კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითმკვლელობამდე დაწერილი სკანდალური წერილი - ყოფილი დეპუტატის სიკვდილისწინა ბრალდება სააკაშვილს, ადიშვილსა და მერაბიშვილს
თვითმკვლელობამდე დაწერილი სკანდალური წერილი - ყოფილი დეპუტატის სიკვდილისწინა ბრალდება სააკაშვილს, ადიშვილსა და მერაბიშვილს

გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი" გა­სულ კვი­რა­ში დე­პუ­ტა­ტი­სა და ბიზ­ნეს­მე­ნის, თე­მურ ჩარ­კვი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს სტა­ტი­ას უძღვნის. გა­მო­ცე­მა აქ­ვეყ­ნებს წე­რილს, რო­მე­ლიც ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის თქმით, მან გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე და­წე­რა.

"თე­მუ­რი იყო უპა­ტი­ოს­ნე­სი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ იმ ზო­მამ­დე მი­იყ­ვა­ნეს, რომ კაც­მა სა­ბო­ლო­ოდ თავი მო­იკ­ლა. ჩვენ ისე­დაც კარ­გად ვი­ცით, რა ზე­წო­ლებს გა­ნიც­დი­და, რო­გორ გა­ა­კე­თე­ბი­ნეს არა­ერ­თი ქა­ლა­ქი, მერე თვი­თონ რომ ხსნიდ­ნენ სა­ზე­ი­მოდ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ამა­ყობ­დნენ. გა­ა­კე­თე­ბი­ნეს და "გა­და­აგ­დეს". სიღ­ნა­ღის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­დან და­წყე­ბუ­ლი, ბა­თუ­მი­თა და ქო­ბუ­ლე­თით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, უამ­რა­ვი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნეს, მაგ­რამ ფული არ გა­და­უ­ხა­დეს. ეს დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა თა­ვის წე­რილ­შიც, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე და­ტო­ვა.

წე­რილ­ში თე­მუ­რი პირ­და­პირ ადებს ხელს ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს, მა­გას ჩემი გამ­წა­რე­ბის­თვის ღმერ­თი არ გა­ა­ხა­რებ­სო. ჯერ მისი პარტნი­ო­რე­ბი და­ი­ჭი­რეს, ორი კაცი, რო­მე­ლიც თე­მუ­რის გა­მო­სახ­სნე­ლი გახ­და და 360 ათა­სი გა­და­ახ­დე­ვი­ნეს. მერე თა­ვად თე­მურს მი­ად­გნენ და მის და­ჭე­რას აპი­რებ­დნენ.

ცალ­კე ფული წა­არ­თვეს იმის გამო, რომ არ და­ე­ჭი­რათ, და­ა­დეს უზარ­მა­ზა­რი ვა­ლე­ბი და ვე­ღარ გა­უძ­ლო კაც­მა. წე­რილ­ში ბო­ლოს იმა­საც კი ამ­ბობს, ახლა მინ­დო­და სი­ცო­ცხლე, მაგ­რამ ვე­ღარ ვუძ­ლე­ბო", - ყვე­ბა გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას თე­მურ ჩარ­კვი­ა­ნის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თვითმკვლელობამდე დაწერილი სკანდალური წერილი - ყოფილი დეპუტატის სიკვდილისწინა ბრალდება სააკაშვილს, ადიშვილსა და მერაბიშვილს

თვითმკვლელობამდე დაწერილი სკანდალური წერილი - ყოფილი დეპუტატის სიკვდილისწინა ბრალდება სააკაშვილს, ადიშვილსა და მერაბიშვილს

გაზეთი "პრაიმტაიმი" გასულ კვირაში დეპუტატისა და ბიზნესმენის, თემურ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტს სტატიას უძღვნის. გამოცემა აქვეყნებს წერილს, რომელიც ოჯახის ახლობლის თქმით, მან გარდაცვალებამდე დაწერა.

"თემური იყო უპატიოსნესი ადამიანი, მაგრამ იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ კაცმა საბოლოოდ თავი მოიკლა. ჩვენ ისედაც კარგად ვიცით, რა ზეწოლებს განიცდიდა, როგორ გააკეთებინეს არაერთი ქალაქი, მერე თვითონ რომ ხსნიდნენ საზეიმოდ სააკაშვილი, მერაბიშვილი და ამაყობდნენ. გააკეთებინეს და "გადააგდეს". სიღნაღის რეაბილიტაციიდან დაწყებული, ბათუმითა და ქობულეთით დასრულებული, უამრავი პროექტი განახორციელებინეს, მაგრამ ფული არ გადაუხადეს. ეს დეტალურად აღწერა თავის წერილშიც, რომელიც გარდაცვალებამდე დატოვა.

წერილში თემური პირდაპირ ადებს ხელს ზურაბ ადეიშვილს, მაგას ჩემი გამწარებისთვის ღმერთი არ გაახარებსო. ჯერ მისი პარტნიორები დაიჭირეს, ორი კაცი, რომელიც თემურის გამოსახსნელი გახდა და 360 ათასი გადაახდევინეს. მერე თავად თემურს მიადგნენ და მის დაჭერას აპირებდნენ.

ცალკე ფული წაართვეს იმის გამო, რომ არ დაეჭირათ, დაადეს უზარმაზარი ვალები და ვეღარ გაუძლო კაცმა. წერილში ბოლოს იმასაც კი ამბობს, ახლა მინდოდა სიცოცხლე, მაგრამ ვეღარ ვუძლებო", - ყვება გამოცემასთან საუბრისას თემურ ჩარკვიანის ოჯახის ახლობელი.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?