თბილისში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მე-6 სართულიდან გადმოხტა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, მიღებული მძიმე ტრავმების გამო მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ტრაგედია გუშინ ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის I კორპუსში მოხდა. გ. ყ. საკუთარი საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულიდან გადმოხტა. მეზობლები გ. ყ.-ს დადებითად ახასიათებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ემოციური ადამიანი იყო.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნემ. მიმდინარეობს გამოძიება.