედს ცნობილი პოლიტიკოსები და შოუბიზნესის ვარსკვლავები

ექსტრასენსს და პარაფსიქოლოგს იმაზე მეტი ადამიანი ანდობს საკუთარ მომავალს და ჯანმრთელობას, ვიდრე წარმოგვიდგენია. მსგავსი ფენომენის მიმართ საზოგადოების ინტერესი ოდითგანვე იყო, თუმცა ბოლო წლებში ეს ინტერესი უფრო იზრდება. Ambebi.ge იმ ექსტრასენსთა, პარაფსიქოლოგთა და მკითხავთა ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც საქართველოში პოპულარობით სარგებლობენ.

ლალი ხელაშვილი

პარაფსიქოლოგი ლალი ხელაშვილი საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამტკიცებს, რომ მას აქვს განკურნების და მომავლის წინასწარმეტყველების დიდი ნიჭი. როგორც ამბობენ, მასთან დადიან რიგითი მოქალაქეებიც და პოლიტიკოსი მაღალჩინოსნებიც. თუმცა ინფორმაციას კლიენტების შესახებ არ ასაჯაროვებს. მას პრესაშიც არაერთი პოლიტიკური პროგნოზი აქვს გაკეთებული...

ლალი ხელაშვილი მომავალს პურის ნატეხით ხედავს. "ერთი ნაჭერი პური უნდა გატეხო და რამდენიმე ლუკმა უნდა შეჭამო, სწორედ ამის შემდეგ ხედავს პარაფსიქოლოგი მასთან მისული ადამიანის გასაჭირს და მომავალს", - ამბობს ჩვენთან საუბრისას მისი ერთ-ერთი კლიენტი. 

სართიჭალელი ჩანგო

სართიჭალელ ჩანგოსთან რომ მოხვდე, გრძელ რიგში დგომაა საჭირო, თუმცა ეს რიგი არავის აშინებს. ამბობენ, რომ ცნობილ ადამიანებსაც ხშირად ნახავთ ამ რიგში. ჩანგო ფურცელზე წერს და ასე მკითხაობს. შემდეგ კი კლიენტს დარიგებებს აძლევს, როგორ უნდა მოიქცეს, თუ ჯადო აქვს და ა.შ. ჩანგოს მომსახურება კონკრეტული თანხით არ განისაზღვრება. კლიენტი თავად წყვეტს, რა თანხა დაუტოვოს მკითხავს.

ნანა მამაგულაშვილი

პარაფსიქოლოგი ნანა მამაგულაშვილი პოლიტიკური პროგნოზებისგან თავს იკავებს. ამბობენ, რომ მასთან განსაკურნებლად დადიან შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, ზოგჯერ კი პოლიციის მაღალჩინოსნებიც ... ნანა მამაგულაშვილს ბაქოშიც იცნობენ, სადაც კარიერის ასაწყობად ცოტა ხნის წინ წავიდა.

ნანა მამაგულაშვილის ყველაზე ცნობილი კლიენტი, მომღერალი გია სურამელაშვილია. პარაფსიქოლოგთან მოხვედრა ჩაწერით ხდება.

ასევე, მის მომსახურებაში შედის ე.წ. ჩაკრების გახსნა, რომლისთვისაც, მისი თქმით, ეგვიპტეში ამზადებინებს მედალიონებს და ეს საკმაოდ სოლიდური თანხა ღირს.

მკითხავი დები აჭარიდან

აჭარელ მკითხავ დებს თითქმის მთელი საქართველო იცნობს. მათ მკითხაობის განსაკუთრებული მეთოდი აქვთ. ერთ დას სძინავს, როცა მათთან კლიენტი მიდის. ლაპარაკობს გაუგებარ ენაზე, რომელსაც მისი და, ლამზირა თარგმნის და კლიენტს უყვება, რა ელოდება მომავალში. ამბობენ, რომ მათი მომსახურებით ყველაზე ხშირად პოლიტიკოსი ქალბატონები სარგებლობენ. ზუსტად რა თანხა ღირს დების წინასწარმეტყველება, უცნობია.

თამუნა ჯოლოგუა, Ambebi.ge