ვერძი - ერთ-ერთი პირველია, რომელსაც dance floor-ზე აღმოაჩენთ, აუცილებლად შემაჩნევთ მის მკვეთრ დრეს-კოდს, გამოირჩევა ყველასა და ყველაფრისგან, იხარჯება ბოლომდე და უცებვე შეიძლება ხასიათი შეეცვალოს და კამათი ფეხბურთის ჩემპიონატზე დაიწყოს.
კურო - მთელი თვის მანძილზე არჩევდა აქსესუარებს, წინასწარ იქმნიდა განწყობას (აბა ხომ არ მოიწყენს?! ბილეთში ფული გადაიხადა!), უხამებდა ფერებს და ფორმებს და გამოვიდა! შეამჩნია!
ტყუპები - უკვე იცეკვა, სამჯერ შემოურბინა მთლიან ტერიტორიას, მობილურზე მესიჯები გაგზავნა, მოაწონა თავი ყველას, ვისაც ვერა - მხარი გაკრა, მეგობრებიც მოიკითხა, ბევრი იარა, ყველა შეაწუხა, თან იცეკვა თან ილაპარაკა.
კირჩხიბი - თქვენთან უცებ ჩნდება კოქტეილის ჭიქა, საღეჭი რეზინი, ხელსახოცი - ეს კირჩხიბი ზრუნავს თქვენს კომფორტზე და თვითონაც კარგად ერთობა, გზადაგზა გაკვირდებათ და ცეკვის დროს საჭირო ატრიბუტიკით გამარაგებთ.
ლომი - ჯერ ბართან დგას, აკვირდება და აფასებს, იმსახურებს თუ არა პუბლიკა, რომ მათთან ერთად გაერთოს. საფუძვლიანი დაკვირვების შემდეგ მხოლოდ იმათ გვერდით დადგება, ვისაც "ღირსად" ჩათვლის.
ქალწული - ის დგას/ცეკვავს/კონტაქტობს ელეგანტურად: ხელში საუკეთესო კოქტეილი, ნაკლებად ექსცენტრული ჩაცმულობა. აკვირდება როგორ ცეკვავენ სხვები, აანალიზებს და ნაკლებისა თუ ღირსებების გამოვლენის შემდეგ გადაწყვეტს, რომ ამ მოძრაობების გამეორება ღირს.
სასწორი - განათებების დაკიდებაში მიეხმარა, მერე რა, რომ ორგანიზატორი არაა, სტუმრების ნახევარს უკვე უთხრა კომპლიმენტები, დალია, თანაც ბევრი და ახლა საკუთარ განწყობას იქმნის იმით, რომ სხვებს "უსწორებს".
მორიელი - რა თქმა უნდა, იდეალურად გამოიყურება, იღიმის, იმიტომ რომ იცის - აქედან ყველას მასთან ერთად წასვლა უნდა და უცებ ხედავს, რომ ვისთან ერთადაც მოვიდა - სხვას ეკონტაქტება!!!!!!!! გალანტური ტიპაჟი ქრება და მის ადგილს კრუელა დე ვილი იკავებს.
მშვილდოსანი - ერთი საათი უხსნიდა ფეისკონტროლს, რომ აქვე იყო ქემფინგზე, მანამდე ოთხი დღე მოგზაურობდა რეგიონებში და "კაი ტიპია ბაბუუუ" და უნდა მოხვდეს კლუბში. ბოლოს, როგორც იქნა შეუშვეს: იარა, იარა და ლაუნჯში ჩაეძინა.
თხის რქა - სცენის უკან ან ვიაიფი ტერიტორიაზე, ისევ ბიზნესზე საუბრობს, მხოლოდ ვიაიფი სტუმრებთან ერთად, შეიძლება იცეკვოს (თუ "გამოადგება" ან "საჭიროა").
მერწყული - რა საერთო აქვთ პოპ-ვარსკვლავს, 20 წლის სტუდენტს და ბიზნესმენს კიევიდან?, - ფესტივალზე ყველა მერწყულმა წამოიყვანა და ყველამ კარგად იცის, რომ მთელი ღამე გართობა მოუწევთ.
თევზები - აქ ორი ამბავია: ან ვერთობით-ვსვავთ ბოლომდე, ისე რომ მეორე დღეს ვერაფერი გავიხსენოთ ან ძალიან მოწყენილები ვართ, რაღაცეები გვაწუხებს, წესიერად ვერ გაგვირკვევია რა, მაგრამ აი..აი... რაღაც ვერ არის ისე.
R